ssss

ბრძნული გამონათქვამები და ციტატები

wap

გთავაზობთ რამოდენიმე ბრძნულ გამონათქვამს და ციტატას:

“ორი უკიდურესობაა – გონების გამორიცხვა და მხოლოდ გონების კარნახით ქცევა” პასკალი

“ადამიანები სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს!” გაბრიელ გარსია მარკესი

“გონიერი კაცი სულელის რჩავასაც მიიღებს, თუ ეს რჩევა გონივრულია” ლესინგი

“თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგანეში და ექვსი ნაბიჯი სიგრძეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის” ბასილი დიდი

“ზოგჯერ ადამიანს სიყვარულზე მეტად გაგება სჭირდება” ჯორჯ ორუელი

“ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა” ილია

“როდესაც უკეთესები ვხდებით ვიდრე ვართ,ჩვენს ირგვლივაც ყველაფერი უმჯობესდება” პაულო კოელიო

“თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს” ჟან ჟაკ რუსო

“ადამიანი მეგობრებით ამოიცნობა” კონფუცი
“უარის თქმას, ზოგჯერ,არაფერი აქვს საერთო უარყოფასთან”  ალბერ კამიუ

“მხოლოდ ტავისუფალი ადამიანია უშიშარი” ბრუნო

“ვინც დედაენის გარდა არცერთი ენა არ იცის, მან რიგიანად დედაენაც არ იცის” გოეთე

“ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვაღიარებთ საკუთარ ნაკლს, რომ გულწრფელობიტმაინც ავინაზღაუროთ ის ზარალი, რასაც ჩვენი ნაკლი გვაყენებს საზოგადოების თვალში” ჰენრი ფილდინგი

“ეჭვიანობა სიამაყის სულელი ბავშვია ან უჭკუოს – ავადმყოფობა” ბომარშე

“არცოდნაზე სამარცხვინო თავის მოჩვენებაა – თითქოს იცი ის, რაც არ იცი” ლევ ტოლსტოი

“ფასი ძლიერის შემწყნარებლობას აქვს , თორემ უძლური და სუსტი მპატიებელი უნდა იყოს სხვა გზა არ აქვს” აკაკი ბაქრაძე

“სიყვარული ასწავლის ადამიანს როგორი უნდა იყოს ის” ჩეხოვი

“ადამიანებს სურთ,ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი” ჟან დე ლა ბრუიერი

“ამ ქვეყნად არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა” ბალზაკი

“თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს” ბრაუნინგი

“ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს ის ვერ იტყვის  რა არის ქალი” თეოფილ გოტიე

“არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ” ოტო ფონ ბისმაკი

“ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია” იულიუს კეისარი

“დედამიწას სიყვარული ატრიალებს” გურამ დოჩანაშვილი

“ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად” ნიცშე

“ჯობს წააგო შენით, ვიდრო მოიგო სხვისით” ნიკოლო მაკიაველი

“მცოდნე რეგვენი აუტანელია” მოლიერი

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა