ბუნკერები,თავშესაფრები და მზადება სამყაროს აღსასრულისათვის

ადამიანებს მუდმივად გვაფრთხობს მომავალი. რეალური საფრთხეები ხშირად უზავდება ჩვენს ფანტაზიის სამყაროს და ვიღებთ უცნაურ ნაზავს. შევხედოთ თავშესაფრებს,რომელიც უკვე დასჭირდათ ომების პერიოდში, აგრეთვე ბიზნეს განკითხვის ჟამის თემატიკაზე.
                                                                                              თავშესაფრები

კაცობრიობამ უკვე გამოიარა ორი მსოფლიო ომი , მეოცე საუკუნის არაერთი მწვავე კონფლიქტი და თავდაცვის თემა სულაც არაა კაპრიზი.   მეტრო ფაშისტებთან ომის პერიოდში იაფი საშუალება იყო ადამიანებს თავი გადაერჩინათ.

რკინიგზის სადგურებში კი ინდივიდუალური კაპსულებიც კი დადგეს მომსახურე პერსონალისათვის .მათი დანიშნულებაა მარტივია-ადამიანები დაბომბვის პერიოდში გერმეტიულად იკეტებოდნენ და ამით იზრდებოდა გადარჩენის შანსი

თავშესაფარი თავისთავად ქონდათ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების ლიდერებსაც . ჰიტლერზე უკვე დავწერეთ: http://alo.ge/2011/12/13/ჰიტლერის-ბუნკერი .ახლა სტალინის დროა :D ჩემს ნაწერის კითხვას ალბათ ამჯობინებთ  ვიდეო იხილოთ:


ანალოგიური თავშესაფრები ქონდათ ჩერჩილს რუზველტსა და საერთოდ სახელმწიფო მეთაურებისათვის ყველგანაა დაცული უსაფრთხოების ზომები.

2009 წელს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა ახსენა საკუთარი ბუნკერი,რომელიც ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენციის ქვეშ ყოფილა განლაგებული. სავარაუდოდ აქ იმალებოდა დიკ ჩეინი, 11 სექტემბრის თავდასხმის დროს.

კვლავ სსკრში დავბრუნდეთ და  ვიმოგზაუროთ გორბაჩოვის ბუნაგში. იხილეთ ვიდეო:

მაგრამ  თავშესაფრები არაა მარტო რეალური აუცილებლობით გამწვეული ნაგებობები. ადამიანები დიდ ფულს ხარჯავენ პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

გერმანული ბუნკერი ABCguard ,რომელიც ბიოლოგიური, ბირთვული ,ქიმიური შეტევისგან თავდასაცავად არის შექმნილი,იტევს 7 კაცს და მისი ფასია 120 000 დოლარი. აწყობა შესაძლებელია ერთი კვირის განმავლობაში.

იხილეთ ამერიკელების სხვადასხვა კომპანიის  ბიზნესიც

შვეიცარიელმა ძმებმა კი ეს თემა  სასტუმროების ბიზნესისათვის გამოიყენეს და  ნულვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი შექმნეს მინიმალური პირობებითა და მაქსიმალური სიმშვიდით.  რიჩარდ როსმა სამი წელი მიუძღვნა თავშესაფრების აღწერას . ის წააყდა ადამიანებს, ვინც განკითხვის დღეს ელოდა ან საერთოდ სამოთხის ხილვისათვის ემზადებობნენ . სამყაროსაგან გაქცევის უნიკალური შედევრები მრავლადაა . ეს ადამიანი დიდი ომებისათვის სათანადოდაა მომზადებული. თავისი ოჯახისათვიის ბუნკერი დიდი ხანია რაც აააშენა.

ეს კი რელიგიური მიმდინარეობის წევრთა მომზადებული დროებითი საცხოვრებელია. აქ მთელი სერიოზულობით ელოდნენ განკითხვის დღეს ,მაგრამ იმედები არ გაუმართლდათ.

კერძო თავშესაფარში განლაგებული საოპერაციო კი უცდის მომავალ პაციენტებს.აქვეა ახალდაქორწინებულთა ოთახიც და მორგის სპეციალური პარკები.

არა, ეს ბიძიები არ ვარჯიშობენ, ჰაერის პრობლემებზზე ფიქრობენ შორეულ 60ნ წლებში . ცივი ომი ხომ ყველას კარებზე აკაკუნებდა

 

ძაღლებისათვისაც ზრუნავდნენ პატიოსანი პატრონები.

თუმცა ეს თავშესაფარი ბავშვების სათამაშო მოედნის ნაწილად იქცა. გისურვებდით ასეთ პრობლემებზე ნაკლებად გქონოდეთ საფიქრი.

Facebook Comments
ზედა პანელზე გადასვლა