ფარნავაზი

მხატვრების ფანტაზიებში ფარნავაზი უფრო შუა საუკუნეების გმირს გავს,  ვიდრე რეალურ მეფეს,რომელსაც  შეიძლება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ემეფა.

მისი ისტორია ბურუსითაა დაფარული, ისე როგორც  ურთიერთობა წინამორბედ აზოსთან.

“ქართლის ცხოვრება” გვიყვება ლეგენდას ადამიანზე, რომელიც შურს იძიებს მამის მკვლელზე ,მაგრამ რა მოხდა  სინამდვილეში?

ლეონტი მროველის  ფორმულირებული  მითის მიხედვით, ფარნავაზი მცხეთის მამასახლის სამარას ძმისშვილია, რომელიც ემსხვერპლა   მაკედონელის მხარდაჭერით ქართლში მოსულ ვინმე აზოს . პატარა ფარნავაზი დედამ კავკასიის მთებში გადამალა,შემდეგ  სამშობლოში ბრუნდება, სასწაულის წყალობით  პოულობს დიდ განძს,  ეგრისის მეფე ქუჯის, კავკასიელ  და სხვა მოკავშირეებთან ერთად იბრუნებს კანონიერ ტახტს.

ივანე ჯავახიშვილი ამ ეპიზოდს სერიოზულად არც კი განიხილავდა,მაგრამ ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება შეცვალა სინამდვილის პოვნის მცდელობამ.

მითი დიდი მეფეების ისტორიების მსგავსია. სავარაუდოდ ის ადრეულ საუკუნეებში წარმოიშვა ,რასაც ადასტურებს მისი რამდენიმე ელემენტის მოხსენიება   სომხურ წყაროებსა და წმინდა ნინოს შესახებ  თხზულებაში.

პირველი დილემა “არიან-ქართლის” ცნება და აზოს პერსონაა.

“მოქცევაი ქართლისაი”მას ქართლის პირველ მეფობას მოაწერს,ხოლო აზოს პირველადი სამკვიდრებელი  “არიან-ქართლი” ქართველი მეცნიერების ერთერთი საყვარელი დავის საგანია.

აზო ფარნავაზთან ერთად მითია,თუმცა მათ შორის პოლიტიკური ბრძოლა შესაძლოა გარკვეული ტენდენციების გამოხატულება იყოს ქართველურ ტომებს შორის-იკვრება საინტერესო წრე -არიან-ქართლელი აზო, ფარნავაზი,როგორც მცხეთის ადრინდელი მმართველის შთამომავალი და ქუჯი -ეგრისის ხელისუფალი.

შეგახსენებთ, ამ პერიოდში არსებობდა აქიმენიდური ირანის სერიოზული ზეგავლენა რეგიონზე,რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა შეაჩერა. ხოლო თვითონ ეს ტერმინი  მეცნიერთა ნაწილის აზრით, უკავშირდება სპარსეთის ადრეკონტროლირებულ ზონაში მყოფ ქართველურ ტომებს . ნებისმიერ შემთხვევაში, დაამხეს თუ ნებაყოფლობით დათმო სავარძელი,აზო ჩემთვის არის არა ბოროტების სიმბოლო, არამედ რაღაც მნიშვნელოვანი მომენტების ანარეკლი,რომელსაც ყველა წყარო თავისებურად ადასტურებს.

ფარნავაზი კი  ლეგენდის ქვაკუთხედია ქართლის სამეფოს ოფიციალური იდეოლოგიის გასამყარებლად. არმაზის კულტის მასთან ასოცირება, დამწერლობის ავტორად მონათვლა , ადმინისტრაციული დაყოფა ავტორისათვის პრინციპის საკითხია, რომელიც უკვე მის ეპოქას უკავშირდება .

ის არავის მოუგონია. “ფარნავაზიანთა” დინასტია უცხოურ წყაროებშიც გვხდება. აშკარად გახლავთ პირველი სამეფო შტოს სათავე. არქეოლოგიაც ადასტურებს გარკვეულ ძვრებს იმ პერიოდში, როცა შესაძლოა ის მოღვაწეობდა,თუმცა ჯერ მითის დაშორება სინამდვილისგან ვერ მოხერხდა.

ისტორია მის საიდუმლოებას  კვლავიდებურად მთლიანად არ გვიმხელს .

ლეონტი მროველის თხზულების გადმოწერა

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა