მეცნიერების მიერ აღმოჩენილი გასაოცარი პარადოქსიები

მოდით, ცოტა ხნით მაინც დავივიწყოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რაც გაგვაკვირვებს, გაგვაოცებს და დაგვაინტერესებს. ერთად გავეცნოთ მათემატიკოსების, ისტორიკოსების, ფილოსოფოსებისა და მეცნიერების მიერ სხვადასხვა სფეროში აღმოჩენილ პარადოქსებს.

* ყოვლისშემძლეობის პარადოქსი. ეს იმას გულისხმობს, რომ ვიღაც ყოვლისშემძლეა და შეუძლია ნებისმიერი სიტუაცია შექმნას, მათ შორის, ისეთიც, რომლიდანაც გამოძრომას ვერ შეძლებს. კიდევ უფრო გასაგებ ენაზე მეცნიერები ამ პარადოქსს შემდეგნაირად ხსნიან: შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ქვა, რომელსაც ვერ აწევს? ერთი მხრივ, ის ყოვლისშემძლეა და აქვს უნარი, ყველაფერი შექმნას. მეორე მხრივ, თუკი ის თავისივე ძალით შექმნილ ქვას ვერ აწევს, ესე იგი ყოვლისშემძლე არ არის. ფილოსოფოსები და თეოლოგები ამ საკითხს სხვადასხვაგვარად ხსნიან, თუმცა საერთო აზრამდე მისვლას მაინც ვერ ახერხებენ – საქმე პარადოქსს ეხება და იმიტომ.

* მშვილდ-ისრის პარადოქსი. იმისთვის, რათა საგანი მოძრავად აღიარონ, მან სივრცეში მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. მაგალითისთვის მშვილდ-ისარი გამოიყენება. ნებისმიერ მომენტში ისარი მდგომარეობას იცვლის და გადადის პოზიციაში, რომელშიც ის უკვე მდებარეობს ან პოზიციაში, რომელშიც არ მდებარეობს, ეს მტკიცებულება რომ განვავრცოთ, შეიძლება ითქვას, რომ ისარს არ შეუძლია იყოს იქ, სადაც არ არის. იმდენად, რამდეადაც საქმე მატერიალურ სხეულს ეხება, მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება – ისარი სივრცის იმ წერტილშია, სადაც უკვე არის. ანუ მოძრაობა, როგორც ასეთი, არ არსებობს.

http://www.philosophy.gr/presocratics/zenoachilles.gif

* აქილევსი და კუ. ამ პარადოქსში აქილევსი და კუ ერთმანეთ სირბილში ეჯიბრებიან ამასთანავე, კუს 100-მეტრიანი ფორა აქვს მიცემული. ორივე მორბენალი მოძრაობას იწყებს. სანამ აქილევსი იმ წერტილამდე მიირბენს, საიდანაც კუ იღებს სტარტს, ეს უკანასკნელი გარკვეულ მანძილს გაივლის. ახლა აქილევსს მოუწევს კვლავ გაირბინოს გარკვეული მანძილი, რათა კუს წინა ადგილამდე მიაღწიოს. ამ დროს კუ ისევ წინ მიიწევს და ასე უსასრულობამდე. გამოდის, აქილევსი ვერასოდეს დაეწევა კუს, არადა ხომ ყველას გვესმის, რომ სინამდვილეში აქილევს კუს აუცილებლად აჯობებს?! მაშ, საიდან გაჩნდა ასეთი პარადოქსი? საქმე ის გახლავთ, რომ შეუძლებელია უსასრულობის გადალახვა – აბა, როგორ მიაღწევთ ერთი წერტილიდან მეორემდე, თუ უსასრულო წერტილებს არ გაივლით? თუკი რეალურ ცხოვრებაში ეს მაინც შეუძლებლად გეჩვენებათ, მათემატიკაში სავსებით შესაძლებელია.

* ბურიდანის სახედრის პარადოქსი. ერთ საცოდავ ჩოკინას აქეთ-იქით ზუსტად ერთი ზომისა და ფორმის თივის ზვინი დაუდეს. ცხოველმა ვერაფრით აირჩია, რომლის ჭამა დაეწყო პირველ რიგში და ცოტა ხანში შიმშილისგან მოკვდა. სახელწოდება პარადოქსი მე-14 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის ჟან ბურიდანის პატივსაცემად შეარჩიეს, თუმცა ამ მოვლენის შესახებ ნახსენები ჯერ კიდევ არისტოტელეს ნაშრომებში იყო. უფრო რომ დავაზუსტოთ, ძველბერძენ ფილოსოფოსს მოხმობილი ჰქონდა ადამიანის მაგალითი, რომელსაც წყურვილი და შიმშილი ერთდროულად აწუხებდა, მაგრამ ვერაფრით აირჩია, საჭმელი შეეჭამა თუ წყალი დაელია.

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა