საჭმლის სოდის სასარგებლო თვისებები

სოდა

1. სოდა არაჩვეულებრივი საშუალებაა უსიამოვნო სუნის გასაქრობად: მაცივარში, ავტომობილში, ფეხსაცმელების კარადაში, და საერთოდ ყველგან სადაც კი უსიამოვნო სუნი დაისადგურებს. ამისთვის საჭიროა სოდიან ხსნარში დასველებული ნაჭრით კარგად
გაწმინდოთ ეს ადგილები.
2. სოდიანი ხსნარის მიღება ამცირებს კუჭის მჟავიანობას( იჟოგა), ხსნის ძმარვის შეგრძნებას. ამისათვის საჭიროა 1 ჩ.კ. სოდა გახსნათ 1 ჭიქა წყალში და მიირთვათ.
3. დაძაბულობისა და გადაღლილობის მოსახსნელად, აბაზანაში ჩაყარეთ რამოდენიმე ჩაის კოვზი სოდა, დაუმატეთ 2-3 წვეთი ეფირის ზეთი. ასეთი აბაზანა კანს გლუვსა და მკვრივს ხდის,
დაღლილობის შეგრძნება კი უკვალოდ ქრება.

4.სოდით კბილების გახეხვა საკმაოდ ეფექტურია, კბილის ემალის გათეთრების თვალსაზრისით

5. თუკი სამზარეულოში მილი გაიჭედა და უსიამოვნო სუნიც ახლავს თან, ჩაყარეთ ერთი ჭიქა სოდა, დაამატეთ ერთი ჭიქა ძმარი. გააჩერეთ 5 წუთი და ჩარეცხეთ წყლის ჭავლით.

6. თუკი არა გაქვთ დრო თქვენი საყვარელი ცხოველი აბანაოთ, მაგრამ გინდათ რომ კარგად გამოიყურებოდეს, მოასხით სოდიანი ხსნარი და კარგად დავარცხნეთ. ბეწვი ბზინვარე გახდება, უსიამოვნო სუნი კი გაქრება.

7. ერთი ჭიქა სოდა თამამად შეგიძლიათ სარეცხის მანქანაში დაამატოთ. შედეგი გამაოგნებელია. ფერადი ქსოვილები უფრო ნათელი გახდება თეთრი კი გაქათქათდება.

8. საოცრად კარგად გაჰყავს სოდას ხალიჩაზე დატოვებული უსიამოვნო არომატები. ამისათვის ნახევარი საათი გააჩერეთ მიმობნეული სოდა, და შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

9. თუკი თქვენი აუზი ხშირად „ყვავილობს“, და ხშირად გიწევთ მისი გაწმენდა, ჟანგბადის pH -ბალანსის აღდგენაში ასევე სოდა დაგეხმარებათ. სოდა უსაფრთხოა თვალებისთვის და კანისთვის. ასე, რომ სოდის დამატების შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ ისიამოვნოთ აუზში ცურვით.

10. სხვა ხსნარებისაგან განსხვავებით, სოდით ცეცხლის ჩაქრობაც წამებშია შესაძლებელი.

11. სოდა არაჩვეულებრივი საშუალებაა მწერების ნაკბენისგან მიღებული გაღიზიანებების ასალაგმავად (კოღო, ფუტკარი, ბზიკი და სხვ.) ამისათვის რამოდენიმე წვეთი დაასხით სოდას, ისე რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და წაისვით გაღიზიანებულ უბნენზე. აგრეთვე გამოიყენება ინფექციური გამონაყარის დროს (ქუნთრუშა, ჩუტყვავილა) არსებული ქავილის მოსახსნელად.

12.  ვინაიდან სოდა ტოქსინური საერთოდ არ არის, რეკომენდირებულია, გამოიყენოთ როგორც საწმენდი საშუალება, ორსულობის დროს.

13 სოდის საშუალებით შეგიძლიათ მოიშოროთ ზედმეტითმების ამონაზარდები.ამისთვნის ერთ ჩაის კოვზ სოდის ფხვნილს დაასხით ერთი ჩაის ჟიქა ადუღებული წყალი  ურიეთ სოდის სრულ გახსნამდე. დააცადეთ წყანს გაგრილება 36 გრადუსამდე.მარლის საშუალებით ხსნარი წაისვით იმ დაგილას სადაც თმებია შემდეგ საყოფაცხოვრებო საპონი გადაუსვით ხსნარით დასველებულ ადგელს.12 საათიი გააჩერეთ ხსნერით გაჟღენთილი არლა ზადმეტი თმების  ამოსვლის ადგილზე.ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ თუ არ უშველა მაშინ თორმეტჯერ და ზედმეტი თმები აუცილებლად მოგშორდებათ.

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა