"სილქტივი" ვიდეო გაკვეთილებს გვთავაზობს

წყარო:geonews.ge სილქნეტის ინტერაქტიული ტელევიზიის “სილქტივის” მეშვეობით მომხმარებლებს ახალი უფასო სერვისით – “საშინაო სკოლა” – სარგებლობა შეეძლებათ. სალექციო ხასიათის ვიდეო–გაკვეთილები, რომელსაც მეცნიერები და პროფესიონალი პედაგოგები კითხულობენ, სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. 15-20 წუთიანი ვიდეო-გაკვეთილები განთავსებულია სილქტივის მენიუში.

როგორც “ჯეონიუსს” სილქნეტიდან აცნობეს, საშინაო სკოლა – სოციალური შემეცნებითი პროექტია, რომელიც ახალი ფორმატით და მეთოდით სასკოლო გაკვეთილების ათვისებაში ეხმარება მოსწავლეს, უზრუნველყოფს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში და ზრდის პედაგოგთან პროფესიული განვითარების დონეს. მსგავსი პროექტები რეალიზებულია მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო ქვეყნებში, საქართველოში კი პირველად ხორციელდება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომპანია სილქნეტის წარმომადგენლები და პროექტის კოორდინატორი გია მურღულია გამართავენ პრესკონფერენციას 7 თებერვალს 11:00სთ „რედისონ ბლუ ივერიაში”.

 

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა