"ფობოს-გრუნტი" დედამიწაზე უკვე ჩამოვარდა

 http://geonews.ge/?page=19&news_id=125150

უმართავი რუსული თანამგზავრი განადგურებულია. “ფობოს-გრუნტი” დედამიწაზე უკვე ჩამოვარდა. 200-კილოგრამიანი თანამგზავრი დაახლოებით 20-30 ნაწილად წყნარი ოკეანის თავზე დაიშლა.

კოსმოსის ფედერალურმა სააგენტომ კოსმოსური აპარატის “ფობოს-გრუნტის” ნატეხების დედამიწაზე ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გუშინ გაახმაურა.

მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ “ფობოს-გრუნტი” რადიოაქტიურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავდა, რასაც ლოკალური საფრთხის გამოწვევა შეეძლო.

რუსული კოსმოსური აპარატი ორი თვის წინ დედამიწის ორბიტაზე გაიყვანეს, თუმცა სისტემის გაუმართაობის გამო, ძრავის მართვის სისტემა არ ჩაირთო, მან ვერ შეძლო მარსის ტრაექტორიაზე გასვლა და დედამიწის ორბიტაზე დარჩა. სპეციალისტები აპარატთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდნენ, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა