ჩხოროწყუ გიგი ცირამუას მხარდასაჭერად

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიდია.  ახალგაზრდებმა  გამომაღვიძეს და მათი ენთუზიაზმი მეც გადმომედო. მარტივად რომ ვთქვათ, ჩხოროწყუს  თავისი ლოკალური ზაზა ფაჩულია ყავს და ესაა  პროექტ “საქართველოს ვარსკვლავების”  კონკურსანტი   გიგი ცირამუა 

რამდენიმე დღეა გიგის   მხარდამჭერი პლაკატები ჩხოროწყუს მოედო.  ახალგაზრდებმა,ყველა ჩხოროწყუეელმა მოინდომეს მისი მხარდამჭერა.

გული დამწყდა კონცერტზე ვერ დავესწარი, მაგრამ ახალგაზრდების ინიციატივით ორგანიზირებული მხარდამჭერთა კონცერტი სასიამოვნო  სიურპრიზი იქნება მომღერლისათვის:)

ეს ძველი იქსფაქტორია. გიგი ნამდვილად ძალიან ნიჭიერი ბიჭია

გიგის გამოსვლა შოუში

 

განწყობისათვის :)

 შეგახსენებთ მის ნომერს 0 903 300 359

 

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა