ადიგენის რაიონი(სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის პატარა ნაზავი)

map3

ადიგენი

ოძრხეს  (ოძრახეს ) პერიოდიდან დღევანდელ რეალობამდე ადიგენის რაიონმა  ათასწლეულები გამოიარა,თუმცა მისი  აწმყო იდეალური მდგომარეობიდან ძალიან შორსაა.

 ad

ფრაგმენტი ერთი წერილიდან,რომელიც humanrights.geმ 2007 წელს გამოაქვეყნა

“იყო დაბა ადიგენი…

როგორც რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, 1931 წელს დაარსდა. ამ დროდან მოყოლებული რაიონული ცენტრის გაძლიერება,ეტაპობრივად ხდება. იხსნება პურის საცხობები, სტამბა, ლიმონათის საწარმო, საკონსერვო ქარხანა, სსრკ 50 წლის სახელობის თბილისის საწარმო გაერთიანების ფილიალი, ,,საქსახკომსოფლტექნიკის” ავტომანქანებისა და ტრაქტორების შესაკეთებელი საამქრო და სახელოსნოები. დასაქმებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების ოთხმოცი პროცენტი.

და არა იყო რა… ,,ყველა დაწესებულება, რაც ადრეულ წლებში ფუნქციონირებდა, გაუქმებულია.გადაჭარბებით ნათქვამი არ გამომივა და იმ წლების ფონზე ახლა რაიონში ყველაფერი მკვდარია,” – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მოადგილე.

,,ავადსახსენებელ ხრუშჩოვის დროს, როდესაც რაიონული ცენტრი გაუქმდა, დაბა ადიგენი სოფელს დაემსგავსა. 1965 წელს დაბას რაიონული ცენტრის სტატუსი ისევ აღუდგინეს და ყველაფერმა სხვა ელფერი მიიღო. მაშინ რაიკომის პირველ მდივნად ამირან მექვაბიშვილი დანიშნეს. ეს აღმშენებლობის პერიოდი იყო. ორგანიზაციები, ფაბრიკები, ქარხნები მუშაობდა. ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. ახლა ბევრი სამსახური შეკვეცილია.ხალხი კი, სადღაა ხალხი…” – წარსულზე სინანულით საუბრობს 74 წლის პავლე მერაბიშვილი……”

ადიგენი პატარა რაიონია . ადიგენის რაიონის ფართობი 79953 ჰექტარს შეადგენს. რაიონი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში ახალციხის დასავლეთ ნაწილში და შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. რაიონში 20 400 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის შემდეგი  დაბები და სოფლები

რაიონში 2 დაბაა : ადიგენი და აბასთუმანი

სოფლების სრული ნუსხა იხილეთ :

http://wp.me/p232i8-236

აბასთუმანი ადიგენზე დიდია და  რაიონული ცენტრიდან 24 კმის დაშორებითაა განლაგებული

მომეწონა ბლოგერი „ქართველი“ს ანალიზი

http://cartveli.blogspot.com/2010/09/blog-post_28.html

“თვითონ აბასთუმანი 3-ია:
სოფელი აბასთუმანი,
აბასთუმანი კურორტი,
აბასთუმანი ობსერვატორია.

2013-03-04_152305

ეს სამი პუნქტი მიუხედავად იმისა, რომ ერთ წყებადაა და ახლო ახლოს, თოთოეულს მაინც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ბუნება აკრავს.
სოფ აბასთუმანი გაშლილი, ქვიან ხრიოკიან მთებიანი, დიდი ლამაზი პანორამით,
კურორტი აბასთუმანი – ნაძვნარით შემოსილი ვიწრო ჩრდილიანი ხეობა,
ობსერვატორია აბასთუმანი – დაბურულ წიწვოვან ტყეში მთის კენწეროში, თითქმის ყოველთვის უღრუბლო ცით.

ეს  არასრული სამი დღე საკმარისი აღმოჩნდა ისეთი სანახაობების დასათვალიერებლად, რომლების აღაფრთოვანებდა ადამიანს, რომელიც:

-აფასებს უღრან წიწვოვან ტყიან მთებზე სეირნობას, ღამის კოცონს და ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილის კანიანად ჭამას.

obse

-ინტერესით ინახულებს მთვარეს, იუპიტერსა და მის თანამგზავრებს უზარმაზარი ტელესკოპით, რომელიც 1936 წლიდან ასრულებს ამ საქმეს.

rom

– ისიამოვნებს იმ დასახლებაში სეირნობით, რომლის ქუჩები მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საკურორტო ევროპულ-რუსული არქიტექტურის შედევრებითაა მოფენილი და ერთობლიობაში ჩეხოვის დროინდელი ქალაქის საუკეთესო ინსცენირებას წარმოადგენს.

2010_06_19_1252080685_173607478

-სანთელს დაანთებს და აღტაცდება წინაპრების აგებულ ეკლესიებში, ზარზმაში, ჭულევში, საფარაში, აღტაცდება 14-16 საუკუნეების ძალიან ძლიერი ფრესკებითა და არქიტექტურით.

– აღტაცდება მეოცე საუკუნის დასაწყისის რუსი მხატვრის – ნესტეროვის შედევრი ფრესკებით რომლებიც იმპრესიონისტების დროს შეიქმნა და იმპრესიონისტების შედევრებზე არანაკლებ იმპრესიას იწვევს.

4782788033_db17b21fed_z

– აღტაცდება იმით რომ ერთდროულად შეეძლება შეეხოს ისტორიის რამოდენიმე პლასტს, კულტურათა რამოდენიმე შრესა და მათ ჯადოსნურ, მოულოდნელ  გადაკვეთებს:
საფარა მე-9-11 საუკუნე,თამარის ხიდი მე-13 საუკუნე, ზარზმა – მე-14 საუკუნე, ფრესკები -14-16 საუკუნე, კურორტი აბასთუმანი მე-19 საუკუნე, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ქართული ბრძოლის ისტორია, სამცხე საათაბაგო, რომანოვები და რემერტი, ისევ რომანოვი, იმპერატორ ალექსანდრე მესამის შვილი გიორგი,

tsarev

რომელმაც ზარზმის პროექტით აბასთუმანში ახალი ზარზმა ააშენა და ნესტეროვს მოახატინა,პრინცის სიკვდილი 28 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად (ველოსიპედით კლდეს შეეჯახა) მისი ნაწილობრივი საფლავი აბასთუმნის ახალ ზარზმაში (გულ ღვიძლი აქ დაუმარხავთ, გვამი კი პეტერბურგში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს პეტერგოფში.

(რუსი ბლოგერი ცარევიჩის რეზიდენციის შესახებ

http://monelka.livejournal.com/16919.html )

ელიტარული გამაჯანსაღებელი კურორტ აბასთუმნის დაარსება და ბუმი, აბასთუმნის არჩევა ობსერვატორიის ადგილად, ობსერვატორიის დაარსება და მიღწევები, საქართველოს მოკრძალებული, მაგრამ მაინც სიტყვა სამყაროს კვლევაში.

abano

– და ბოლოს ამ ვინიგრეტის კიდევ ერთი მოულოდნელი შემადგენელი – ზამთარ-ზაფხულ ცხელი გოგირდიანი აუზი, საბანაოდ და სადგაფუნოდ. აღმოჩნდა რომ აუზებში წყალი გამდინარეა. მხოლოდ მიწიდან ამომავალი ცხელი წყლით ავსებენ, ცივ წყალსაც კი არ ურევენ, ცივ წყალს ქვიშა მოჰყვება და წყალს გვიბინძურებსო. გოგირდის ცხელი წყალი კი, რომელიც მუდმივ ნაკადად ჩაედინება აუზში დასალევადაც ვარგისია და სამკურნალო თვისებებიც აქვს თურმე (ანუ აუზში წყალი წინასწარი ეჭვების მიუხედავად სუფთა აღმოჩნდა).” (სტილი დაცულია)

აბასთუმნის შესახებ ინფორმაციები შეგიძლიათ იხილოთ:

http://abastumani.wordpress.com

https://www.facebook.com/Abastumani?fref=ts

http://kurortiabastumani.ge/

წარსული:

images

მარტო ამ  პატარა რაიონში საქართველოს ისტორიის მთელი დრამაა წარმოდგენილი. ოძრხეს ლოკალიზირებას ლეონტი მროველი ახდენს. მისი აზრით, ესაა ქართველების ერთ-ერთი უძველესი საცხოვრებელი ტერიტორია. ამ მხარის პიკი ჯაყელების დინასტიას უკავშირდება, მათი საქმიანობის კვალი რამდენიმე არქიტექტურული ძეგლს უკავშირდება, ხოლო რუსული იმპერიალიზმის პერიოდში რაიონმა განიცადა ზუსტად ის გავლენა, რაც “ქართველმა” იდეალურად აღწერა. არ მსურს გავცდე ბლოგის ფორმატს და ამიტომ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობ გაეცნოთ ცნობებს:

http://dzeglebi.com/raionebi.php?raionid=26

http://abastumani.wordpress.com/

http://zarzma.ge

http://www.adigeni.ge/

ძეგლების სრული ნუსხა

ისტორიული და ბუნებრივი ძეგლის დასახელება მდებარეობა (დასახლებული პუნქტი) აგების მიახლოებითი თარიღი მანძილი მუნიციპალიტეტიდან მანძილი სამანქანო გზიდან
კმ
ქვეითად და ფეხით სავალი გზა
კმ
1 აბასთუმნის პარკი აბასთუმანი XIX საუკუნის ბოლოს 29
2 ,,ახალი ზარზმის” ეკლესია აბასთუმანი 1889-1902 წწ 29
3 თამარის ციხე აბასთუმანი IX-XI ს.ს. 28 28 2კმ აბასთუმანი
4 ,,მელნისის ციხე” აბასთუმანი განვით. შუა საუკუნე 27 27 4კმ აბასთუმნიდან
5 თამარის ხიდი მდინარე ოცხეზე აბასთუმანი IX-XI ს.ს. 22 22 0,3 კმ ცენტრამდე
6 სამონასტრო კომპლექსი აბასთუმანი განვით. შუა საუკუნე 23 23 1,5 კმ ცენტრ. გზიდან.
7 ,,მახვილოს ციხე” განვით. შუა საუკუნე 21 21 5 კმ ცენტრ. გზიდან.
8 ეკლესია აბასთუმნის ყოფილი სამხედრო ყაზარმებთან XIX საუკუნე 22 22
9 ნაეკლესიარები კურცხანის ხეობაში ,,ჩიღდარი”, ,,ტამღარ კუცხარი”, ,,ხათუნ ბეგლარი” და სხვა მდ. კურცხანის ხეობა ადრინდელი შუა საუკუნეები 20 20 10 კმ ცენტრ. გზიდან.
10 ეკლესია არალი გვიან. შუა საუკუნეები 18 18
11 სტელა (ქვის სვეტი) არალი ადრ. შუა საუკუნეები 18 18
12 ეკლესია კათოლიკური არალი შუა საუკუნე 18 18
13 ეკლესიის ნანგრევები შოლავერი განვ. შუა საუკუნეები 10 10 1 კმ ცენტრ. გზიდან
14 ,,ზადენ” გორის სამარხი ბენარის ფაუნა ბენარა ბრინჯაოს ხანა 13 13 2 კმ ცენტრ. გზიდან
15 მეჩეთი ხევაშენი XIX საუკუნე 15 15 1 კმ ცენტრ. გზიდან
16 ეკლესია ბოლაჯური XIII საუკუნე 10 10 2 კმ ცენტრ. გზიდან
17 მეჩეთი ნაქურდევი XIX საუკუნე 17 17 3 კმ ცენტრ. გზიდან
18 ნაეკლესიარი ბოლაჯურის სამხრეთით განვ. შუა საუკუნეები 10 10 1,5კმ ცენტრ. გზიდან
19 ,,ოქროს ციხე” ბოლაჯურის ჩრდილოეთით შუა საუკუნე 15 15 1 კმ ცენტრ. გზიდან
20 ეკლესია (სასაფლაოზე) ბოლაჯური XX საუკუნის ბოლო 11 11
21 მეჩეთის ნაშენი ბოლაჯური XVII საუკუნე 10 10
22 შოშხოთის ეკლესია გორგული ადრ. შუა საუკუნე 2 2 1კმ ცენტრ. გზიდან
23 ნაეკლესიარი ს.გორგულის სამხერთ- დასავლეთით გვ. შუა საუკუნე 2,5 2,5 1,5კმ ცენტრ. გზიდან
24 იჯარეთის მონასტერი იჯარეთი განვ. შუა საუკუნე
XIII საუკუნე
3 3
25 ნაეკლესიარი სოფ. ადიგენი 1 1
26 ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები ქიქინეთის ჩრდილო აღმოსავლეთით განვ. შუა საუკუნე 2 20 1კმ ცენტრ. გზიდან
27 მეჩეთი ვარხანი XIX საუკუნე 15 15
28 ქიქინეთის ციხე (თამარის) ქიქინეთის ჩრდილო დასავლეთით XVI საუკუნე 20 20 20კმ ცენტრ. გზიდან
29 მეჩეთი ქიქინეთი XIX საუკუნე 19 19
30 ეკლესიის ნანგრევი ქიქინეთის ნასოფლარი თუთაჯვარი შუა საუკუნე 21 21
31 ჯამი (ყოფილი ეკლესია) წახანი XV საუკუნე 17 17
32 მარიამობის ეკლესია ნანგრევები წახანი შუა საუკუნე 17 17
33 მეჩეთი წახანი XIX საუკუნე 17 17
34 ეკლესიის ნანგრევები ხარჯამი შუა საუკუნე 16 16 2 კმ ცენტრ. გზიდან
35 ეკლესიის ნანგრევები ნასოფლარი ,,ჭიხელი” შუა საუკუნე 20 20 3 კმ ქიქინეთიდან
36 ზანავის ციხე პატარა ზანავი განვ. შუა საუკუნე 5 5 0,8 კმ ცენტრ. გზიდან
37 ნაეკლესიარი დიდი ზანავი შუა საუკუნე 4 4 1 კმ ცენტრ. გზიდან
38 ჭულეს სამონასტრო კომპლექსი ზანავი XIV საუკუნე 6 6
39 ნაეკლესიარი წრე შუა საუკუნე 1 1
40 ახალი ეკლესია წრე XXI საუკუნე 1 1
41 მეჩეთი კახარეთი XIX საუკუნე 6 6
42 ნაეკლესიარი ლელოვნის აღმოსავლეთით 1 კმ-ზე  ადრ. შუა საუკუნე 5 5 0,7 კმ ცენტრ. გზიდან
43 ეკლესიის ნანგრევები ამხერი შუა საუკუნე 6 6
44 ზარზმის მონასტერი ზარზმა XII- XIV საუკუნე 7 7
45 თამარის წყარო ზარზმა XIV საუკუნე 6 6 0,5 კმ ცენტრ. გზიდან
46 ეკლესიის ნანგრევები არზნე შუა საუკუნე 6 6
47 ,,ჩაკიდულას ეკლესიის ნანგრევები” უტყისუბანი შუა საუკუნე 18 18
48 ქაცარაულის ეკლესიის ნანგრევები უტყისუბანი შუა საუკუნე 18 18 12 კმ ცენტრ. გზიდან
49 გაქვავებულის ტყის მასივი (გოდერძის) უყტისუბანი მდ. ძინძეს ხეობაში ქვის ხანა 20 20 2 კმ ცენტრ. გზიდან
50  გოდერძის ეკლესიის ნანგრევები ნასოფლარი გოდერძი შუა საუკუნე 18 18 12 კმ ცენტრ. გზიდან
51 კოშკის ნანგრევები კეხოვანი გვ. შუა საუკუნე 14 14
52 ნაეკლესიარი კეხოვანი განვ. შუა საუკუნე 14 14
53 ეკლესიის ნანგრევები კიკიბო შუა საუკუნე 24 24 0,3 კმ ცენტრ. გზიდან
54 ციხის ნანგრევები კიკიბო შუა საუკუნე 24 24 0,5 კმ ცენტრ. გზიდან
55 კოშკი ჭეჭლა შუა საუკუნე 14 14 1,5 კმ ცენტრ. გზიდან
56 ნაეკლესიარი ღაღვის შუა საუკუნე 25 25 3 კმ ცენტრ. გზიდან
57 ნაეკლესიარი ქვედა ღაღვის ნასოფლარი შუა საუკუნე 25 25 5 კმ ცენტრ. გზიდან
58 ღაღვის ციხე ღაღვის ნასოფლარი შუა საუკუნე 25 25 4 კმ ცენტრ. გზიდან
59 ნაეკლესიარი ქვაბიჯვარში ნასოფლარი შუა საუკუნე 23 23 1 კმ ცენტრ. გზიდან
60 ეკლესიის ნანგრევები ზედუბანი შუა საუკუნე 15 15
61 ეკლესიის ნანგრევები ღორთუბანი შუა საუკუნე 15 15
62 ციხის ნანგრევები ციხისუბანი შუა საუკუნე 17 17
63 ქვაბი ჯვარის ეკლესიის ნანგრევები ნასოფლარი ქვაბი ჯვარის შუა საუკუნე 11 11
64 ეკლესიის ნანგრევები აფიეთი შუა საუკუნე 13 13
65 საირმის ნაეკლესიარი საირმე შუა საუკუნე 11 11
66 ჭეჭლის ეკლესია ჭეჭლა შუა საუკუნე 13 13
67 ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია უდე 1904-1912წწ 12 12
68 ღვთისმშობლის ეკლესია უდე XIV-XVI საუკუნე 12 12
69 ,,შუშან ქალის” ეკლესიის ნანგრევები უდე განვ. შუა საუკუნე 12 12
70 ეკლესიის ნანგრევები უდე შუა საუკუნე 12 12 0,4 კმ ცენტრ. გზიდან
71 ეკლესიის ნანგრევები უდე შუა საუკუნე 10 10 0,2 კმ ცენტრ. გზიდან
72 ეკლესიის ნანგრევები უდე შუა საუკუნე 12 12 0,1კმ ცენტრ. გზიდან
73 კათოლიკური ეკლესია უდე 1998 12 12
74 ,,უდეს განძი” ექსპონატები ინახება ხელოვნების  სახ. და ახალციხის მუზეუმში უდე ჩვენს წ-მდე XII-XIII საუკუნე 12 12
75 ,,ციხე-კოშკი” ხანდაკის ციხე უდე დასავლეთი შუა საუკუნე 12 12 0,4 კმ ცენტრ. გზიდან
76 ნაეკლესიარი უდე სამხრეთით ტბასთან შუა საუკუნე 14 14
77 ეკლესიის ნანგრევები უდე სამხრეთით შუა საუკუნე 14 14 1კმ ცენტრ. გზიდან
78 ეკლესია ბუზმარეთის აღდგენილი 1999 უდე სამხრეთით შუა საუკუნე 17 17
79 ეკლესია ბუზმარეთის აღდგენილი 2007წ უდე სამხრეთით შუა საუკუნე 17 17 2კმ ცენტრ. გზიდან
80 ზაზალოს ციხე ზაზალო ადრ. შუა საუკუნე 25 0,3 კმ ცენტრ. გზიდან
81 წყისის ნაეკლესიარი უდე სამხრეთით შუა საუკუნე 15 15
82 ზაზალოს ნაეკლესიარი ზაზალო შუა საუკუნე 24 24
83 ხვანის ნაეკლესიარი უდე ნასოფლარი ხვანა შუა საუკუნე
84 ნაეკლესიარი ზემო ენთელი შუა საუკუნე 15 15 1,5 კმ ცენტრ. გზიდან
85 ნაეკლესიარი შოყა დასავლეთით განვ.შუა საუკუნე 15 15 1 კმ ცენტრ. გზიდან
86 ნაეკლესიარი ფხერო აღმოსავლეთით შუა საუკუნე 16 16 0,5 კმ ცენტრ. გზიდან
87 ეკლესიის ნანგრევი სასაფლაოზე ჩორჩანი შუა საუკუნე 2,5 2,5
88 მეჩეთი დიდი სმადა XIX საუკუნე 4 4

ზარზმა

მონასტერს თავისი საიტი აქვს http://zarzma.ge

ინფორმაცია საიტიდან:

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში (ადიგენის რაიონი), ქვაბლიანის ხეობაში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმეერთნავიანი სამლოცველო. ზოგი დანგრეულია. ბერების სენაკები და სატრაპეზო არშემონახულა. გადმოცემით, იქ იყო მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბი, რომელიცდღეს ლოდებითაა ამოვსებული.

მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილიზარზმელის აგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამ “დადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენმახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე დაწამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაც“ ეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.

“თხზულებაში მოცემულია ცოცხალი, რეალისტური სურათი სამცხის იმდროინდელი ყოფისა. ავტორი ამასთანავე პეიზაჟის დიდი ოსტატია. ყოველიკუთხე, ყოველიადგილი, სადაც კი ბერებს ფეხი დაუდგამთ, ცხოველი საღებავებითაა მოხაზული” (კ.კეკელიძე). მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაარსებობს (VI-VII-VIII-IX საუკ.)

აღმშენებლობაში სერაპიონს დახმარებია ადგილობრივი მთავარი გიორგი ჩორჩანელი. მას მონასტრისთვის სოფლები და მამულები შეუწირავს. “სერაპიონმაგანაჩინნა წესნი და კანონნი საეკლესიონი”. მონასტერმა იწყო ზრდა და მანამდე უდაბურ ადგილას ქართული კულტურის ახალი კერა გაჩნდა. უძველესი ეკლესია,რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია. ზარზმის ახლანდელი ტაძარი აგებულია XIV ს. დასაწყისში სამცხის მთავრის ბექამანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული ადრინდელი შენობიდან გადმოტანილი X ს.წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ქართველი მეფის დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ფეოდალ ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ, რომელიცბიზანტიის იმპერატორს აუჯანყდა.

ზარზმის ტაძარი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალინიშანი: ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადის მორთულობის სისტემაში, ჩუქურთმები, ჭედურობა და კედლის მხატვრობა, სადაც ტრადიციულსიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა, აგრეთვე, XVI ს. ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძისა და სხვ.)ფრესკები.

ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა საუკეთესო ნიმუშია.

1577წ. ზარზმის ახალმა მფლობელებმა-ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღებიამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს.

XX ს. დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია, რის შედეგადაც “შეილახა მხატვრობის კოლორიტი და სტილისტიკურითავისებურება.”

ზარზმის მონასტერში (სავანეში), რომელიც მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა, მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვ.

picture_095

აბასთუმნის ობსერვატორია

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია — მდებარეობს აბასთუმანში, მთა ყანობილზე (ზღვის დონიდან 1700 მ), თბილისიდან 200 კმ-ის დაშორებით.

ობსერვატორია დაარსდა 1932 წლის 28 თებერვალს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით და პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცთომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას აქვს საგამომცემლო ბაზა, სადაც 1961 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“.

აბასთუმნის ობსერვატორიაში 1942 წელს ქართველი ასტრონომის გიორგი თევზაძის მიერ აღმოჩენილ იქნა მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“, რომელთაც ეწოდა „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს აღმოჩენა წარმოადგენდა პირველ ასტრონომიულ აღმოჩენას, რომელიც ქართველის მიერ იყო შესრულებული. ამ აღმოჩენის გამო წყნარი ოკეანის ასტრონომიულმა კორპორაციამ (Astronomical Society of the Pacific) სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე გიორგი თევზაძე დააჯილდოვა „ჟოზეფ დონოჰოეს“ მედლით და სამკერდე ნიშნით.

ობსერვატორია 2007 წლიდან ინტეგრირებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება, როგორც „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“. ობსერვატორიის დირექტორია მაია თოდუა

აბასთუმნის ობსერვატორიის საიტი:

http://observatory.iliauni.edu.ge/

 

გაგრძელება იქნება:)

საინტერესო ინფორმაციები:

http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=6541&lang=geo

http://www.pres-cavcasia.ge/index.php?page=articles&article=716&lang=geo

http://www.jav.ge/index.php?option=com_content&view=article&id=94%3A2011-10-30-21-13-33&catid=45%3A2011-10-11-18-48-25&Itemid=96&lang=ka

http://www.esida.ge/school-database.html?task=result&rid=9&did=52&lang=ka

http://news.ge/ge/news/tag/14493

http://www.zarzma.ge/

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=tdh2zfSdpTg

http://zarzma.ge/geo/videoebi

https://www.facebook.com/Abastumani?fref=ts

http://observatory.iliauni.edu.ge/

http://abastumani.wordpress.com

http://cartveli.blogspot.com/2010/09/blog-post_28.html

http://forum.ge/?f=2&showtopic=33993680

http://dzeglebi.com/raionebi.php?raionid=26

 

Facebook Comments
ზედა პანელზე გადასვლა