Viewing all posts by lasha_alo

მარტი

ოპტიმიზმი?

2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობას უნდობლობა გამოუცხადა. ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ კი მან მიიღო წინა ხელისუფლებებისათვის დამახასიათებელი ბევრი თვისება.

ვრცლად →
იანვარი

alo.ge 10 წლის შემდეგ

მოვერიდები სიტყვებს “განახლებული საიტი”, ” ორიგინალური კონტენტი” და მსგავს ყალბ პათეტიკას. მიჯობს დაპაუზებული მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოვიყვანო და შევარჩიო ის თემატიკა, რაც ჩემთვისაც საინტერესო იქნება. ძველ მასალას არ წავშლი, რომელთა დიდი ნაწილი თავის დროზე მეგობრებმა დადეს. მათ დიდი მადლობა:) მსურს მეტი ყურადღება დავუთმო საქართველოს, მის რეგიონებს, ისტორიას…. პოლიტიკას? შედარებით ნაკლებად, მაგრამ თუ მოვა მუზა, უარს არ […]

ვრცლად →
ნოემბერი

ჩხოროწყუობა2016

დღესასწაულით აღფრთოვანებული ნამდვილად არ  დავრჩი. არა მარტო იმიტომ, რომ  სახლში მშიერი დავბრუნდი და ვერ ვიტყვი სასიამოვნოა სხვისი ნადიმის ყურება 😀 თბილისობებს მიჩვეულებს ჩხოროწყუში სხვა მოლოდინი არც მქონია, თუმცა მომავალში ვისურვებდი მეტი აქცენტი გაკეთდეს სოფლების, მუნიციპალიტეტის პოტენციალის უკეთესად წარმოჩენაზე. რაც შეეხება საკვებს, ამისთვის არსებობს რესტორნები, მაღაზიები და ოცდამეერთე საუკუნეში  შემწვარი გოჭით თუ თხით ადამიანებს ვერ გავაკვირვებთ.

ვრცლად →
დეკემბერი

ახმეტა

2 207 კვადრატულ კილომეტრზე განლაგებული, საკმაოდ ვრცელი ფართობის მქონე ახმეტის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ვრცლად →
დეკემბერი

რუსეთი და სომხეთი ჰაერსაწინააღმდეგო ძალებს აერთიანებენ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და მისმა სომეხმა კოლეგამ სეირან ოგანიანმა გააფორმეს შეთანხმება კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების ჰაერსაწინააღმდეგო რეგიონალური სისტემის შექმნის შესახებ. ასევე დაიდო ხელშეკრულება რუსეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის გეგმაზე. შეგახსენებთ 2013 წლიდან, ბელორუსთან უკვე არსებობს ანალოგიური ხელშეკრულება და ყირგიზეთთან და აზერბაიჯანთან კი მუშაობა წარმოებს. პუტინი დსთს ქვეყნებთან ძალისხმევის გაერთიანებას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს და ემყარება დსთს […]

ვრცლად →
დეკემბერი

ქალაქი ჯვარი

ჯვარში მეზობლებმა დამპატიჟეს. პირველად ვიყავი და ერთობ კონტრასტული შთაბეჭდილება დატოვა: აპოკალიპსის ჟამის დროინდელ ქალაქში თავი, ამავდროულად ადვილად შეინიშნება საბჭოთა ეპოქისა და ოთხმოცდაათიანი წლების კვალი. აქაურობა მოუვლელია, ძალიან ბევრია მიტოვებული დაწესებულებანი. კორპუსებში ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ადვილად შეინიშნება ფანჯრებჩამტვრეული ბინებიც. მართალია, ცხოვრება ჩვეულობრივად მიდის, თუმცა ვერ ვიტყოდი ასეთი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს. სახელმწიფომ მეტად უნდა იფიქროს რეგიონალური ცენტრების […]

ვრცლად →
დეკემბერი

22 დეკემბერი

24 წლის წინ საქართველო შეიცვალა. ქვეყანაში ხანგრძლივი კრიზისის პერიოდი დაიწყო, რომლის მაშტაბები ყველაზე კოშმარულ წარმოსახვის ჰორიზონტსაც გაცდა. სასტიკი ოთხმოცდაათიანი წლები ახალი თაობისთვის უკვე ისტორიაა, მაგრამ ვინც ეს პერიოდი უშუალოდ გადავიტანეთ, დღემდე ვგრძნობთ იარაღის ჟღარუნის რეციდივებს: დავკარგეთ დალაგებული ქვეყნის შექმნის იმედი, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი, მოიშალა ეკონომიკა, ქვეყანამ გამოიარა ბანდოკრატია, კლეპტოკრატია, მაფიოზური ჯგუფების თარეში. რა მოვიგეთ? […]

ვრცლად →
აპრილი

ყველაფერი წინ მიდგას….. ბებიასთან გატარებული საუკეთესო დღეები, პრობლემების დროს ჩემი სოფლის თანადგომა, ახალგაზრდული გართობა, სიგიჟეები, შრომა, მდინარე, ლამაზი წუთები, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა, ზოგჯერ რამდენიმე თვე, რამდენჯერმე მთელი წელიც კი

ვრცლად →
აგვისტო

პარალელური ისტორია

ჩვენ ერთ დიდი გველეშაპის მუცელში ვცხოვრობდით, სადაც პატიმრებისთვის გამოყოფილი 15 საკანი იყო. ერთი დიდი, სხვები შედარებით პატარა საქართველო გველეშაპის მუცელში 3 წლიანი ეფემერული დამოუკიდებლობის შემდეგ აღმოჩნდა. გამოუცდელი, იმპულსური და  მეამბოხე….. ბალტიისპირელები კი მეორე დიდ ვეშაპთან შეთანხმებამ იმსხვერპლა. მუდმივად ქონდათ ისეთი ქცევა, მათი სამყარო რომ გვესიმპათიურებოდა.  გვინდოდა გაგვეგო, დავმსგავსებოდით. ჩვენნაირი პატიმრები იყვნენ, ოღონდ ტუსაღობას ვერ ეჩვეოდნენ […]

ვრცლად →
აგვისტო

უნდა გადაშენდნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები?

რატომღაც მივეჩვიეთ პოლიტიკური პარტიები ბოლო სიტყვებით ვლანძღოთ. ყველაზე კარგ ტიპებად მაშინ გამოვჩნდეთ, როდესაც კლასიკად ქცეულ ფრაზას „ხალხისათვის არავინაა “ ვიყენებთ და პოლიტიკოსების გახსენებაზე წყევლის მეტი თავში არაფერი მოგვდის. დღემდე იდეალურ ტონად ითვლება არჩევნების პროცესის იგნორირება, შემდეგ კი გვიკვირს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა თავგასულობა, რომელსაც აქეთკენ ჩვენივე დეპრესიული განწყობილებებით ვუბიძგებთ.

ვრცლად →
ზედა პანელზე გადასვლა