პერსონალური ბლოგები

ოქტომბერი

დიდი დიღმის იუბილე

1987 წლიდან დიდი დიღომი თბილისის ორგანული ნაწილი გახდა.  დღეს აქ 40-50 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ოთხ მიკრორაიონად იყოფა. უბანში  მოსახლეობის რაოდენობა იზრდება: ე.წ ბენდუქიძის დასახლება დაემატა, ახალი კორპუსები შენდება და იერი შესამჩნევად შეეცვალა. უკვე სახეზეა   უამრავი პრობლემა, დაგეგმარების ქაოტურობა, რაც ყურადღებას იპყრობს და თბილისში არყოფნის პერიოდში ინფორმაციებს ამ გვერდის  და ჯგუფის მეშვეობით ვიღებ.  გასაგები მიზეზების გამო ჩემი […]

ვრცლად →
სექტემბერი

როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ?

ჩხოროწყუ ქართულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად,  ნიკო დადიანის სახლის მახლობლად ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივი,  ანკარა წყარო ჩამოდიოდა და ადგილმაც სახელწოდება აქიდან მიიღო.

ვრცლად →
თებერვალი

ჯაღირელი კაცის ამბავი

“აფხაზეთის მდუმარ მდელოზე ჯაღირელი ვზივარ ჩაფიქრებული და ვფიქრობ მუდამ ჩემსა სოფელზე ახლა ამ დროით დაშორებული” ეს ექსპრომტი ბაბუაჩემ ისიდორე მარკოზის ძე მებონიას ეკუთვნის. ის 35 წლის ასაკში, 1944 წლის ნოემბერში ბუდაპეშტთა მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი შეტაკების დროს დაიღუპა.

ვრცლად →
ნოემბერი

ჩხოროწყუ გიგი ცირამუას მხარდასაჭერად

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიდია.  ახალგაზრდებმა  გამომაღვიძეს და მათი ენთუზიაზმი მეც გადმომედო. მარტივად რომ ვთქვათ, ჩხოროწყუს  თავისი ლოკალური ზაზა ფაჩულია ყავს და ესაა  პროექტ “საქართველოს ვარსკვლავების”  კონკურსანტი   გიგი ცირამუა 

ვრცლად →
ივნისი

როგორი საქართველო? პოლიტაქტიური დილეტანტის დღიურებიდან

მეოცე საუკუნის ათიანი წლები ცარიზმის კრიზისი და იმპერიის წინაშე მდგარი სოციალური პრობლემატიკა. …. საქართველოში სოციალ-დემოკრატია დომინირებს. ეროვნული თემა არსებობს,მაგრამ მასების დილემა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაა და არა ფიქრი ნაციონალურ ფასეულობებზე, რომელიც პოპულარული უფრო თავადურ წრეებშია. ეროვნულ-დემოკრატებიც კი მთავარ თეზისად ზეკლასობრივი პოლიტიკური პარტიის განვითარებას თვლიდნენ ანუ ცდილობდნენ მათდამი სნობიზმის ბრალდება არ ყოფილიყო, ფაქტია… თერგდალეულობამ, მიუხედავად მისი გრანდიოზული […]

ვრცლად →
მარტი

ოპტიმიზმი?

2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობას უნდობლობა გამოუცხადა. ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ კი მან მიიღო წინა ხელისუფლებებისათვის დამახასიათებელი ბევრი თვისება.

ვრცლად →
მარტი

თემო სახურია ,,ბასკები დასავლეთის იბერები”

  ქართველებისა და ბასკების ნათესაობის პრობლემა დიდი ხანია აინტერესებს მეცნიერებას, ქართველ საზოგადოებრიობას და არამხოლოდ მათ.ბასკების ისტორია, როგორც სხვა ზოგიერთი პატარა ხალხის ისტორიაა – ეს არის დამპყრობლების წინაამღდეგ განუწყვეტელი ბრძოლის ისტორია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის ისტორია.

ვრცლად →
დეკემბერი

22 დეკემბერი

24 წლის წინ საქართველო შეიცვალა. ქვეყანაში ხანგრძლივი კრიზისის პერიოდი დაიწყო, რომლის მაშტაბები ყველაზე კოშმარულ წარმოსახვის ჰორიზონტსაც გაცდა. სასტიკი ოთხმოცდაათიანი წლები ახალი თაობისთვის უკვე ისტორიაა, მაგრამ ვინც ეს პერიოდი უშუალოდ გადავიტანეთ, დღემდე ვგრძნობთ იარაღის ჟღარუნის რეციდივებს: დავკარგეთ დალაგებული ქვეყნის შექმნის იმედი, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი, მოიშალა ეკონომიკა, ქვეყანამ გამოიარა ბანდოკრატია, კლეპტოკრატია, მაფიოზური ჯგუფების თარეში. რა მოვიგეთ? […]

ვრცლად →
აპრილი

ყველაფერი წინ მიდგას….. ბებიასთან გატარებული საუკეთესო დღეები, პრობლემების დროს ჩემი სოფლის თანადგომა, ახალგაზრდული გართობა, სიგიჟეები, შრომა, მდინარე, ლამაზი წუთები, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა, ზოგჯერ რამდენიმე თვე, რამდენჯერმე მთელი წელიც კი

ვრცლად →
აგვისტო

პარალელური ისტორია

ჩვენ ერთ დიდი გველეშაპის მუცელში ვცხოვრობდით, სადაც პატიმრებისთვის გამოყოფილი 15 საკანი იყო. ერთი დიდი, სხვები შედარებით პატარა საქართველო გველეშაპის მუცელში 3 წლიანი ეფემერული დამოუკიდებლობის შემდეგ აღმოჩნდა. გამოუცდელი, იმპულსური და  მეამბოხე….. ბალტიისპირელები კი მეორე დიდ ვეშაპთან შეთანხმებამ იმსხვერპლა. მუდმივად ქონდათ ისეთი ქცევა, მათი სამყარო რომ გვესიმპათიურებოდა.  გვინდოდა გაგვეგო, დავმსგავსებოდით. ჩვენნაირი პატიმრები იყვნენ, ოღონდ ტუსაღობას ვერ ეჩვეოდნენ […]

ვრცლად →
ზედა პანელზე გადასვლა