ლაშას დღიური

ნოემბერი

ჩხოროწყუ გიგი ცირამუას მხარდასაჭერად

დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიდია.  ახალგაზრდებმა  გამომაღვიძეს და მათი ენთუზიაზმი მეც გადმომედო. მარტივად რომ ვთქვათ, ჩხოროწყუს  თავისი ლოკალური ზაზა ფაჩულია ყავს და ესაა  პროექტ “საქართველოს ვარსკვლავების”  კონკურსანტი   გიგი ცირამუა 

ვრცლად →
ივლისი

როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ?

ჩხოროწყუ ქართულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად,  ნიკო დადიანის სახლის მახლობლად ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივი, ანკარა წყარო ჩამოდიოდა და ადგილმაც სახელწოდება აქიდან მიიღო.

ვრცლად →
ივნისი

როგორი საქართველო? პოლიტაქტიური დილეტანტის დღიურებიდან

მეოცე საუკუნის ათიანი წლები ცარიზმის კრიზისი და იმპერიის წინაშე მდგარი სოციალური პრობლემატიკა. …. საქართველოში სოციალ-დემოკრატია დომინირებს. ეროვნული თემა არსებობს,მაგრამ მასების დილემა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაა და არა ფიქრი ნაციონალურ ფასეულობებზე, რომელიც პოპულარული უფრო თავადურ წრეებშია. ეროვნულ-დემოკრატებიც კი მთავარ თეზისად ზეკლასობრივი პოლიტიკური პარტიის განვითარებას თვლიდნენ ანუ ცდილობდნენ მათდამი სნობიზმის ბრალდება არ ყოფილიყო, ფაქტია… თერგდალეულობამ, მიუხედავად მისი გრანდიოზული […]

ვრცლად →
მარტი

ოპტიმიზმი?

2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობას უნდობლობა გამოუცხადა. ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ კი მან მიიღო წინა ხელისუფლებებისათვის დამახასიათებელი ბევრი თვისება.

ვრცლად →
დეკემბერი

22 დეკემბერი

24 წლის წინ საქართველო შეიცვალა. ქვეყანაში ხანგრძლივი კრიზისის პერიოდი დაიწყო, რომლის მაშტაბები ყველაზე კოშმარულ წარმოსახვის ჰორიზონტსაც გაცდა. სასტიკი ოთხმოცდაათიანი წლები ახალი თაობისთვის უკვე ისტორიაა, მაგრამ ვინც ეს პერიოდი უშუალოდ გადავიტანეთ, დღემდე ვგრძნობთ იარაღის ჟღარუნის რეციდივებს: დავკარგეთ დალაგებული ქვეყნის შექმნის იმედი, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი, მოიშალა ეკონომიკა, ქვეყანამ გამოიარა ბანდოკრატია, კლეპტოკრატია, მაფიოზური ჯგუფების თარეში. რა მოვიგეთ? […]

ვრცლად →
აპრილი

ყველაფერი წინ მიდგას….. ბებიასთან გატარებული საუკეთესო დღეები, პრობლემების დროს ჩემი სოფლის თანადგომა, ახალგაზრდული გართობა, სიგიჟეები, შრომა, მდინარე, ლამაზი წუთები, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთი თვე გრძელდებოდა, ზოგჯერ რამდენიმე თვე, რამდენჯერმე მთელი წელიც კი

ვრცლად →
აგვისტო

პარალელური ისტორია

ჩვენ ერთ დიდი გველეშაპის მუცელში ვცხოვრობდით, სადაც პატიმრებისთვის გამოყოფილი 15 საკანი იყო. ერთი დიდი, სხვები შედარებით პატარა საქართველო გველეშაპის მუცელში 3 წლიანი ეფემერული დამოუკიდებლობის შემდეგ აღმოჩნდა. გამოუცდელი, იმპულსური და  მეამბოხე….. ბალტიისპირელები კი მეორე დიდ ვეშაპთან შეთანხმებამ იმსხვერპლა. მუდმივად ქონდათ ისეთი ქცევა, მათი სამყარო რომ გვესიმპათიურებოდა.  გვინდოდა გაგვეგო, დავმსგავსებოდით. ჩვენნაირი პატიმრები იყვნენ, ოღონდ ტუსაღობას ვერ ეჩვეოდნენ […]

ვრცლად →
აგვისტო

უნდა გადაშენდნენ თუ არა პოლიტიკური პარტიები?

რატომღაც მივეჩვიეთ პოლიტიკური პარტიები ბოლო სიტყვებით ვლანძღოთ. ყველაზე კარგ ტიპებად მაშინ გამოვჩნდეთ, როდესაც კლასიკად ქცეულ ფრაზას „ხალხისათვის არავინაა “ ვიყენებთ და პოლიტიკოსების გახსენებაზე წყევლის მეტი თავში არაფერი მოგვდის. დღემდე იდეალურ ტონად ითვლება არჩევნების პროცესის იგნორირება, შემდეგ კი გვიკვირს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა თავგასულობა, რომელსაც აქეთკენ ჩვენივე დეპრესიული განწყობილებებით ვუბიძგებთ.

ვრცლად →
ივლისი

ანზორ ელოშვილის თვითნაკეთი ავტომობილები

ბიძაჩემი, ანზორ ელოშვილი თვითნაკეთი მანქანების აწყობით  დიდი ხანია დაკავებულია.  გთავაზობთ მის მიერ  აწყობილ ავტომობილებს: ავტომობილი თბილისი 1981  საქართველოში ერთ-ერთი პირველი თვითნაკეთი მანქანა. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურსებში. მაშინდელი გაზეტები იუწყებოდნენ”თბილისში დაქრის თბილისი” ავტომობილი თბილისი 1986 80-ნი წლბის, პერესტროიკის ეპოქის ნიმუში. მანქანამ ხანგრძლივი პერიოდი გაძლო ავტომობილი”ანზორი” სტილი”რეტრო” , შესრულება უმაღლესი. გთვაზობთ ტელეგადაცემებს ,რომელიც ამ შედევრს მიეძღვნა

ვრცლად →
იანვარი

დიდ დიღმური ჩანაწერი.ჩემი პატარა გასეირნება

ამ უბანთან 25 წელი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ბოლო 13 წელია აქ ვცხოვრობ.  აქაურები ხშირად ვამბობთ „ქალაქში მივდივარ“,ერთგვარ გარეუბნად აღიქმება, თუმცა ამავდროულად ნებისმიერი ნოვაცია პირველად ჩვენთან იტესტება,კომპაქტური უბანია და ნებისმიერი მუნიციპალური თუ კომერციული ექსპერიმენტების დასაწყისისათვის საუკეთესო ადგილი.

ვრცლად →
ზედა პანელზე გადასვლა