CERN აპირებს მსოფლიოს ისტორიაში პირველი ბრაუზერის აღდგენას

 

1

პირველი ბრაუზერის სქრინშოტი

CERNის მეცნიერები ცდილობენ აღადგინონ მსოფლიოში პირველი საიტი. პროექტის მიზანია იმ პერიოდის ტექნიკური და პროგრამული აღჭურვილობის შენარჩუნება.

მსოფლიო კომპიუტერული ქსელი შეიქმნა  CERNში მომუშავე პროფესორ ტიმ ბერნერს ლის მიერ.

CERNის ვებ-მენეჯერის, დანა ნოიესის თქმით პირველი ინტერნეტ-გვერდის აღდგენით თაობებს ექნებათ შესაძლებლობა ინტერნეტის მისია გაიაზრონ, გაიგონ  მისი ცვალებადობის იმპულსები  და  გავლენა თაობებზე.

პროექტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ გვერდის აღდგენა ხელს შეუწყობთ ადამიანებმა უკეთესად გააცნობიერონ შემქნელთა იდეალები.

ინტერნეტის ტექნოლოგიები კონტროლის დეცენტრალიზირებაზეა იყო ორიენტირებული. ეს დიდი იდეა მათი აზრით ცვლის სამყაროს.

ტიმის ყოფილ ოფისში სტუმრები და დაინტერესებული ადამიანები  არ აკლია. იქ მომუშავე მისი ყოფილი თანამშრომელი უარყოფს ვარიანტს თითქოს ეს იყო განუვითარებელი, უხარისხო ბრაუზერი. პირიქით, პირველი გვერდი შექმნისთანავე უკვე აღჭურვილი გახლდათ გრაფიკული პროგრამული ენების შესაძლებლობათა შედეგებით.

2

NEXT

პირველ ბრაუზერის მომხმარებლებს გვერდის და კონტენტის  რედაქტირებაც კი შეეძლოთ . ეს ფუნქცია დროის მსვლელობაში ამოღებულ იქნა. საერთოდ შეიცვალა ნეტის პრინციპები, რასაც შეშფოთებით უყურებენ ინტერნეტის ვეტერანები და სურთ შეინახონ წარსული მომავლისათვის.

ამ ეტაპზე პროექტის ავტორები ინჟინრების მოძიებას ცდილობენ,რომლებიც სათანადოდ მიხედავენ ტექნიკას

1993 წელს CERNის მენეჯერებს შორის მიდიოდა დისკუსია ყოფილიყო თუ არა CERN მთელი ინტერნეტის ბაზა თუ მომხდარიყო მისი კონცენტრირება ფიზიკის ფუნდამენტალურ კვლევებზე.

საბოოლოდ CERNმა მოაწერა ხელი იურიდიულ დოკუმენტს, რომლის ძალითაც აიკრძალა ნეტის ვინმეს ხელში გადაცემა, მთვარ პრინციპად აღიარებულ იქნა თავისუფალი წვდომა

მათი აზრით, ესაა მსოფლიო ქსელის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ამის გარეშე ინტერნეტის მსგავსი პროდუქტები  იარსებებდა, მაგრამ ის იქნებოდნენ სხვადასხვა დიდი კორპორაციის ქვეშ.

ინტერნეტმა შემქნელთა სურვილის მიუხედავად საზოგადოება არ შეცვალა, საიტების უმრავლესობა დღემდე ცალმხრივი ინფორმაციის გაცემის რეჟიმში არიან .

ცერნის ვეტერანების აზრით, საჭიროა ზუსტად იმ პრინციპების შენარჩუნება, თავისუფალი ინტერნეტი – ადამიანის ერთ-ერთი უფლებაა, რომელიც უნდა იქნეს დაცული.

ბბს მასალების მიხედვით

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა