facebook-ის ახალი პროგრამა პოტენციურ თვითმკვლელებს დაეხმარება

geonews.ge
მსოფლიოში უდიდესი სოციალური ქსელი facebook-ი მალე ჩართავს პროგრამას, რომელიც ეხმარება პოტენციურ თვითმკვლელებს.ამის შესახებ Associated Press იუწყება. იმ შემთხვევაში, თუ facebook-ის მომხმარებელი მეგობრის შეტყობინებებში შეამჩნევს სუიციდურ განცხადებებს, მას შეეძლება ამის შესახებ შეატყობინოს კომპანიას.
ამის შემდეგ სოციალური ქსელი პოტენციურ თვითმკვლელს გაუგზავნის წერილს. ფსიქოლოგიურ ცენტრში დარეკვის შეთავაზებით ან გადავიდეს სპეციალური ლინკით გვერდზე, სადაც მას შეეძლება სპეციალისტთან გასაუბრება. ეს ფუნქცია მხოლოდ ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი.

Facebook Comments
RELATED ITEMS
ზედა პანელზე გადასვლა