მთავარი გვერდი მატიანე “ფირმები ” თუ მოკვდავი ადამიანები?!

“ფირმები ” თუ მოკვდავი ადამიანები?!

ბლოგერი: Lasha_Mebonia

ჩანაწერი გაკეთებულია 2009წელს:)
„ფირმები“- ამ ჟარგონით ხშირად მოიხსენებდნენ დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საბჭოთა საქართველოში.

“სოვიეთ “ ქართველისთვის ის იყო განსხვავებული პლანეტიდან, სადაც გაცილებით ლამაზად აქვთ ქალაქები მოწყობილი, ხოლო ცათამბჯენები კი ლამის მზეს წვდება.
ышуе
მაშინდელი ჯინსებში გამოწკეპილი მოზარდი ტურისტის შორტებზე გადაიხარხარებდა, მაგრამ აუცილებლად იამაყებდა იმით, თუ მოახერხებდა და მოდურ ტანსაცმელს საიდანმე ხელთ ჩაიგდებდა.

საღამოს კი, ქალაქის მეორე ბოლოდან მეგობართან საყურებლად ახალ კინოს აიტანდა….
კინოზე გამახსენდა ……
აბა გადავხედოთ ქართულ ფილმებს ….
ჩვენებურებისა და უცხოელების შეხვედრის სცენები შეზავებულია უცნაურ ელემენტებთან, უცხოელი იდუმალ სამყაროში მოდის, სადაც ჯორჯიელი გლეხი კახური ღვინოთი ათრობს . „ვერი გუდ“- წამოცდება მადლიერს და სამუდამოდ საქართველოს გულშემატკივარი ხდება .

თუმცა ….
ქართველი ფეხბურთის თამაშისას მათთან მარცხდება, თხილამურებითაც შეჯიბრში ფეხებს იმტვრევს,მაგრამ ეს გარდაუვალია,რადგანაც ისინი ჩვენზე წინ არიან წასულები.

txa

ამ ფრაგმენტებში ქვეცნობიერად ანტისაბჭოური სულისკვეთება ამოიკითხება. ქართული ოცნებაა გაარღვიოს არსებული კედელი და ოკუპანტების დაწესებული საზღვრები.
გადის წლები ….
“ლედი კარატით” ეკრანზე შემოჭრილი „ილუზიონი“სა და „ეს ესტრადაა“ ს გადაცემების ყურებით შეთამამებული ქართველი ქაქუცას სურათს მიტინგზე მიიტანს. მას წამს ძია სემი უყურადღებოდ არ დატოვებს ,რადგანაც იმსახურებს მეტ თავისუფლებას და გამოცდილი უცხოელი ამით დაინტერესდება,

nomebris-shimshiloba-PAT-KA

მაგრამ ილუზიების მსხვრევა და დასავლეთის აკრძალული ვაშლის გაცნობის პროცესი პარალელურად მიმდინარეობს.
კინოპერსონაჟი განსხვავდება რეალური “ ფირმისაგან“.

შესაძლოა მას მწვადი არ მოეწონოს და ვეგეტერიანელი აღმოჩნდეს
ან საერთოდ ჩამოვიდეს, ქართული ისწავლოს და ჯორჯ ჰიუტად იქცეს ….
იქნებ ყურში საერთოდ არ ხვდება ნაციონალისტური ყოყლოჩინობა, დინების საწინააღმდეგო ცურვად მიიჩნიოს საქართველოს პრეზიდენტის სვლები და ინერტულობით რუსეთს ნება დართოს ზვიადის ზიზღისგან გაბრუებული „მამულიშვილების“ ხელით მოახდინოს ნომენკლატურული რევანში საქართველოში…..?!

„ფირმები“ უცხოელ პარტნიორებად, ტურისტებად,  ელჩებად იქცნენ , მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად ან „დეპორტაციამდე“ მაინც მოინახულა ედემი, მაგრამ შეფასებისას კვლავაც დაგვკრავს პროვინციული ინტონაციები

მათგან ველით რაღაც იდუმალს , გვინდა არჩევნები ჩაგვიტარონ, დემოკრატია მოგვიწესრიგონ, ომი მოგვაგებინონ და ხშირად უცნაურად ვიბუზებით ეს ყოველივე რომ არ „გვაღირსეს“


დღემდე დასავლეთს ადეკვატურად ვერ აღვიქვამთ

უცხოელები ისეთივე მოკვდავი ადამიანები არიან,როგორც ჩვენ.

მათი კულტურა, შოუბიზნესი და მიღწევები აშენებულია ორფეხიანი არსებების მიერ და სულაც არაა ზღაპარი შესაბამისი გამოცდილება შეერწყას ადგილზე არსებულ ღირებული ტრადიციების ფუნდამენტს ანუ ჩვენც შევძლოთ გლობალურ სამყაროში ჩვენი პატარა ადგილის დაკავება .

საბოლოო ჯამში, ახალი საქართველო ძველისა და შემოსული კულტურების მუდმივი კონკურენციის პოლიგონი უნდა იყოს. უცხოელების მიერ იმპორტირებული ელემენტები ფასეული მაშინ იქნება, თუ მოახერხებს და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს არსებულ პირობებთან ადაპტაციის შემთხვევაში!!!

აი ტრადიციები კი მაშინაა ნამდვილად ნაციონალური ხასიათის მატარებელი ,რამდენადაც შეძლებს თავისი უნივერსალურობა დროსა და სივრცეში შეინახოს, მაგრამ ბუნებრივი განვითარების კანონით და არა ხელოვნურად დაგებული ახალი კედლების მეშვეობით.

უკიდურესობებია აღმატებითი თუ სოროსფობიური დამოკიდებულებანი მთლიანად დასავლეთისადმი, კალაპოტში სასურველია მოექცეს ჩვენი ემოციები. ზემოლოდინი ზეიმედგაცრუებას იწვევს და სულაც არ უნდა დაგვბოღმოს,თუ უცხოელმა ღვინო დაგვიწუნა ან თუ შეფასებებისას შეცდომებს უშვებს .
ამ მითოლოგიის ორივე უკიდურესობა ( „ სნობური ფსევდოპროდასავლურობა“ და „სოროსოფობია“ ) მონეტის ორი მხარეა. იარსებონ, საჭიროც კია მათი წრიოხი,მაგრამ საბოლოო ჯამში, ნებისმიერი მსოფლმხედველობა მხოლოდ შენაკადია,რომელიც ზემოქმედებს კალაპოტის დონეზე.

უცხოელებთან ხშირი კონტაქტი კი დაკვირვების საშუალებას იძლევა .ასე რომ …წინ…..
ჰო კიდევ ერთი – რუსთან დღემდე არსებული კულტურული კავშირი გამოწვეულია ურთიერთობათა ხანგრძლივი პერიოდით. აი სამყაროს დანარჩენ ნაწილთან კი არსებობს ზღვარი , კომპლექსები, სტერეოტიპები.

„ფირმები“ აღარ არიან ეგზოტიკული არსებები, შორტები ჩვენც ჩავიცვით,ზოგმა ბლანჟეც გაიკეთა და უკვე აღარავის უკვირს.

შემდეგი ეტაპი მათთან გაშინაურება უნდა იყოს ,  ბუნებრივი აღქმა და ახალი სტიგმების თავიდან აცილება.
მთავარი მიზანი კი საკუთარი თავების განვითარებაა . გარე სამყარო ამაში უნდა დავიხმაროთ. ტელევიზიით ჭღრპღრ ევროპული ფონდების გამოკითხვებით ხალხის მოწამვლა ისეთივე უმსგავსო საქციელია, როგორც ეროვნული და რელიგიური დემაგოგიის ქვეშ გახვეული რუსული ბუასადმი მოწიწების აპოლოგია.
ეჰ, ვითარცა დიდი პლაკატი იტყოდა, რომელიც უკვე მეხსიერებაში თუ შემოგვრჩა….

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი 😉

0 კომენტარი:
0

Related Posts