გრაფიკისა და დიზაინის დამასრულებელი კურსის სტუდენტმა თვის საკურსო ნამუშევრად 700 პრეზერვატივისგან შექმნილი კაბა აირჩია.
ავტორი ამ ქმნილებისა გახლავთ ნუიენ მინ ტუანი ჰოშიმინიდან(საიგონი) რომელიც ვან ლანგის უნივერსიტეტში სწავლობს.
როგორც ავტორი აცხადებს ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ვიეტნამელი ხალხის პრეზერვატივით სექსთან უარყოფითი დამოკიდებულებით.
ტუანი ამ ნამუშევრით ასევე გამოეხმაურა პირველ დეკემბერს შიდსთან ბრძოლოს საერთაშორისო დღეს.
ავტორის განცხადებით ეს პროექტი მხოლოდ კურსის დასამთავრებლად არ შეუქმნის მისი მიზანი იყო ეს სახოგადოებისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო.
„მსურს რომ ადამიანებმა მეტი გაიგონ პრეზერვატივების გამოყენებისა და მათი სარგებლიანობის შესახებ“ აცხადებს ახალგაზრდა დიზაინერი
You must log in to post a comment.