მთავარი გვერდი საქართველოს რეგიონები ბედიის ტაძარი

ბედიის ტაძარი

ბლოგერი: Lasha_Mebonia

ბედიის ტაძრის აღმშენებლობა უკავშირდება რელიგიური და პოლიტიკური ინტეგრაციის მისწრაფებათა აქტიური ეტაპის დასაწყისს და გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფე ბაგრატ მესამის სახელს.აფხაზეთის ტერიტორიაზე კომპლექსის მშენებლობა არ იყო მეფის უბრალო კაპრიზი, არამედ ასახავდა მის ამბიციებს გამხდარიყო ახალი სახელმწიფოს გამაერთიანებელიю ბაგრატს არ ქონდა მარტივი ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკასთან. ცნობები ვიკიპედიიდან: ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.

ტაძარი მნიშვნელოვნად გადაკეთებულია XIII-XIV საუკუნეთა მიჯნისა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის – ანტონ ჟუანისძე-ს მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომელიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საკუნეებით თარიღდება. http://ka.wikipedia.org/wiki/ბედიის_მონასტერი ბაგრატი აქ დამარხეს .დღეს კი ეს ტერიტორია აფხაზური ოფიციალური იდეოლოგიის აქილევსის ქუსლია. შეუძლებელია ქართული გავლენების უარყოფა .მცდელობა გაყალბდეს ისტორია აშკარად ჩანს რეკონსტრუქციის გეგმებში გადავხედოთ ტაძრის მდგომარეობას მეცხრამეტე საუკუნეში

სამწუხაროდ თურქულმა კვლმა საგრძნობი დარტყმა მიაყენა ქართულ საყდარს,მაგრამ არანაკლებ მძიმეა რუსული ცარისტული თუ დღევანდელი ქართველოფობიის ნეგატიური შედეგიც . ქვემოთ იხილეთ სურათების სერია ,რომელიც ბედიის ტაძრის დღევანდელ სინამდვილეზე მოგცემთ გარკვეულ წარმოდგენას.

[nggallery id=35]

აფხაზები იქაურობას ტურისტებისათვის მშვის ადგილს უწოდებენ.სამწუხაროდ ეს მოჩვენებითია.იქაურობას ერთერთი შემოქმედი ხალხის წარმომადგენლები აკლია. რუსული სააგიტაციო ვიდეოკოლაჟები კი  მხოლოდ ფარსია .

საიტზე განთავსებული ამ ტიპის ინფორმაცია პერიოდულად შეივსება ახალი მასალებით. შევეცდებით ასეთი ჩანაწერები არ დავივიწყოთ და ახლებური სახით მომავალში შემოგთავაზოთ.

ეს ტიპი რას აკეთებს ვერ გეტყვით,მაგრამ ტაძრის ვიზუალურ მხარეს მაინც შევხედავთ ეს კი რუსული ფილმის ფრაგმენტია: ამ ვიდეოს ყურებას კი ყველას გირჩევთ:

0 კომენტარი:
0

Related Posts