მთავარი გვერდი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ხიდები

მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ხიდები

ბლოგერი: Lasha_Mebonia

ბავშვობაში ალბათ ყველას გაგვივლია ე.წ ბეწვის(საცალფეხო) ხიდებზე და ამ რთული გადასასვლელებით  დღემდე სარგებლობენ საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ნაწილი,თუმცა მსოფლიოში სხვა გაცილებით სახიფათო გადასასვლელებიცაა


ჩინეთში მდებარე ტაის მთას ათასწლეულების განმავლობაში აქვს დიდი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა. აქ განლაგებულია ბუნების სასწაული-სამი დიდი ქვა,რომელიც სავარაუდოდ გამყინვარების ეპოქის დროს წარმოიშვა. არა, მე აშკარად ვერ გავბედავდი აქ გადასვლას.

ეს ხიდი კი მდინარე აუსის ორ სანაპიროს აერთიანებს, თუ ყურადღებით დააკვირდებით ,შეამჩნევთ პატარა ზარს. როცა ძლიერი ქარია ,მისი ხმა ადგილობრივებს ამცნობს, რომ გადასვლა სახიფათო ხდება.

 

კერიკ-რედ როუპის თოკის ხიდი  კი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ანთრიმის საგრაფოს ტერიტორიაზე, პორ-ბელინტაში მდებარეობს. ის აერთებს მაერიკს კუნძულ კერკთან . ხიდს აფინანსებს ეროვნული ფონდი ,მისი სიგრძეა 20მეტრი და აღმართულია 30 მეტრის სიმაღლეზე. 2009წელს 247 000მა ტურისტმა მოინახულა ღირშესანიშნაობა. თუ ქარია, ადრენალინის დონე მაღლა იწევს, როგორც ჩანს, ეს უფრო ართობს მოსულ ადამიანებს.

სამეფო ხეობის ხიდი (აშშ) -ტურისტებს ეს ადგილიც უყვართ. ქენონ სითიში ,თემატური პარკის ტერიტორიაზე ,291 მეტრის სიმაღლეზე გადასვლა  შიშის გრძნობას მაინც წარმოშობს. 2003 წლამდე ითვლებოდა ყველაზე  უფრო მაღლა მდებარე ხიდად მსოფლიოში, თუმცა

პირველობა ჩინურმა ბეიპანჯიანგის ხიდმა წაართვა(384მ, სიგანე 5.5მ .

ეს კი უძველესი ინკური ხიდია, რომელიც დღეს მშენებლობის განვითარების ისტორიის საჩვენებელ მაგალითად გამოიყენება. ინკები დეტალურად საზღვრავდნენ კონსტრუქციას, იყენებდნენ ადგილობრივ მასალას, ყავდათ მიმაგრებული სპეციალური პირები ,რომლებიც აკონტროლებდნენ ხიდის მდგრადობას.

მალაიზიაში მდებარე ხიდი კი მხოლოდ ერთი სამაგრითაა მიმაგრებული. მასზე მყოფებს  ბუნების  საოცარი ხედი გადაგეშლებათ .

 

 მექსიკური ოუელა თავის დროზე მეშახტეთა ქალაქი იყო. დღეს იქ აღარავინ აღარ სახლობს. სამაგიეროდ დარჩა უნიკალური ხიდი., რომელიც ძმებმა რობლინგებმა დააპროექტეს.

ჰუსაინი მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ხიდად ითვლება. პაკისტანში ასეთი დაკიდული გადასასვლელები კიდევ ბევრია,რომელზეც გადასვლა უხიფათო სულაც არაა. ხიდი კვეთავს ბორიტის ტბას , ზედა ხუნძეში. მიუხედავად ამისა, ბევრია ტურისტი , ვისაც საკუთარი ნერვები სულაც არ ენანება.

 რუსეთში,მდინარე ვიტიმზე მდებარე ამ ხიდზე მანქანებითაც კი გადადიან 

ბრაის კანიონ ბრიჯთან მდებარე კლდეები  უფრო ბუნებრივი გადასასვლელია, ვიდრე ხიდი,

ჩანაწერის ბოლოს კი სახალისო ვიდეო ხიდების თემაზე. 🙂

123 კომენტარები
0