მთავარი გვერდი საინტერესოart დღიური ნოყიერი სკულპტურა და კარაქით გამთბარი ფერმა

ნოყიერი სკულპტურა და კარაქით გამთბარი ფერმა

ბლოგერი: Mateo

პენსილვანიაში ყოველწლიურად იმართება ფერმერთა შოუ.წელს ამ ღნისძიების მთავარი მოვლენა 1000 ფუნტი კარაქისაგან დამზადებული სკულპტურა იყო, რომელზეც გამოსახულია ბიჭუნა რომელიც თავის ფერმერთა ფესტივალზე გამარჯვებულ ხბოს სოფელის ბაზრობაზე მიასეირნებს. სკულპტურა ნამდვილად საინტერესო და “ნოყიერი” გახლავთ თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი ბედი ფესტივალის დასრულების შემდეგ. ავტორი აპირებს რომ რომ ფესტივალის დასრულების შემდეგ სკულპტურა ელექტროენერგიად გადააქციოს.

karaqis skulptura
მაინც როგორ მოხდება ეს?
პირველ ყოვლისა კარაქის მასას რომელიც სკულპტურის დაშლის შედეგად დარჩება ჩაყრიან ორმოში და შეურევენ ამავე რაოდენობის ნეხვს 🙁 გათბობისა და შერევის შემდეგ მიქსტურა გამოყოფს მეთანის გაზს.
“ნეხვში შემავალ მიკროორგანიზმები ცხიმის მოლეკულებს და დაშლიან ნაკლებად კომპლექსურ მოლეკულებად, რის შედეგადაც გამოიყოფა აირი რომელსაც მეტანს ვიწოდებთ” აცხადებს პენის უნივერსიტეტის პროფესორი გლენ კაუფმანი. “მეთანის გზაი კარგად იწვის და შეუძლია ძრავის ამუშავება რის შედეგადაც ადვილია ელექტრო ენერგიის გამომუშავება”–განმარტავს იგი.
karaqi
კარაქის მეთანის გაზად ქცევას დაახლოებით ერთი თვე ჭირდება. ელექტრო ენერგიას რომელსაც 1000 ფუნტი კარაქისა და ამდენივე ნაკელისაგან გამოვიმუშავებთ შეუძლია 3 დღის განმავლობაში უზრუნველყოს ფერმერის სახლი ენერგიით.

 

წყარო

43 კომენტარები
0

Related Posts