საზოგადოებრივი მაუწყებლის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ბელა ოსიპოვას კანდატურას მხარს ვუჭერ და გთავაზობთ ეროვნულ უმცირესობათა ორგანიზაციების მიმართვას. იმედს ვიტოვებ, კონკურსში ღირსეულნი, მათ შორის ბელა გაიმარჯვებს
საქართველოს ეროვნული უმცირესობების მიმართვა საქართველოს პარლამენტს,
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს წევრების კონკურსის შესახებ
მივესალმებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა კონკურსის ღია და გამჭვირვალედ წარმართვის პროცესს. სწორედ ამის გამო, საჯაროდ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას და პარლამენტში საკითხის განხილვამდე გვსურს გავაჟღეროთ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების პოზიცია.
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვითა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით წარმართული ეროვნებათშორისი ურთიერთობები და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი, რჩება საქართველოს ბოლო წლების ერთერთ მნიშვენლოვან გამოწვევად.
ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესისთვის მრავალი საკითხია მნიშვენლოვანი, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ქვეყენაში მიმდინარე პროცესებში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი და ადეკვატურად მონაწილეობა. სწორედ ამ საქმეს პირველ რიგში ემსახურება მედია. მედია საშუალებებით ეროვნული უცმირესობების შესახებ უმრავლესობისთვის ინფორმაციის მიწოდება და პირიქით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმირება არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და სენსიტიური საკითხი საქართველოში.
მიგვაჩნია, რომ ეროვნულ უმცირესობები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს ყველა საზოგადებრივ სტრუქტურაში და მათ შორის ერთერთი უპირველესი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი სამეურვეო საბჭო.
ქართულ სინამდვილეში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც შიდა პარტიული და ჯგუფური ინტერესებისთვის ბრძოლის დროს გვერდზე რჩებოდა ხოლმე ქვეყნისთვის მიშვნელოვანი საკითხები. გარწუნებთ, სწორედ და სამართლიანად წარმართული ეროვნებათშორისი ურთიერთობები და სამოქალქო ინტეგრაცია არის ის თემა რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის.
საქართველოს ეროვნული უცმირესობების ორგანიზაციები და თემთა ლიდერები მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატებს, კოალიცია ქართულ ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის საპარალმენტი ფრაქციებს, ასევე ქართულ საზოგადოებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თაობაზე გამართულ პოლიტიკურ დისკუსიაში ყურადღება მიაქციონ მასში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლის არჩევის აუცილებლობას. შესაძლოა სხვა კანდიდატებსაც აქვთ უმცირესობების სეგმენტი გათვალისწინებული თავიანთ პროგრამებში რასაც დადებითად ვაფასებთ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იმ კანდიდატის არჩევა რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს წლების განმავლობაში და თავად არის ეროვნული უმიცირესობის წარმოადგენელი, სულ სხვა კუთხით წარმოაჩენს ამ საკითხის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ უზრუნველყოთ ქვეყნის მოსახლეობის 16%-ის წარმომადგენლობა სამეურვეო საბჭოში და მხარი დაუჭიროთ ყველა თემისთვის მისაღებ კანდიდატს ქ-ნ იზაბელა ოსიპოვას.
ჩვენ ხშირად გვესმოდა წლების განმავლობაში, რომ ეროვნული უცმირესობები არ ფლობენ ქართულ ენას და არ აქვეთ შესაბამისი კვლიფიკაცია. დღეს გვაქვს განსხვავებული ვითარება – საზოგადოებრივი მაუწყებლის შესარჩევ კონკურსში 27 კანდიდატში გავიდა ქ-ნ ოსიპოვა, რომელიც ფლობს ქართულ, ინგლისურ, სომხურ და სხვა ენებს. იგი არ ყოფილა ასოცირებული რაიმე სახის რადიკალურ ან ეთნნოცენტრულ ჯგუფებთან, 9 წელი მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში პირველ არხზე და 6 წელია ადამიანის უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციას ემსახურება. ამდენად იზაბელა ოსიპოვა არის ის კანდიდატი, რომელიც საქართველოს მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების კონტექსტში სწორად წარმოადგენს ეროვნული უმცირესობების ინტერესებსა და უფლებებს.
იმედი გვაქვს, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებიდან თუ ოპოზიციიდან საქართველოში ეროვნული უმცირესობების მიმართ გამოხატული სითბო და სიყვარული არ დარჩება მხოლოდ ფოლკლორულ ეპითეტებად და მის რეალობაში დარწმუნების შესაძლებლობა მოგვეცემა საქართველოს საზოგადოებას და ეროვნულ უცმირესობებს.
განცხადების მხარდამჭერები:
თენგიზ გაგლოევი – საქართველოს ოსთა ასოციაცია
ნაირა ბეპიევა – კავკასიური `მოზაიკა”
ზაურ ხალილოვი – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
სანდრო ოგანოვი – საქართველოს სომეხთა სათვისტომოს გამგეობის წევრი
გენრიხ მურადიანი – საქართველოს სომეხთა კავშირი
მიქეილ ავაქიანი – ასოციაცი “შენ”
მარგარიტა გრიგორიან-ხიდირბეგიშვილი – საქართაშორისო საქართველო მშვიდობისა და გარემოსდაცვისთვის
გურანდა ჭავჭავაძე – სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
ფოთი ჩიტილდისი – საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა კავშირი
რეგინა კახიძე – საქართველოს ესტონელთა ასოციაცია
რეგინა იაკობიძე – საქართველოს ლატვიელთა საზოგადოება `ავე-სოლი”
ზინაიდა კარუხნიშვილი – საქართველოს ლიტველთა საზოგადოება `რუტა”
ოლენა ბეზრუჩკო/კურტანიზე – საქართველოს უკრაინელ მასწავლებელთა კავშირი
ვალენტინა მარჯანიშვილი – ჟურნალისტთა კავშირი “ქართულ უკრაინული პრესისა და წიგნის სახლი”
ვლადიმერ დიაჩენკო – საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია `რუშნიკი”
ლენა თათარაშვილი – `უკრაინელ ქალთა საბჭო”
მარინა სოლომონიშვილი – ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდი
ეთერ თოფჩიაშვილი – ებრაელ ქალთა საზოგადოებრივი გაერთიენება
გარი აუგუსტი – საქართველოს გერმანელთა ასოციაცია `აინუნგი”
მიხეილ აიდინოვი – რუსულენოვან ჟურნალისტთა კავშირი
ალა ბეჟენცევა – საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია `იაროსლავა”
ელენე პროშიკიანი – ბოშათა თემის წარმომადგენელი
ინგა ბერიკაშვილი-მამედოვა – სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი
ფაჰრად მუსაევი – აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი
ლეილა სულეიმანოვა – აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
დავიტ ადამოვი – საქართველოს ასურელთა საერთაშორისო ეროვნული კონგრესი
ეკატერინე ბიტკაში – ასურული ახალგაზრდული ორგაიზაცია `ნინევია” საქართველო
აგიტ მირზოევი – საქართველოს ქურთ-ეზიდთა ეროვნული კონგრესი
ლილი საფაროვა – ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
ქარიმ ანყოსი – საქართველოს ქურთების კულტურული ორგანიზაცია
გიორგი ამარიანი – ქურთული ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტი
შემოუერთდით მხარდამჭერ ჯგუფს:https://www.facebook.com/groups/1404124613164798/?notif_t=group_added_to_group
You must log in to post a comment.