მთავარი გვერდი www სამყარო ტროლები

ტროლები

ბლოგერი: Lasha_Mebonia

თუ ვირტუალურ დისკუსიებში მიგიღიათ მონაწილეობა, შეამჩნევდით იუზერებს, რომლებიც სხვა მომხმარებლების პროვოცირებას აქტიურად ცდილობენ. ზოგი ამას საკმაოდ ოსტატურად ახერხებს, ნაწილი არა.

გილოცავთ , თქვენ ტროლები უკვე გაგიცნიათ. :D ესაა ახალი დროების ინტერნეტ-აბეზრები, რომლებიც სხვების “აგდებით” ცდილობენ საკუთარი ჭიის გახარებას.


გაითვალისწინეთ, მათი გაშიფვრის მცდელობის დროს, თქვენს თავში დარწმუნებულიც ნუ იქნებით, ტროლოფობია ხშირად ტროლებზე არანაკლებ რთული ფენომენია. ნებისმიერი ოპონენტი შეიძლება ეჭვების გამო ამ დეფინიციის ქვეშ გაატაროთ და საბოლოოდ თქვენვე იქცეთ სოციალური ქსელის პარაზიტად.

ვინ არიან ტროლები

ტროლები ყველგან არიან,სადაც მაღალია ჰოსტია, ხალხი ფუსფუსებს და ერთმანეთს ეკამათებიან .ნებისმიერი მსხვილი საიტი მათ აუცილებლად წააწყდება.
მიმაგრებული სურათი

ამერიკელი მეცნიერები ტროლინგს ალკოჰოლურ მდგომარეობას ადარებენ.მკვლევართა აზრით ანონიმურობა ეხმარება ადამიანებს შეზღუდვების გარეთ გავიდნენ და განიცადონ ერთგვარი ეიფორია , ალკოჰოლის,ნარკოტიკის ან ძალაუფლების ტკბობის მსგავსი.

ვიკიპედიაში ნამეტანი ერთსახოვანი მიდგომაა ,მაგრამ ეს დეფინიცია ჯანსაღ აზრს სულაც არაა მოკლებული.

დადებული სურათი
სურათზე გამოსახული კაცუნა შონ დაფია. იგი მიცვალებულების ვოლზე გამომწვევ საზიზღრობებს წერდა და ამ ვირტუალურ ვირთხას მოუწია რამდენიმე კვირით ვირის აბანოს ხეხვა.

ანალოგიურად უხეში სახით ტროლინგია, როცა მერსედესის ფანების გვერდზე იუზერი ბმვს სურათს დადებენ რაიმე მაპროვოცირებელი წარწერით ან ებრაელების ფორუმზე ფაშისტების სიმბოლოებს გამოიყენება. ესაა ყველაზე ვულგარული ფორმა ,რომელიც უკვე ძალიან ბანალურია და აღარაა დამაკმაყოფილებელი ემოციებზე „კაიფის„ (ლულზების) დაჭერისათვის. ტროლინგური ლექსიკით ეს მსუყე ტროლინგია. “პროფესიონალები კი “თხელ ” სტილს ამჯობინებენ.

ტერმინის წარმოშობა და შინაარსის განვითარება

ტერმინი ერთ რიგით დისკუსიას უკავშირდება ,როცა მომხმარებელმა მარკ მილერმა ვინმე თედს მკაცრად მიმართა. თროლი უკავშირდება თევზაობას და ნეტშიც ანკესზე დამწყებების წამოგება არის მისი სტრატეგია..

90ნ წლებში თროლინგს ახალბედების გამოსაფხიზებლად. გამოცდილი მომხმარებლები იყენებდნენ. ეს იყო მეტნაკლებად უწყინარი იუმორი,ხოლო შემდეგში კი მან მუტაცია განიცადა. რამდენიმე საიტმა ტროლების მოზღვავების გამო ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა .

იუზერი Callidice ისტორიაში შევიდა. მან მოახერხა და მთელი ფორუმი ერთმანეთს გადაკიდა. არაერთხელ დაიბანა,მაგრამ ასპარეზს დაუბრუნდა,ხოლო ბოლოს კი უძლურმა ადმინებმა საერთოდ გააუქმეს საიტი.

ნებისმიერი ტროლის ამოცანაა მშვიდი თრედი აყალმაყალად აქციოს. სულაც არაა სავალდებულო პროვოკატორი იყოს სათვალებიანი, მორცხვი, ასექსუალური ტიპი. შესაძლოა თქვენს პროვოცირებას პროფესორი ან რესპექტაბელური ბიზნესმენი ცდილობდეს.

ვიკიპედიის მიხედვით ტროლის ტიპები

1) ტროლ-კომენტატორი- როგორც წესი, ამ კატეგორიაში შედიან გასართობად შემოსული ქსელური ერუდიტები,რომლებიც ახერხებენ ინფორმაციის თავისებურ ინტერპრეტირებას.

2) ერთდღიანი ტროლი– აქტიური პროვოკატორი ,რომელიც იწვევს კონფლიქტს.

3)ტროლ-ოფტოპიკი– იუზერი, რომელიც შეგნებულად უცვლის თემას მიმართულებას.

4) ტროლ-ეგოცენტრისტი– ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს.

5)ტროლი- პლეიბოი – ქალებთან ურთიერთობის დიდოსტატი

6)ტროლი-მრჩეველი – ადამიანი, ვინც შეგნებულად ცდილობს არასწორი ურჩიოს ახალბედას,რაც შემდეგში იწვევს ფლეიმს და მომხმარებელი იბანება..

7)ტროლი პოლიტიკოსი – გამოცდილი ტროლი,რომლებიც სხვადასხვა პარტიებზე მუშაობენ და აქვთ მულტიაქუნთი .

ტროლინგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ,როგორც ადამიანის მოთმინების ზღვრის დადგენის ბოროტი საშუალება , ჯიბრზე მოახდინოს მოწინააღმდეგე ჯგუფების პროვოცირება, გამოხატოს გარკვეული რასისადმი აგრესია , უბრალოდ სურვილი საკუთარ თავში დაინახო უნარი მოახდინო პროვოცირება და ა.შ.

ყველაზე გამოცდილი ტროლები ცდილობენ ტროლინგისაგან სხვებმაც მიიღონ „სიამუვნება“ და ისინიც ჩართონ დესტრუქციულ საქმიანობაში.

არის შემთხვევები,როცა ტროლები მოდერებშიც პოულობენ დასაყრდენს.მეტიც, შესაძლოა ადმინისტრატორმაც აირჩიოს პიარ-ტროლინგის გზა.

ტროლების ტაქტიკა ერთი უცხოური საიტის მიხედვით

1)ტროლი ხშირად ცდილობს იყოს თეთრი ყვავის პოზაში. თვალცრემლიანმა მოთხოვოს მოდერაციას მკაცრად დასაჯოს ოპონენტი….

2)შესაძლებელია გაშიფვრამდე ღიმილის სმაილები მოგაყაროთ და გამცნოთ, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო;

3)ძალიან პოპულარულია ალტერნიკების შექმნა და დისკუსიის მუხტის აწევა.

4) ტროლს გაურკვეველი საიტებიდან არგუმენტების მოხმობა ჩვევია ,ხოლო შემდეგ დემაგოგიით ცდილობს ერთიდაიგივე ფირფიტა ატრიალოს.

5) თუ აყევით, ის დამშვიდებისაკენ მოგიწოდებთ . მოდერაციას თქვენს აფექტურობაზე მოუყვება ზღაპრებს.

6) უყვართ მტკიცებულებების მოთხოვნა ,რომ ვითომ გაამყაროთ თქვენი არგუმენტები. ესეც პროვოცირების საშუალებაა.

7) იგნორირებას უკეთებენ მთელ დისკუსიას და სამაგიეროდ რომელიღაც პოსტიდან ამოჭრიან ფრაზას ,რაზეც ააგებენ თქვენი ანკესზე წამოგების ტაქტიკას.

უპს, ყველაფერს ,რაც წერია, ნუ ენდობით .მაგალითად არგუმენტს პატიოსანი ოპონენტიც მოგთხოვთ. საერთოდ კი, თუ ვინმეზე ეჭვი გაქვთ, გამოიყენეთ ცნობილი პრინციპი:
მიმაგრებული სურათი
არაა სასურველი მისი დაბანვის საჯარო მოთხოვნა, უმჯობესია პირადი მიმოწერით ამცნოთ ადმინისტრატორს მავნებლის შესახებ. არსებობსელფების ტაქტიკა , კონტრტროლინგი, რომლის დროსაც თქვენ ირონიულად მხარს უჭერთ ტროლს . პრინციპში, მაშინ თქვენ თვითონ არღვევთ წესს და მოდერაციამ შეიძლება თქვენც მოგხედოთ.

ტროლებს უყვართ საზოგადოებების შექმნა. ხშირად მიზანმიმართულად ხდება გარკვეული სამიზნე ჯგუფების არჩევა. არსებობს სხვადასხვა საიტი,რომლებიც თავს სულაც არ თვლიან აგრესიულ ჯგუფებად.

ჩანაწერის ბოლოს კი ყველას გიძღვნით ტროლურ კლასიკას – ღიმილიანი კაცუნას სიმღერას. გემრიელ გართობას გისურვებთ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში ))))

0 კომენტარი:
0

Related Posts