მთავარი გვერდი პერსონალური ბლოგებილაშას დღიური გივი, ჩვენ ვართ გივი

გივი, ჩვენ ვართ გივი

ბლოგერი: Lasha_Mebonia

ჩემი ჩანაწერის გმირს გივი დავარქვათ!!

“ცისფერი მთების” უხილავი გმირისგან განსხვავებით კაბინეტში ყოფნა ქრონიკულად უყვარდა.
დაკომპლექსებულია, სამაგიეროდ თვითრეალიზაციას სხვების დაქვემდებარებაში ან ხელის შეშლაში ხედავს.
ცოტათი ჩეხოვის ფიტულის კაცს გავს. ერთი კი შეუძლია-ეპოქიდან ეპოქამდე მეტამორფოზას განიცდის.

მოგონილი პერსონაჟი არაა,რეალურად არსებობდა და ადამიანური ღორობა პირველად მან სათანადოდ დამანახა.:)))
გივი შემთხვევით გავიცანი, პატარა ბიჭები სტუდენტურ ღონისძიებას ვატარებდით და მასთან გადაგვამისამართეს…..“დაგეხმარებათო, გვერდით დაგიდგებათო, გამოცდილი ადამიანია, ახალგაზრდებზე ზრუნვას აშკარად მოახერხებსო“.

მართლაც მოგვისმინა, თბილად მიგვიღო, ღონისძიების დასაწყისამდე ღიმილი არ მოცილებია, შემდეგ მონაწილეებს თვითონ მიესალმა, ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, მისთვის საჭირო „ვიღაცეებს“ მადლობა გადაუხადა, არც დაგვემშვიდობა, რაღაცეებზე საყვედური შემოგვითვალა და გარკვეული დროით წავიდა, გაქრა.

ყბა ჩამოგვივარდა,ჩვენ ხომ ყველაფერი თვითონ გავაკეთეთ, ფინანსურ მოტივაციაზე არც გვიფიქრია. არაფერში დაგვეხმარა,სამაგიეროდ დაფნის გვირგვინი ამაყად მოირგო….

რა გაეწყობოდა? ინსტიტუტებს და სწავლას დავუბრუნდით:)

ერთხელაც გივიმ დაგვირეკა, მოღუშული ხმით გვთხოვა დახმარება.
მომავალში პრობლემების ასაცილებლად უარი არ ვთქვით. მართალია, სახელფასო უწყისს ხელი დააფარა, თუმცა აღარ გაგკვირვებია, მივხდით რა მასალისგან იყო გამოძერწილი. :))
ახალი პროექტისთვის მისი გაჩუმება აუცილებლად გვესაჭიროებოდა….ამდენად ამ შემთხვევაში გივიას უზნეობა ფეხებზე დავიკიდეთ.

ჩვენი გზები შემდეგშიც გადაიკვეთა. გაცილებით მაშტაბური ღონისძიება ჩავატარეთ, ეს ვაჟბატონი უკვე პირდაპირ გადაგვეკიდა, ენას ატლიკინებდა, გვბლოკავდა, სადაც ახერხებდა….”ეს უკანონობაა” , “არაკომპეტენტურები”,”მუშაობა არ იციან” – კლასიკური არგუმენტები.
დამარცხდა, საკუთარ ჭუჭყში ბანაობა მოუწია, ამჯერად ადგილზე სათანადოდ მოვსვით….
ბედს შეეგუა, კაკანი შეწყვიტა, მოიბუზა, ინტრიგანობა შორიდან დაიწყო.

გავიდა წლები….
სტუდენტობა დასასრულს მიუახლოვდა. აზარტისათვის პატარა ღონისძიება მოვინდომეთ, მაგრამ წლების შემდეგ კვლავ გივი……..

კაბინეტში „ვეწვიეთ“ და ამ დროს ვიხილეთ უნიკალური გაზეთი,სადაც გივი პირადი განკარგულებით ჩვენ სტუდენტურ გაერთიანებას აუქმებს. უკეთესად რომ განვმარტო, კერძო პირი აუქმებდა დარეგისტრირებულ “არასამთავრობო ორგანიზაციას”. :))) მართალია, დიდი ხანია ეს კავშირი ისედაც მკვდარი იყო, მაგრამ ვიღაცეებს ჩვენი ტიპის აქტივობა დაეგეგმათ, იმათ აბოლებდა:დ

ის ხალხი გავიცანით, ყველაფერი კარგად დავასრულეთ. მეტი ამ სულიერთან შეხება არ მქონია.მისი მადლობელი დავრჩი, ამ ტიპის მოხელე-ნაჩალნიკები პირველად სწორედ მან გამაცნო. რომ არა გივი, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. არა, ნუ იფიქრებთ ხელი შეგვიშალა,პირიქით, მისმა წინააღმდეგობამ“ კატალიზატორის როლიც კი შეასრულა.

იმის შემდეგ ბევრი გივი გავიცანი, ფენომენის არსი მაინც შეუსწავლელი დამრჩა. უკვე 40 წლის ასაკშიც კი ბოლომდე ვერ ამოვხსენი ქცევის ეს სტილი-რატომ შეიძლება ადეკვატური მოკვდავი „გივი“-ს სტილის მაქციად იქცეს. კი, ფული, ბიზნესი,თანამდებობა ინტერესები, თუმცა,თუმცა,თუმცა…..

0 კომენტარი:
0

Related Posts