რამდენიმე დღის წინ ანონსირებული პრეზენტაცია შედგა,მარკმა პუბლიკას მორიგი შეთავაზება წარუდგინა
ცუკერბერგმა უარყო ახალი მობილურის გამოშვების შესაძლებლობა “რამდენი გაყიდება? ათეულობით მილიონი? რაში გვჭირდება? ჩვენი სურვილია ფბს რაოდენობა 3-4 მილიარდ მომხმარბელი ავიდეს და გაცილებით უფრო დიდი ასპარეზი გვქონდეს”
ფეისბუქი ახალ ოპერაციულ სისტემას არ ქმნის. ამ ეტაპზე ყველაფერი “ანდროიდებზეა” ორიენტირებული.
უკანასაკნელი განცხადებების მიხედვით, შესაძლოა “ვაშლის” მოყვარულებმაც ისარგებლონ სიახლით,მაგრამ არა ახლა…
სიახლის არსი მარტივია- მობილურები ორიენტირებულნი იქნებიან ადამიანებზე, თქვენს ფრენდებზე, მათთან კომუნიკაციის სიმარტივე გახდება მსურველთათვის ძირითადი ელემენტი. ფბ გახდება “სახლი”, ნავიგაცია კი გაცილებით მოსახეხებელი.ამავდროულად იქნება ფბს გამორთვის შესაძლებლობა, ცხადია, შეგეძლებათ ისარგებლოთ სხვა აპლიკაციებით.
ყველა სიახლე, რომელსაც ფეისბუქი გთავაზობთ შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ გვერდზე:https://www.facebook.com/home
როგორც ხედავთ ყველაფერი მარტივადაა. ერთი მოძრაობით თქვენ დაათვალიერებთ მეგობრების სტატუსებს, სურათებს, სიახლეებს. მხოლოდ ორი მოძრაობაა საჭირო სასურველი ლაიქისათვის, ჩატი და მესინჯერი უფრო მოსახერხებელი იქნება,შეტყობინებების მიღება მარტივდება.პარალელურად ტელეფონით სარგებლობას ხელს არ შეუშლის
.მართალია ფბ თავის მოდელებს არ გამოუშვებს ,მაგრამ უკვე დაანონსებულია 99$ ტელეფონი HTC First.ეს ფირმა ტრადიციულად შედარებით იაფ პროდუქტებზეა კონცენტრირებული და ამ მხრივაც ეპლს და სამსუნგს სერიოზული კონკურენტიც გამოუჩნდა. ახალი აპარატი არ იქნება მძლავრი ინსტრუმენტი ,თუმცა default რეჟიმში ექნება ფბს home . ვარაუდობენ,რომ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ.მანამდე კი აპარატის შეძენის შანსი გეძლევათ.
სხვა მობილური აპარატებისათვის 12 აპრილიდან აპლიკაციის გუგლ სთორიდან უფასო ჩამოტვირთვა შეგეძლებათ,თუმცა შეზღუდულია მათი რაიოდენობა:
HTC One X, HTC One X+, Samsung Galaxy S III და Samsung Galaxy Note II.
ძია გუგლის წარმომადგენლები აკაადემიური სიმშვიდით შეხვდნენ ფეისბუქის სიახლებს.აპლიკაცია მართალია გუგლთან კავშირის მქონე ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზეა ორიენტირებული,მაგრამ მნიშვნელოვნად კვეცავს გუგლის, სხვა აპლიკაციების როლს ეი მაინც საფრთხეს უქმნის გუგლის ინტერესებს.
რაც შეეხება გუგლ +ს, მისი გავლენის ველი კიდევ შეიძლება შეიკვეცოს . ფბ ხომ მობილურ ფლანგზეც შეავიწროებს მას.
სკეპტიკოსები ახალ პროექტს ფიასკოს უწინასწარმეტყველებენ.მათი აზრით, აპლიკაციები ისედაც იძლევა ფეისბუქთან მუშაობის შესაძლებლობას, რეკლამების დამატებაც მომხმარებელს არ გაახარებს, აპლიკაციების როლის დასუსტება კი შეუძლებელი.
მიუხედავად ამისა, სიახლის შეუფასებლობა შეუძლებელია..მომხმარებელთა ის ნაწილი ვისთვისაც ფბ სახლად იქცა უეჭველი მიეჩვევიან მობილურიდან ურთიერთობის გამარტივებულ ფორმას.
რამდენიმე დეტალი:
1) ფბზე ავტომატურად არ ჩირთვება GPS ნავიგაცია;
2) თვითერი იგნორშია, თუმცა მარკი უკვე შენიშნეს tumblrის ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ მათთან თანამშრომლობის ფაქტებს დიდი ალბათობით მომავალში ვიხილავთ
You must log in to post a comment.