მთავარი გვერდი ტექნოლოგიები გუგლი WhatsApp მესინჯერს მილიარდ დოლარად ყიდულობს?

გუგლი WhatsApp მესინჯერს მილიარდ დოლარად ყიდულობს?

ბლოგერი: Lasha_Mebonia

საიტის მონახულება

გავრცელებული ინფორმაციით, გუგლი  WhatsApp მესინჯერის შესყიდვას სერიოზულად ფიქრობს. ამ პოპულარული მობილური სერვისით უკვე ასი  მილიონი ადამიანი სარგებლობს და გარკვეულ კონკურენციას უწევს ფიჭური კომპანიების ტრადიციულ sms მომსახურეობას.

კომპანიის ფასიც შესაბამისიa- მილიარდი დოლარი, თუმცა შეთანხმების შანსები დიდია და მხარეები უკვე თანხის დაზუსტებამდე მივიდნენ.

ნაბიჯის კატალიზატორი ფბს სტრატეგიაა.  Instagramის შესყიდვის შემდეგ ამ კომპანიამ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

იბადება კითხვა WhatsAppს შემდგომი ბედის შესახებ.

მომხმარებელთა რაოდენობა დიდია, სერვისი სტაბილური,თუმცა რაში აწყობს გუგლს დამოუკიდებელი კომპანიის შენახვა ,რომელიც მის მესინჯერებს შეუქმნის პრობლემას?

“ჭორების” მიხედვით,  გუგლი  აპირებს ახალი Babel ან Bubble მომსახურეობის შექმნას, რომელიც  გააერთიანებს Voice, Talk  და Google+ Messengerებს,ხოლო ანდროიდები მიიღებენ iMessageს რაღაც ანალოგის სახეს. ამდენად შესაძლოა WhatsApp და ეს პროექტი გაერთიანდეს და რაღაც საერთო მივიღოთ,რაც გუგლს ბაზარზე უპირატესობას მიანიჭებს

0 კომენტარი:
0

Related Posts