დუბაი ძველი დასახლებული ადგილია, რომელმაც განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა. სახელი კალიებს უკავშირდება. ერთ ძველ უბანს დღესაც კალიების ჭა (ბარ-დუბაი) ქვია.
ქალაქი 830 წელს დაარსდა. დუბაიმ გადაიტანა ეპიდემიები,ეკონომიკური კრიზისები. აქაურები ერთი პერიოდი მარგალიტების მოძიებით იყვენენ დაკავებულნი, მაგრამ იაპონიასთან კონკურენცია ვერ მოახერხეს და მოუწიათ საქმიანობის შეცვლა..1910 წლისათვის აქ მხოლოდ 10 000 ადამიანი ცხოვრობდა,თავს კი მეთევზეობით ირჩენდნენ.
შეიხ საიდის სახლი-სასახლე, რომელიც დღეს მუზეუმია. ეს შეიხი 1912-1952 წლებში განაგებდა აქაურობას. დრეს მუზეუმში დუბაის ისტორიის შესახებ ექსპონატები ინახება
ყველაფერი 1966წლიდან შეიცვალა. ნავთობის აღმოჩენამ ახალი შემოსავლის წყარო გააჩინა. აქ სხვა ტერიტორიებიდანაც გადმოსახლდნენ და მომგებიანი სტრატეგიული თუ სავაჭრო პოზიციების გამო განვითარებამ არნახული მაშტაბები მიიღო.
1968წელს აბუ-დაბისა და დუბაის შეიხებმა გაერთიანება გადაწყვიტეს,რომელთაც შეუერთდნენ რამდენიმე შეიხი და სათავადო. 1971 წელს ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული არაბთა საემირატო. დუბაიში ჩაიდო უდიდესი ინვესტიციები.. დღეს მსოფლიოს აოცებს აქაურობა. აღმოსავლური სილამაზე შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთა.
ნავთობის თანხა კი გონივრულად ნაწილდება რამდენიმე მომგებიან სფეროში, რაც ტანხიის ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა.
არის უცნაურობებიც …. მაგალითად დიდი ყურადღება ექცევა ისლამის ტრადიციების პატივისცემას , იკრძალება ქუჩაში არასწორი გადასვლა, თუმცა ქალაქი არამარტო შეიხებისთვის,არამედ უბრალო ტურისტებისათვის ძვირი არაა. ტაქსებად კი ლამბორჯინის მარკის მანქანები გამოიყენება
დამატებითი ინფორმაციები ქალაქის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:
http://dedmaxopka.livejournal.com/68119.html
http://dubai.ge
http://arabianemirates.ru/history_of_dubai.html
http://www.ayda.ru/uae/dubai/
ჩვენ კი გთავაზობთ უკომენტაროდ ნახოთ ულამაზესი ხედები, უახლეს ხანში კი რამდენიმე ღირშესანიშნაობას ცალკე წერილს დავუთმობთ.
You must log in to post a comment.