მთავარი გვერდი ინტერვიუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბატონ დათო გოგუასთან

ინტერვიუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბატონ დათო გოგუასთან

ბლოგერი: Chkhorotsku.Ge

ბატონო დათო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები დაწყებულია და ამ ეტაპზე  რა პრიორიტეტები გამოკვეთილი?

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია ექვსას ოცდა თოთხმეტი ათასი ლარი ცამეტ თემზე და ოცდარვა სოფელზე.

ძირითადი აქცენტები გავამახვილეთ როგორც შიდა გზების მოწყობაზე, ასევე პრიორიტეტულად მივიჩნიეთ ბაღა ბაღების გარემონტება და ბავშვებისთვის შესაბამისი ნორმალური პირობების  ხელშეწყობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვგეგმავთ სოფლების კეთილმოწყობას.

წელს გეგმაშია წყლის მილების რეაბილიტაცია და მრავალი სხვა ერთი შეხედვით წვრილმანი პრობლემების მოგვარება, მაგრამ საერთო მაშტაბით, ეს არის ის საკითხები, რომელიც განსაკუთრებულად აწუხებს მოსახლეობას.

ეტაპობრივად, უახლოეს ორ წელიწადში მოვაგვარებთ წყლის სისტემის გაუმჯობესების ამოცანას, აგრეთვე  შიდა გზების კეთილმოწყობით სამუშაოებს  მუნიციპალიტეტის მაშტაბით.

ბოლო დროს ხანგრძლივმა და ძლიერი წვიმებმა ჩხოროწყუს რაიონს ნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზიანდა ინფრასრუქტურა . რა ეტაზეა აღდგენითი სამუშაოები?

გადაუღებელმა წვიმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩხოროწყუს რაიონის ინფრასტრუქტურას, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მოიშალა შიდა გზები, ჩამოწვა მეწყერი, ზოგგან  გზები საერთოდ ჩახერგილი იყო.

გაწმენდითი სამუშაოები ჩავატარეთ:

– ძირითადად გზების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები და მათი მთლიანი რეაბილიტაცია მიდის. ვმუშაობთ გარკვეულ პროექტებზე და ახლო ხანებში დავიწყებთ იმ დარჩენილ სამუშაოებს, რომლებიც ჩასატარებელია სხვადასხვა სოფელში. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ აქტიურად ვიმოქმედებთ ამ კუთხით.

პრობლემები არის როგორც ჭოღაში, აგრეთვე ხაბუმეში, ლესიჭინეში, ახუთის თემში, თაიაში.თვის ბოლომდე მთლიანობაში მოგვარებული იქნება არსებული ზიანი.

იგეგმება თუ არა ინფრრუტურული პროეტების ჩატარება ჩხოროწყუში ?

რეგიონალური განვითარების ფონდიდან ჩხოროწყუს რაიონში გადმოგვერიცხა თანხა ორი მილიონი ორას ოცდახუთი ათასის ოდენობით. ძირითადად ეს თანხები მიმართულია ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, გარე განათებისთვის, წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის და ა.შ.

ტენდერი ჩატარებულია, უკვე ცხრა პროექტი დაგეგმილია.

რაც შეეხება დანარჩენ სხვა პროექტებს, ტენდერი ჩატარდა როგორც ხიდებთან დაკავშირებით, რომელიც მდინარე ხაშაზე უნდა გაიდოს, ასევე ხაბუმეში, ლეწურწუმეში  და ნაფიჩხოვოში წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.

სოფელ თაიაში გზის ასფალტის საფარი დაიგება. იქ პატარა იურიდიული ხარვეზი მოხდა- უკვე ჩატარებული იყო ტენდერი და გამარჯვებული გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხელახლა მოხდა ტენდერის ჩატარება და ტენდერი დანიშნული არის სამ სექტემბერს. სექტემბრის ათი რიცხვიდან იქ გამარჯვებული ფირმა დაიწყებს სამუშაოებს, ასევე მინდა დავაიმედო და მიულოცო ახუთის მოსახლეობას, რადგან იწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები,დაიგება საფარი რომელიც მივა სოფელ ახუთის ცენტრამდე.

გარდა ამისა ჩვენ უამრავი სხვა პროექტები გვაქვს, რომლებიც განსახორცილებელია და ახლაც მუშაობს ჩვენი შესაბამისი სამსახურები.

ცენტრალური ხელისუფლებიდან მზაობაა დაგვიფინასონ  მუხურის განათებასთან დაკავშირებული გეგმა.

ბატონო დათო, რამდენად შესაძლებელია ჩხოროწყუში ტურიზმის განვითარება და რა კეთდება ამისთვის თვითმართველობის მხრიდან ?

მომავალი წლიდან ჩვენ ვგეგმავთ უფრო საფუძვლიანად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე. ასევე სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით გვაქვს საორიენტაციო გეგმა.

ჩხოროწყუს რაიონში არაა ჩოგბურთის კორტი. ველოდებით ცენტრალური ხელისუფლებიდან ინფრასტრუქტურული სამინისტროდან შესაბამის ნებართვას რომ სამუშაოები დავიწყოთ.

ვინაიდან მუხური არის საკურორტო ზონა და ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ სოფელს.  იქ თავისუფლად შეიძლება ტურისტული ცენტრის განვითარება და ტურიზმის  სამარშუტო ცენტრადაც  უნდა ვაქციოთ. ასევე მომავალი წლიდან ვგეგმავთ  საბაგირო ავიყვანოთ სოფელ თაიაში, რომელიც  ოცინდალე ტაძრამდე ავა. ეს იქნება როგორც ტურისტული  განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი, ასევე ჩვენი თითოეული ჩვენთაგანისთვის დასვენების შესაძლებლობა.

 

მოამზადა ვახტანგ კვარაცხელიამ

0 კომენტარი:
0