მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ტორენტ-ტრეკერი isohunt.com კვირის განმავლობაში დაიკეტება, ხოლო მის დამფუძნებელს, ჰერი ფანგს მოსარჩელეების სასარგებლოდ 110 მილიონის გადახდა დაეკისრა .ანალოგიური ბედი ეწია შემდეგ დომეინებსაც :Podtropolis, TorrentBox და Edtk-it.com
სასამართლო დავა 2006 წლიდან მიმდინარეობს. ფანგი გაკოტრების ზღვარზე რამდენჯერმე იყო, მაგრამ კორპორაციებმა მხოლოდ ახლა მოახერხეს საბოლოო გამარჯვების მოპოვება.
ბიზნესმენი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, 10 წელი ნებისმიერი სტრატაპისთვის საკმაოდ დიდი ვადაა, თუმცა ძალიან წყინს თავისი შვილობილის დაღუპვა, რასაც წინ უძღოდა ხანგრძლივი წინაღმდეგობა
მეკობრეებმა მორიგი დამარცხება განიცადეს , ხოლო ინტერნეტ-რესურსებისთვის ბრძოლაში საავტორო უფლებების დამცველი მსხვილი კომპანიები განაგრძობენ საკუთარი ინტერესების აქტიურ ლობირებას
You must log in to post a comment.