ლეგენდარული“ როლინგ სთოუნზის“ ვოკალისტი და ლიდერი მიკ ჯაგერი ფარულად ეხმარებოდა „სექს პისთოლზის“ ბასისტ სიდ ვიშესს, რომელიც შეყვარებულის მკვლელობისთვის დააპატიმრეს და ცოტა ხნის შემდეგ, ოფიციალური ვერსიით, ნარკოტიკების გადაჭარბებულ მოხმარებას შეეწირა.
სექს პისტოლზის“ წევრის ჯონ ლაიდენის თქმით, დიდმა მუსიკოსმა ანონიმურად გადაიხადა ადვოკატის ხარჯები და ეს ფაქტი საკუთარი იმიჯის გაზრდისათვის არასოდეს გამოუყენებია.
სიდ ვიშესის და როსკიპი ნენსის სიყვარული საფუძვლად დაედო ალან პარკერის დოკუმენტურ ფილმს ვინ მოკლა ლინდა?
სიდის სახე გააცოცხლა მსახიობმა ჰარი ოლდმანმა ფილმში „სიდი და ნენსი“
სიდი სკანდალების გმირი იყო. ნარკომანის ოჯახში გაზრდილი თვითონ გახდა ჰეროინის აქტიური მომხმარებელი. ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრება 22 წლის ასაკში დასრულდა. მანამდე კი იყო პოპულარობა, ჩხუბები, ტრაგიკული love story და ციხე.
სიდი სცენაზე თვითდაზიანებებს რეგულარულად იყენებდა. მისი მუსიკალური შემოქმედება მოკრძალებულია,თუმცა მთელი თაობის კერპი გახდა.
სიდის გარდაცვალებაც უცნაურ გარემოებებში მოხდა:
-მიცვალებული დედამ ნახა. მისი ფერფლი კი შეყვარებულის საფლავზე გაფანტეს. ჭორების მიხედვით ის მოკლულია. ნებისმიერ შემთხვევაში დღემდე სიდ ვიშესი დაუმორჩილებლობის, როკის სიმბოლოს წარმოადგენს.
You must log in to post a comment.