მთავარი გვერდი მსოფლიოს ყველაზე საშიში ციხეები

მსოფლიოს ყველაზე საშიში ციხეები

ბლოგერი: SOFT

გთავაზობთ უცხოური ბლოგების მიერ შედგენილ 25 ყველაზე საშიშ ციხეთა ნუსხას. მათგან ნაწილი აღარ ფუნქციონირებს, ზოგიერთი საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა უმეტესობა დღემდე რჩება საშინელი წამების და ყოფის ადგილად 

სტენლის ციხე(ჰონკონგი)

ციხე

ჰონკონგის ციხე

[googlemaps https://maps.google.com/maps?g=Stanley+Prison,+Stanley,+%D0%93%D0%BE%D0%BD%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B3&q=stanley+prison&t=h&ie=UTF8&ll=22.213541,114.218622&spn=0.006295,0.006295&output=embed&w=425&h=350]

ციხე 1937 წელს აშენდა და 1946-1966 წლებში აქ  122 მსჯავრდებული სიკვდილით დაისაჯა .გარდა ამისა, იაპონიური ოკუპაციის დროს,  მოკლულ იქნა 600-დე ინტერნირებული პატიმარი. დღეისათვის სასჯელს იხდის 3000 ადამიანი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტებს.

ატიკის ციხე (აშშ)

Slide2431

ციხე 1937 წელს აშედა, იყო სახიფათო კრიმინალთა დაკავების ადგილი. 1971 წელს ტუსაღებმა დაიკავეს პერიმეტრი და ამ მოვლენების დროს დაიღუპა 39 ადამიანი.მათ შორის 10 თანამშრომელი.

მონტელიუპიხის ციხე (პოლონეთი) 

Slide2331

1940-1944წლებში ფაშისტები ამ ციხეში ათავსებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს, აგენტებს, რეიდის მსხვერპლებს, დეზერტირებს. მათ წინააღმდეგ გამოიყენებოდა შუა საუკუნის ტიპის წამება

“ბანაკი 1391″(ისრაელი)

Slide2232

ისრაელი დღემდე ასაიდუმლოებს  ბანაკის ფუნქციონირების დეტალებს. აქ მოყავდათ ყველაზე სახიფათო პატიმრები

ვლადიმერსკი ცენტრალი (რუსეთი)

ვლად

პატიმრების წამების  საშინელი მეთოდი რუსეთში დრემდე ჩვეულობრივი მოვლენაა. ცემის სისასტიკე იმდენად დიდია , რომ ხშირად ფატალური შედეგით სრულდება . ცნობილი რუსული ჰიტი:

კამიტის უმკაცრესი რეჟიმის ციხე(კენია)

лфьше

ციხემ კოშმარული პოპულარულობა არაადამიანური პირობების გამო გაითქვა. აქ ჩვეულობრივი მოვლენებია შიმშილი, ჰომო-სექსუალური ძალადობა, წამება

ბუტირკა(რუსეთი)

ბუტირკა

ისტორიული ციხე , სადაც რეპრესიების დროს ათასობით ადამიანი ლიკვიდირებულ იქნა. დღესაც ჩვეულობრივი ამბავია სასტიკი პირობები და წამება.

ნაირობის ციხე(კენია)

ნაირობი

1911 წელს აშენებული დაწესებულება 900 პატიმარზე იყო გათვლილი. დღეს პატიმართა რაოდენობა 3000-ს აღწევს. ციხეში საშინელი ანტისანიტარია მეფობს. ფეკალიის სუნი ტუსაღთა ყოველდღიურობის ნაწილია.

ბლექ ბიჩი(გვინეა)

ბლექპატიმრების მიმართ სადისტური მოქცევა აქაურობის მთავარი სავიზიტო ბარათია. მსჯავრდებულნი მუდმივი შიშის ქვეშ არიან

ვოლოგოდსკი პიატაკი(რუსეთი)

ვოლოგოდსკი

რუსული ალკატრასი. გარშემო ყინულოვანი წყალი და სრული სიცარიელე. ხშირია პატიმრების ფსიქიური დაავადება .

სან ხუან დე ლურიგანჩო(პერუ)

Slide1531სამხრეთ ამერიკის ყველაზე სასტიკი ციხე. პატიმრებს შეუძლიათ შიგნით ელექტრონული აპარატურა და ნარკოტიკებიც შეიტანონ. ხშირად ეწყობა “მამლების შეჯიბრებებიც”,მაგრამ ამავდროულად მკვლელობებიც ჩვეულობრივი ამბავია.

რაიკერს აილენდი(აშშ)

რაიკერს

ამერიკის უსასტიკესი ციხე. 2007 წელსბადრაგების წინ 18 წლის ახალგაზრდა სადისტურად მოკლეს. სატუსაღოში განსაკუთრებით ცუდად ეპყრობიან სულიერად დაავადებულ მსჯავდებულებს, რაც ზრდის სუიციდის შემთხვევებს.

სან ქუენთინი(აშშ)

სანქვენთინისიკვდილმისჯილთა ბოლო ადგილსამყოფელი

გლდანი(საქართველო)

გლდანი

ბლოგერების ნუსხაში გლდანის საპყრობილეც მოხვდა. დღეისათვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, მაგრამ აქ მომხდარი ძალადობის ადრეულმა ფაქტებმა სამწუხაროდ საერთაშორისო ყურადღებაც მიიპყრო.

ლე სანტე(საფრანგეთი)

ლესანტე

ციხის სათაური ითარგმნება როგორც ჯამრთელობა,თუმცა აქურობა იდელური პირობებისგან ძალიან  შორსაა. 2014-2018 წლებში იგეგმება ნაწილობრივი რემონტი.

 

ალკა

ციხე-ჯოჯოხეთი. ყველაზე სახელგანთქმული ამერიკული სატუსაღო ოციან წლებში აშენდა.

გიტარამა(რუანდა)გიტა გიტა2 გიტა3

ციხე, რომელიც განკუთვნილია 400 პატიმარზე 6 000 ადამიანს “მასპინძლობს”. მიცემულ ერთი კვადრატული მეტრის პირობებში სიკვდილიანობა უკიდურესად მაღალია. ხშირია კანიბალიზმის შემთხვევებიც

დიარ-ბაქირი(თურქეთი)

დიარბაქრ

“სახელგანთქმული” თურქული ციხე. ხშირია სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობა.

ADX Florence(აშშ)

აქე

პატიმრებს გამოლაპარაკებაც კი ეკრძალებათ, რაც მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის საშუალებად შეიძლება მივიჩნიოთ.

ელ როდეო (ვენესუელა)

ელროდეო

ჩავესის დროს გაიზარდა პატიმართა რაოდენობა . 50 000 ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. აქ 2011 წელს მოხდა ბანდებს შორის უსასტიკესი შეჯახება, რომლის ჩაცხრომას მთელი თვე დასჭირდა.

ლა საბანიეტა(ვენესუელა)

ლა საბანიეტა

პატიმრებს ელემენტარული სამედიცინო დახმარებაც კი არ აქვთ, რაც იწვევს სიკვდილიანობას.

ბანგ კუანგი(ტაილანდი)

ბანგკვანგი

ციხეში მოხვედრიდან პირველივე თვეს ადამიანები თავის მოკვლას ცდილობენ. პერსონალი თითქმის არაა , საშინელი პირობები და მსჯავრდებულთა დაუცველობა.

თადმორი(სირია)

თადმორი

1980წელს ასადმა  ყველა აქ მყოფი პატიმრის სიკვდილით დასჯა ბრძანა. სასაკლაო 2 კვირა გრძელდებოდა.

კარანდირუ(ბრაზილია)

კარანდირუ

ერთი ამბოხების დროს 1300დე პატიმარი იქნა ლიკვიდირებული.

22-ე ბანაკი(ჩრდილოეთ კორეა)

22

კორეაში მდებარე პოლიტპატიმართათვის განკუთვნილი ციხე, სადაც ხშირად ტარდება პატიმრებზე ექსპერიმენტები.

0 კომენტარი:
0