მთავარი გვერდი 3D სკანირების შესაძლებლობები შესაძლოა სმარტფონებში დამკვიდრდეს

3D სკანირების შესაძლებლობები შესაძლოა სმარტფონებში დამკვიდრდეს

ბლოგერი: OLD ALO

ტელეფონებმა შეითავსეს ფოტო, ვიდეო აპარატების, მუსიკალური პლეირების ფუნქცია. ახლა შესაძლოა მათ 3D სკანერებიც კი ნაწილობრივ ჩაგვინაცვლონ.

“ETH Zurich” ტექნიკურ ლაბორატორიაში შვეიცარიელმა მეცნიერებმა შექმნეს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც სმარტფონს შეეძლება რეალური ობიექტების სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა, რომლის დაბეჭვდა 3D პრინტერით მოხერხდება.

პროგრამა მუშაობს როგორც ქუჩის განათების, აგრეთვე შენობების,  ჩაბნელებული ოთახების პირობებში. მომხმარებელმა  გადაღების გაჩერების გარეშე რამდენიმე რაკურსიდან კადრის დაფიქსირება უნდა მოახდინოს, რომლის შემდგომ დამუშავებასაც ინტეგრირებული სენსორები უზრუნველყოფენ.

სმარტფონის გრაფიკული პროცესორი მოდელისთვის საჭირო გადათვლებს უზრუნველყოფს. მომხმარებელს კი შეეძლება რამდენიმე მხრიდან სურათის სურათის დათვალიერება ან იმ რაკურსების ხელახლა დაფიქსირება, რომელიც ზუსტი არ გამოვა.
წყარო

0 კომენტარი:
0