ჰერაკლიონი ელინისტური ეგვიპტის განვითარებული ქალაქი იყო. აქ გამეფდა ლეგენდარული კლეოპატრა. ელენეს მოტაცების შემდეგ კი პარისმა დროებით ჰერაკლიონს შეაფარა თავი.
ქალაქი დიდი სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც კონცენტრირდებოდა ეგვიპტეში შემოსული საქონელი. აქაურები პომპეზურ ცხოვრების წესს მისდევდნენ,თუმცა ბუნებრივმა კატასტროფებმა ყველაფერი იმსხვერპლა.
მეცნიერები დღემდე კამათობენ ქალაქის ტრაგედიის მიზეზებზე. სავარაუდოდ დიდი მიწისძვრის შედეგად წარმოშობილმა უზარმაზარმა ზღვის ტალღებმა აღნიშნული ტერიტორია ჩაძირა
აქ აღმართული იყო ეგვიპტელი ღმერთების ტაძრები, რომელთა აღწერაც მოცემულია ჰეროდოტეს და სხვა ცნობილ მემატიანეთა ნაშრომებში.
დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი არაფერი იყო, მაგრამ ცნობილმა მკვლევარმა ფრანკო გოდიომ მოახერხა მისი აღმოჩენა
ნაპოვნია უძვირფასესი ისტორიული მასალა.
You must log in to post a comment.