მეოცე საუკუნის ადამიანების ფანტაზიებში “ბერმუდის სამკუთხედს” ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა. ტერიტორია, სადაც გემები, თვითმფრინავები უკვალოდ ქრებიან მეცნიერთა და თუ მითების მოყვარულთა საყვარელი თემა იყო
და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე ყველაფერი გარკვეული არაა.
“ბერმუდის სამკუთხედად” იწოდება ატლანტიკის ოკეანეშე მდებარე რაიონი, სადაც დაფიქსირდა გაუჩინარების ფაქტები.
სკეპტიკოსები ცდილობენ მოგონილი ისტორიები გააქარწყლონ.
ისინი ასაბუთებენ, რომ “სამკუთხედში” მოხდარი უცნაურობათა რაოდენობა სხვა ზონებში ფატალურ კატასტროფათა ოდენობას არაფრით აღემატება. ხშირად ადამიანური შეცდომები კატასტროფათა მიზეზებს განსაზღვრავს, მაგრამ პარალელურად ჩნდება ” ბერმუდთან” დაკავშირებული ახალი ინფორმაციები:
-რამდენიმე თვის წინ, საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა აქ არსებული ჩაძირული ქალაქის შესახებ.ასევე ბიოლოგთა მონაცემებით, სამკუთხედის არეალი მდიდარია ე.ე ბაქტერიოფაგებით(ბაქტერიებთან მებრძოლი ადამიანისათვის უხიფათო ვირუსებით)
მითი “ბერმუდიას სამკუთხედის” შესახებ პირველად ასოშეითედ პრესის ჟურნალისტმა ბერნსმა გააჟღერა. სახელწოდება კი ვინსენთ ჰადისმა მოიგონა. შეიქმნა დიდი რაოდენობით წიგნი და წერილი, სადაც ავტორები ზეფატასტიურ ელემენტებსაც ამატებდნენ.
სინამდვილეში გარკვეული ფაქტები ნამდვილად მოხდა, ადგილი ქონდა რამდენიმე პარადოქსულ გაუჩინარებას, მაგრამ სკეპტიკოსების მტკიცებით, შესაძლებელია მეცნიერულად ყველაფრის ახსნა.
ყველაზე ცნობილი ინციდენტია ევენჯერების მეცხრამეტე გადაფრენაა, რომლის დროსაც ყველა ევენჯერი უკვალოდ დაიკარგა და მათ გარდა, დაბრუნება დასახმარებლად გამოსულმა თვითმფრინავმაც ვერ მოახერხა.
ოფიცერ ტეილორის მეთაურობით საჰაერო რაზმს ორიენტაცია აერია. ისინი ვერ ხედავდნენ მიწას და აპარატურაც დაუზიანდათ. მისტიფიცირება ერთი რადიომოყვარულის ფრაზამ გამოიწვია, თითქოს მეთაურმა რადიოსიგნალის დასასრულს უცხოპლანეტელებზე მიანიშნა,თუმცა ოფიციალური ცნობებით ეს არ დასტურდება.
იყო ხომალდების გაქრობის სხვა ცნობილი შემთხვევებიც:1951 წელს დაიკარგა სატვირთო გემი “სანდრა”,თვითმფრინავი ს-119 და ა.შ. გვამები და ნამსხვრევები არ მოიძებნა.
არსებობს ათეულობით ჰიპოთეზა . შემოგთავაზებთ მხოლოდ რამდენიმეს:
ა) ესაა მოგონილი ისტორიები და ფანტაზიათა შედეგი.რაც მოხდა კი განაპირობა ადამიანების შეცდომებმა. დამთხვების ალბათობაც დიდია ანუ მითი ბერმუდის სამკუთხედის შესახებ უტრირებულია
ბ)წყალქვეშა მიწისძვრები
პოლონელი მეცნიერის კორხოვის მტკიცებით, ბერმუდის სამკუთხედში შესაძლოა ადგილი ქონდა წყალქვეშა მიწისძვრებს, როდესაც ტალღა დიდ სიმაღლემდე აღწევს, ფსკერზე მიათრევს ყველაფერს და სწრაფად ჩერდება;
გ)წყალქვეშა ცივილიზაციები(ატლანტები და ა.შ)
დ) უკიდურესად დაბალი ბგერითი სიგნალები, რომლებიც აგიჟებენ ადამიანს, ეკარგებათ თვითკონტროლი და ტრაგედიაც გარდაუვალი ხდება;
ე)ურთიერთსაწინააღმდეგო დინება;
ვ)წყალქვეშ გაზის ღრუბლების შექმნა და ფატალური შედეგი.ეს ვერსია საკმაოდ გავრცელდა და მეცნიერებში პოპულარული გახდა.არსებობს მეთანის გაჟონვის თეორიებიც.
ზ) გამოუკვლეველი წყალქვეშა ცხოველების თავდასხმა;
თ)პათოლოგიური ზონა,ატმოსფერული აფეთქება და ა.შ ;
ი) მაგნიტური ანომალია და კიდევ უამრავი მოსაზრება, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება
დასასრულს, გთავაზობთ რამდენიმე ფილმს რუსულ და ინგლისურ ენაზე . გახსენით სასურველი სპოილერი
[wpspoiler name=”national geografic” ][/wpspoiler]
[wpspoiler name=”Тайны Бермудского треугольника” ][/wpspoiler]
[wpspoiler name=”bbc” ][/wpspoiler]
[wpspoiler name=”Bermuda Triangle : Secrets and Mysteries of the Bermuda Triangle” ][/wpspoiler]
You must log in to post a comment.