ვაგრძელებთ ვირტუალურ მოგზაურობებსს საქართველოს რეგიონებზე. ამ ეტაპზე პოსტები უფრო კომპილაციური სახისაა. რაიონების შესახებ ინფორმაციებს შემდეგში უფრო გავშლით და იმედი გვაქვს, თქვენც ინფორმაციებით დაგვეხმარებით.
გურჯაანი
გურჯაანი კახეთის შუაგულში მდებარეობს. აქაური ადამიანის სახე კარგადაა ასახული ლეგენდარულ ფილმში „ჯარისკაცის მამა“. ღირსების, შრომის, ვენახისა და სტუმრის პატივისცემა ადგილობრივი მოსახლეობის სავიზიტე ბარათია.
გურჯაანის შესახებ სამოყვარულო ვიდეო
გურჯაანობა 2013 მუნიციპალიტეტის ფეისბუქი
მცირე ცნობა ვიკიპედიიდან:
ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით იგი შედიოდა თელავის მაზრაში, 1930-დან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია.
მოსახლეობის რაოდენობა — 73 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 86 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 29 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 29 სოფელი. დიდი სოფლებია: გურჯაანი (5,2 ათასი), ველისციხე (6,2 ათასი),კარდანახი (5,8 ათასი).
თემის საკრებულო — 8: არაშენდის (დარჩეთი, ზიარი, ქოდალო), ახაშენის (ზეგაანი, მუკუზანი), ბაკურციხის (კოლაგი), ვაჩნაძიანის (კახიფარი), კაჭრეთის (მახარაძე, ჩუმლაყის (ყიტაანი), ჭანდარის (ძირკოკი), ჯიმითის(ნანიანი);
სოფლის საკრებულო — 10: გურჯაანი , ვაზისუბანი, ველისციხე, ვეჯინი, კალაური, კარდანახი, მელაანი, შაშიანი, ჩალაუბანი, ჭერემი.
დამატებითი ინფორმაცია ადგილობრივი სოფლების შესახებ:
http://gurjaani.ge/municipality/page/2/
სურათების წყარო http://gurjaani.ge/
გურჯაანი წარმოუდგენელია ღვინის გარეშე
საერთაშორისო მაშტაბის ღვინო”მუკუზანი”
გურჯაანში მდებარეობს უნიკალური კურორტი ახტალა,სადაც მკურნალობა ტალახის საშუალებით წარმოებს.
გურჯაანი მდიდარია ხუროთმოძვრების ნიმუშებით. ამჯერად მხოლოდ ერთ გამორჩეულ ხელოვნების ნიმუშს „გურჯააანის ყოვლაწმინდას შევეხებით. მერვე საუკუნით დათარიღებული შედევრი გამოირჩევა ტრადიციული ნაგებობებისაგან. ისაა ერთადერთი ორგუმბათოვანი ეკლესია ნაშენები მეზობელი სოფელში მდებარე სამშენებლო მასალისგან. მართალია ძეგლის შესახებ წყაროები ნაკლებად მოგვეპოვება,მაგრამ მისი ისტორია უმნიშვნელოვანესი ფურცელია საქართველოს ხუროთმოძღვრების მატიანესათვის
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი
ვაჩნაძიანთა ყველაწმინდა
ზეგანი
გურჯაანის სახელწოდების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით უკავშირდება თურქულ სიტყვა”გურჯს”(გურჯთა საცხოვრებელი
სურათებზე ადევს ალო.ჯის ნიშანი,რომელიც სკრიპტმა დაადო. პატივს ვცემთ ფოტოგრაფთა შრომას და მითითების შემთხვევაში საიტიდან ან ამოვიღებთ ან მივითითებთ ავტორთა ვინაობას
You must log in to post a comment.