უჯარმა საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ისტორიული შედევრია, რომელიც შესაძლებლობას გვაცნობს გავეცნოთ ძველი ქართული საფორტიფიკაციო ნაგებობათა თავისებურებებს, ადრეული ციხე-ქალაქების პერიოდსა და მისი დაცემის მთელ დრამას.
უჯარმა თბილისიდან საკმაოდ ახლოა. მდებარეობს გარე კახეთში(საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) . მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე გორა შეირჩა მისი სტრატეგიული მდგომარეობის გამო, რადგანაც წარმოადგენდა მდინარე იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ ზოლს, ერწო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს.
სავარაუდოდ აქაურობა ძველ პერიოდიდან იყო ათვისებული. ციხის შენება ქართული წყაროების მიხედვით ასფაგურ მეფემ დაიწყო, ხოლო უჯარმის რეალური ისტორია მტკიცედ უკავშირდება ვახტანგ გორგასალსა და მის მემკვიდრე დაჩის (მეხუთე საუკუნე). ზუსტად ამ პერიოდში მისი მნიშვნელობა გაიზარდა. დროებით აქ განთავსდა სამეფო რეზიდენცია და დიდმა მეფემ თავისი ცხოვრება აქ დააასრულა.
უჯარმა ხშირად იწოდება “ჯვარპატიოსნის ციხედ”
ვახტანგის პერიოდში მას არ ქონდა მარტო საფორტიფიკაციო მნიშვნელობა. ეს იყო ახალი ციხე-ქალაქი, რომელიც იმ პერიოდის სამეფოს ცენტრი ხდება. შემდეგში მისი მნიშვნელობა ეცემა. ის ვერ შენარჩუნდა და მალე დაკარგა თავისი ფუნქცია
აღნიშნულს 914 წელს არაბ აბულ კასიმის შემოსევამ ხელი შეუწყო , თუმცა შემდგომ პერიოდში გიორგი მესამემ ციხე აღდგინა და თავისი განძის საცავად აქცია, აქაურობას აღარ დაბრუნებია ძველი დიდება.მონღოლების შემოსევის შემდეგ უჯარმას ნგრევის პროცესი გაძლიერდა.
გვიან შუა საუკუნეებში უჯარმას ჩოლოყაშვილები ფლობდნენ. გარკვეული სამუშაოების მიუხედავად მალე საბოლოოდ გავერანდა. უჯარმა ქართლის სამეფოს ადრე შუა საუკუნეების ცხოვრების ანარეკლია, რომელიც მოიცავს რამდენიმე პერიოდის შენობებსა და ნაგებობს :
ა) ადრეული პერიოდი;
ბ) ვახტანგის ეპოქა
გ) გვიანი შუა საუკუნეები
მისი ნანგრევები მაინც იძლევა საშუალებას გადავხედოთ ამ მნიშვნელოვან არქიტექტურულ დანატოვარს.
მისი კონსტრუქცია ორ ნაწილად იყოფა
ა) ქვედა ციხე(ქალაქი),
ბ) შიდა ციხე
-შიდა ციხეში მდებარეობს სასახლის ნანგევები. (შენობა 2 სართულისგან შედგებოდა , სულ რამდენიმე ოთახს მოიცავდა);
– წმინდა რაჟდენის სახელობის ეკლესია “ჯვარ-პატიოსანი”, ახალი ეკლესია, რომელიც ძველზე დააშენეს;
– გალავანი;
-მცირე და დიდი ზომის წყალსაცავი
– კოშკები, რომელთა კონსტრუქცია შიგნით არსებულ საცხოვრებელ ოთახებზე მეტყველებს, სადაც ციხის მცველები იმყოფებოდნენ. კოშკები სხვადასხვა ზომისაა და მათი პროპორციულობა მაშინდელი პერიოდისათვის საკმაოდ მაღალი სტანდარტებითაა გამორჩეული.
სოფელი უჯარმა ძველი ციხე -ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის იქითაა განლაგებული. აქ 500-დე ადამიანი ცხოვრობს
საინტერესოა უჯარმასთან დაკავშირებული ერთი თქმულება:
-ვიღაც რუსს უჯარმასთან დიდი განძი უპოვა. მაშინ მეფისნაცვალს აქ გამოუგზავნია რაზმ , რომელმაც აქაური ნივთები თან წაიღო. უჯარმა დღესაც გვინახავს ვახტანგ გორგასლის ანარეკლს, გიორგი მესამის სიმდიდრის ისტორიას და ბევრ საიდუმლოს, რომელიც ასეთ ტერიტორიებს თან ახლავს
გთავაზოვთ ვიდეოებს და სასარგებლო წყაროებს :
https://www.youtube.com/watch?v=lvfl9RImNUk
http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/u/ujarma.html
http://dzeglebi.com/view.php?id=59
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90
http://novators.ge/pages/dzeglebi.php?id=35#.U8KIdlPBCuE
გალერეა:
You must log in to post a comment.