მთავარი გვერდი პერსონალური ბლოგებილაშას დღიური პარალელური ისტორია

პარალელური ისტორია

ბლოგერი: Lasha_Mebonia

ჩვენ ერთ დიდი გველეშაპის მუცელში ვცხოვრობდით, სადაც პატიმრებისთვის გამოყოფილი 15 საკანი იყო. ერთი დიდი, სხვები შედარებით პატარა

საქართველო გველეშაპის მუცელში 3 წლიანი ეფემერული დამოუკიდებლობის შემდეგ აღმოჩნდა. გამოუცდელი, იმპულსური და  მეამბოხე…..

ბალტიისპირელები კი მეორე დიდ ვეშაპთან შეთანხმებამ იმსხვერპლა. მუდმივად ქონდათ ისეთი ქცევა, მათი სამყარო რომ გვესიმპათიურებოდა.  გვინდოდა გაგვეგო, დავმსგავსებოდით.

ჩვენნაირი პატიმრები იყვნენ, ოღონდ ტუსაღობას ვერ ეჩვეოდნენ და ევროპაც ვეშაპს მათ ანექსიას მუდმივად ახსენებდა.

გავიდა წლები….

ვეშაპის ჯამრთელობა შეირყა. დაიგეგმა მისი გარდაქმნის სპეცოპერაცია.

ბალტიისპირელებმა  ვეშაპის პარლამენტში თავიანთი ნიჭიერი წარმომადგენლები გაგზავნეს, ქართველებმა კი მეწინავე მეჩაიეები, ვიღაც დელეცი და რა თქმა უნდა  ვეშაპის გენერალი.

ბალტიისპერელები საქმეზე ლაპარაკობდნენ, ქართველები კი დუმდნენ …ჰო , ხანდახან მოვალეობის მიზნით ვიღაც სიტყვას ხათრით თუ იტყოდა…. ისიც თუ  მიტინგებიდან ხალხი  შეაწუხებდათ.

ბალტიელებმა საკუთარი პარლამენტი აირჩიეს, ქართველებმა კი  მიტინგები, გაუთავებელი მანიფესტაციები.  ადგილობრივ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და სამაგიეროდ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები გაუგებარ ხალხს  საეჭვოდ ჩაბარდა. ეცოდებოდათ ქართველ „ეროვნულებს“ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. იქ ხომ სკონსტიტუციური რეფორმების გზა აირჩიეს …

რაა მამული ჯიგრული აბსტრაქტული  გეგმების გარეშე, როდესაც მეგაფონებით მაგიურ დაუმორჩილებლობაზე ბღავი?!

ბალტიისპირეთში რუსეთის შექმნილ  მეხუთე კოლონას –  ინტერფრონტს ეროვნული თანხმობით დაუპირისპირდნენ, საქართველოში კი ყველა პოლიტიკანმა თავისი პარტიული კანტორა  შექმნა.

ბალტიელებმა ყველა დადებული ნაღმი გათვალეს, ქართველებმა აფხაზეთში პარტიული კინკლაობები მოაწყეს, ხოლო მტერი კი ამ დროს ცუდი გეგმებისთვის ემზადებოდა.

ვეშაპის მუცელი გაიპო. ყველამ თავისუფალი ცურვა დაიწყო. ბალტიისპირეთმა ზღვაში  შეცურა, თავისი ხომალდები გააუმჯობესეს, ჩვენ  კი მოვაწყვეთ პუტჩი, დავამხეთ კანონიერი ხელისუფლება.

ბალტიელებმა რენეგატი ბურუკიავიჩუს-რუბიქსები ციხეებში ამოალპეს, ჩვენ კი დავკარგეთ ტერიტორიები.

ბალტიელები ველურ ვეშაპს საბოლოოდ მოშორდნენ, ჩვენ კი 20 წელია ერთ ადგილს ვტკეპნით.

იქ დღესაც თავიანთ პერსპექტივაზე  ფიქრობენ, ჩვენ კი მეტნაკლები აღმაფრენით ერთმანეთს  ვუტევთ.

შოუ გრძელდება, უკვე გამოცდილებაც მივიღეთ, მაგრამ ვერაფრით გავიგეთ , რომ ქვეყნის დამშვიდების, სტაბილური პოლიტიკური გარემოს დროა!!

ჩვენც გვინდა ვეშაპს მოვცლდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვეშაპის მუცელში ყოფნის მენტალიტეტიდან ვერ განვთავისუფლდით. დროა, დროა უკვე….

0 კომენტარი:
0

Related Posts