ჯვარში მეზობლებმა დამპატიჟეს. პირველად ვიყავი და ერთობ კონტრასტული შთაბეჭდილება დატოვა: აპოკალიპსის ჟამის დროინდელ ქალაქში თავი, ამავდროულად ადვილად შეინიშნება საბჭოთა ეპოქისა და ოთხმოცდაათიანი წლების კვალი. აქაურობა მოუვლელია, ძალიან ბევრია მიტოვებული დაწესებულებანი. კორპუსებში ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ადვილად შეინიშნება ფანჯრებჩამტვრეული ბინებიც.
მართალია, ცხოვრება ჩვეულობრივად მიდის, თუმცა ვერ ვიტყოდი ასეთი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს. სახელმწიფომ მეტად უნდა იფიქროს რეგიონალური ცენტრების განვითარების გეგმაზე. როდესღაც ხომ უნდა ამოვიდეთ შეშებისა და გაჩერებული ლიფტების ქალაქის სტატიკური მდგომარეობიდან?
ლიფტი შეშის საცავი გამხდარა
შორიდან მეგრული სოფლის სახლებიც ჩანს. საცხოვრებლად მშვენიერი ადგილიას
კორპუსების ნაწილი 80-ნ წლებში აშენდა. ენგურჰესის ბუმი ჯვარზე პირდაპირ აისახა. ჯვარი ახალ საწარმოებს უცდის. მცირე წარმოების ხელშეწყობა აქაურობას ახალ სიცოცხლეს აჩუქებს.მთებში ჩასმული სტრატეგიული ქალაქი სიმახინჯესტან არ უნდა მეზობლობდეს
ჯვარი მთლიანად წარმოებაზე იყო დამოკიდებული. დანგრეულ საწარმოებში იძულებით გადაადგილებული მოსასახლეობა შესახლდა
აქ დაახლოებით 5000 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ენგურჰესთანაა დაკავშირებული, აქვთ თავიანთი მცირე ბიზნესიც და უმრავლესობას თხილის ნაკვეთები მიმდებარე სოფლებში. ხალხი ტრადიციულად სტუმართმოყვარეა, მშრომელი. ქალაქი კი…..უკომენტაროდ