სამყაროს მოცულობიდან გამომდინარე არამიწიერი ცივილიზაციის შესაძლებლობა დიდია და მკვლევართა ნაწილი 2040 წელს ჩვენს “შეხვედრას” ელის, მაგრამ ვგავართ კი ერთმანეთს? რამდენად მართებულია ვივარაუდოთ, რომ ისინი ადამიანის მსგავსი არსებები არიან?! მეცნიერთა დიდი ნაწილი თეორიულ ალბათობასაც კი კატეგორიულად გამორიცხავს
პირველი მიზეზი გრავიტაცია
გრავიტაცია ორგანიზმის განვითარების განმაპირობებელი არსებითი ფაქტორია. ის განსაზღვრავს სულიერი ადამიანის ზომას და განაპირობებს მათ ადაპტაციას გარე სამყაროსთან. ევოლუციის ისტორიის თანახმად, ხმელეთზე “გადმოსული სულიერები” შესაბამისი ორგანიზმით აღიჭურვნენ, განუვითარდათ კიდურები, რთული ჩონჩხი და ადაპტაციისატვის აუცილებელი სხვა ელემენტები.
გრავიტაციას გააჩნია განსაზღვრული დიაპაზონი ხელი შეუწყოს ატმოსფეროს და პარალელურად სულიერ სამყაროს შეუნარჩუნოს არსებობის შანსი. დიაპაზონის ვარირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის მნიშვნელოვანი ცვლილებები.
თუ ვივარაუდებთ, რომ დედამიწის გრავიტაცია ორჯერ შემცირდება, ეს არ ნიშნავს ადამიანები ჯუჯებს დავემსგავსებით, უბრალოდ გაქრება ორფეხიან ადამიანთა გენეზისის ალბათობა, ადაპტირებისთვის სასურველი ზომა შემცირდება, გამსხვილდება ძვლის ფართობი, რომელიც გრავიტაციისთვის აუცილებელი გახდება.
ორჯერ შემცირების შემთხვევაში უკუეფექტს უნდა ველოდოთ: აღარ იქნება საჭირო კუნთოვანი სისტემა, გაიზრდება არსებათა მაშტაბები.
ყველა დეტალის ზუსტი დადგენა მეცნიერებას არ შეუძლია, მაგრამ ყოველივე ეს აუცილებლად იმოქმედებდა გარე ცივილიზაციებზეც (თუ ისინი არსებობენ)
განსხვავებული ატმოსფერო
ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია იწვევდა უფრო მსხვილი ცხოველების არსებობას დედამიწაზე. 35 %-დან 21 %-დე შემცირების შედეგად ბუნება შეიცვალა, ზომები მკვეთრად განსხვავებულია. თუ 14 % ბუნებაზე ასეთ სერიოზულ ცვლილებას ახდენს, წარმოიდგინეთ უფრო არსებითი სხვაობა…..უჟანგბადო ცხოვრებაზე ხომ საუბარიც კი არაა. ყოველივე ეს მილიარდობით თეორიის ალბათობას ქმნის. დედამიწაზე აღმოჩენილია ორგანიზმები, რომელთაც ჟანგბადი სულ არ ესაჭიროებათ.ასე რომ ამის თეორიული დაშვება მოგვიწევს და ეს სავსებით ჯდება მეცნიერული ანალიზის კონტექსტში.
ქიმიური ელემენტები
დედამიწა ფლობს სამ იდენტურ ბიოქიმიურ თავისებურებას: ნახშირბადი, წყალი და დნმ, მაგრამ დავუშვათ სხვა პრინციპები. ნახშირბადი იწვევს რთული ბიოლოგიურ მოლეკულათა ფორმირებას. შესაძლოა სხვა წყარო იყოს. ასე რომ …..
წყლის აუცილებლობა
წყალი ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა: ის განაპირობებს ჩვენს სიცოცხლისუნარიანობას,მაგრამ წყლის შემცვლელი შეიძლება გახდეს თხევადი ამიაკი, თხევადი მეთანი. ამ პირობებში კი ცხოვრება სრულად განსხვავებულ ფორმას მიიღებს
დნმ
დნმ გენეტიკური ინფორმაციის შენახვის არსებითი ელემენტია. მეცნიერები მის ალტერნატივის ალბათობას აღარ გამორიცხავენ . დედამიწაზე ცხოვრება 22 ამინმჟავის სხვადასხვა კომბინაციაა, რაც იწვევს პროტეინის წარმოებას, მაგრამ ბუნებაში არსებობს ასეულობით სხვა ამინომჟავები.შესაძლებელია მათი ხელოვნური წარმოშობაც. ასე რომ უცხო ცივილიზაცია თეორიულად შეიძლება ფლობდეს “სხვა დნმს” და ამინმჟავებს
ცხოვრების სხვა პირობები
იმის მიხედვით როგორია პლანეტის გარსი, პლანეტის გარემო პირობები შესაძლოა იყოს სტაბილური და ცვალებადიც. თითოეული პლანეტა ბადებს თავის უნიკალურ ხასიათს. დედამიწაზე ესაა ტუნდრა, სტეპები, უდაბნო, წყალი და ტყეები ტავიანთ ვარიაციებთან ერთად, მაგრამ როგორი იქნება სხვა პლანეტებზე? იარსებებს ერთი თუ სხვადასხვა ეკოსისტემა? ჩვენტან ხომ თითოეული მათგანი ტავის კანონზომიერებებს მოიცავს.
დელფინი და ადამიანი ერთ პირობებში ვერ ცხოვრობს ანუ ყველა ცოცხალ არსებას თავისი პირობები ესაჭიროება.
ისინი შეიძლება ჩვენზე უფროსები იყვნენ
თუ დავუჯერებთ აზრს, რომ რომელიმე ცივილიზაია ჩვენზე გონიერია, იგულისხმება ისინი ჩვენზე უფროსები არიან ანუ შესაძლოა ასაკობრივი სხვაობა მრავალი მილიარდი წლით განისაზღვროს.
არამიწიერ ცივილიზაციებს აქვთ მეტი დრო ევოციური პროცესების კონტროლისთვის ეი ტექნოლოგიური თვალსაზრისით შეეცვალათ ფიზიკური აღნაგობა, საჭმლის მოთხოვნილება. ბიოინჟინერიას თეორიულად შეეძლო ორგანიზმისთვის ძალიან სპეციფიური სახე მიეცა.
მოხეტიალე პლანეტები
მზე ფოტოსინთეზის წყაროა, მის გარეშე არსებობა შეუძლებელია: დედამიწა ყინულად დაიფარება, მაგრამ ჩვენს გარშემო არის 200 მილიარდობით მოხეტიალე პლანეტა: ისინი არ ბრუნავენ ვარსკვლავთა გარშემო. იქ კი თეორიულად შესაძლოა სიცოცხლე იყოს, უფრო მარტივი ფორმებით და მაინც…. ან სულაც ქონდეთ სითბოს გამომწვევი შინაგანი ძრავი.
ცხოვრების არაბიოლოგიური ფორმები
მაგალითად რობოტები ან ხელოვნურად შექმნილი რობოტექნიკა. თვით ადამიანიც შეიძლება შეიძლება ასეთ განვითარებამდე მივიდეს, შევიცვალოთ რა სხეული უფრო დახვეწილი მასალით.
შემთხვევითობის ფაქტორი
რა იქნებოდა დედამიწაზე რომ არ გადაშენებულიყვნენ დინოზავრები? განვითარდებოდით თუ სხვა ტიპის ევოლუციური პროცესი წავიდოდა? არსებობს მრავალი ვარიანტი. ასე რომ ადამიანის მსგავსი გონიერი არსებების ფორმირების ალბათობა თუნდაც ამ მომენტის გამო მინიმუმამდე დადის
ავტორი ნიკოლოზ ხიჟნიაკი
You must log in to post a comment.