დიდი ხანია მინდოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი დამეთვალიერებინა. ვამჯობინე ე.წ “ფბ ლაივი” და პირდაპირი ჩართვის მეშვეობით ყველა “ფრენდსაც ” მივეცი შესაძლებლობა საინტერესო ექსპონატებს შორიდან გაცნობოდნენ. მსურველებმს ჩანაწერი ოფლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ ნახოთ, მასპინძლობას კი იგორ ფიჩხაია გვიწევს 🙂
ბლოგის ფორმატი მუზეუმის დეტალურ აღწერას ვერ უზრუნველყოფს. შესაძლებლობის შემთხვევაში აუცილებლად ეწვიეთ, ეს კი ამ მუზეუმის ფეისბუქ-გვერდია
მუზეუმის თანამშრომლებს ენთუზიაზმი არ აკლიათ. თითოეული მათგანი იმდენად გულით და სულით საუბრობს ნებისმიერ ექსპონატზე, რომ შეუძლებელია მნახველზეც ზემოქმედება არ მოახდინოს. შეგახსენებთ, მუზეუმი განთავსებულია წმინდა გიორგის ქანდაკების პირისპირ.
ხარისხი და ანარეკლი არ გაგიკვირდეთ. სტენდს გადავუღე . მუზეუმში რამდენიმე ასეთი ვიზუალური მასალაა
საინტერესო მასალა უძველესი ეპოქიდან
ქვის იარაღი
თევზის ფორმა მომაგონა. მაინტერესებს თქვენი აზრი. ექსპონატი კი უნიკალურია და შემდგომ კვლევას საჭიროებს.
ქვევრ-სამარხი ნაფიჩხოვოდან
კაჟისა და ობსიდიანის იარაღები
სამარხში აღმოჩენილი საინტერესო მასალა. ქვედა სურათი მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესსს იწვევს, ნახაზების ფორმა კი კამათს.
ანდეზიტი -ვულკანური ქანი
შორეულ წარსულში მოგზაურობა
უცნობი წმინდანი ოცინდალედან
ოსინდალეზე ცალკე ვისაუბრებთ 🙂
შრომის გარეშე აბა რა გამოვიდოდა?:)))
აქ თავს ძველი კნიაზივით იგრძნობთ:)
რამდენიმე ეპიზოდი თავადების ცხოვრებიდან
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
ოდა
სასახლის კარები(მეჩვიდმეტე საუკუნე)