მთავარი გვერდი პერსონალური ბლოგებილაშას დღიური ოპტიმიზმი?

ოპტიმიზმი?

ბლოგერი: Lasha_Mebonia

2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობას უნდობლობა გამოუცხადა. ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. საბოლოოდ კი მან მიიღო წინა ხელისუფლებებისათვის დამახასიათებელი ბევრი თვისება.

კონკრეტულად რა?

  • სახელმწიფო სისტემა არ შეცვლილა. მართალია, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელზე თითქოს გადავედით, თუმცა რეალურად კვლავ „ერთი კაცის“ გარშემო ბრუნავს სამყარო. …. 😉
  • პოლიტიკურმა პარტიებმა ჭკუა ვერ ისწავლეს– უკვე default მოდელად იქცა ე.წ მმართველი პარტია ატომიზირებული სუბიექტების გარემოცვით + „მტრის ხატი“- ეს სისტემა  ქვეყანას შავ ჭირად ექცა იმ პერიოდიდან, რაც არსებობს პირობითი  მრავალპარტიულობა:
  • სისტემის პირველი ელემენტია – ხელისუფლებასთან ასოცირებული მმართველი ძალა („კომპარტია„ , „მრგვალი მაგიდა„, „ხუნტა“, „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“)
  • მეორე ელემენტი– ანტაგონისტური ოპოზიცია ( „არაფორმალები“, „ზვიადისტები“, ოპოზიცია მთლიანად, „ნაცები’)

მეორე ელემენტის წიაღში თუ გარეთ- ფსევდომრავალპარტიულობა იმპოტენტი ჯგუფების თუ ლიდერების სახით.

საუბარი უკვე შეიძლება გარკვეულ კანონზომიერებზე, რაც პოლიტიკურ მეცნიერებათა რეალურმა მცოდნეებმა უკეთესად შეიძლება გაარკვიონ. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი-იდეოლოგიზირებული ბრძოლას ეტაპობრივად,  ნელ-ნელა ეცლება ფასეულობათა სისტემა და ვიღებთ ელიტისა და კონტრელიტის დაპირისპირებას სკამებისათვის. გარდა ამისა, ელიტის დეგრადაციის დონე წინამორბედზე უფრო სწრაფი ტემპით მიდის.

ნელ-ნელა კონფორნტაციას აკლდება ხალხის ფაქტორი, თუმცა ყველაზე მეტად ზუსტად უბრალო ადამიანებზე ტყდება ჯოხი: ისინი ირჩევენ, იმედები უცრუვდებათ, არსებობს თმენის, უალტერნატივობის განცდის, ხოლო ბოლოს კი მაცთუნებელი მწვავე პროტესტის რეაქცია.

გამონაკლისია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება, რომელსაც ძველი ნომენკლატურული ოლიგარქია პირდაპირ აუჯანყდა…. გამოიყენა რა გულწრფელი თუ ნახევრად გულწრფელი ძალები

ელიტის შემადგენლობაში ყოველთვისაა გულახდილი პერსონები, ვისაც ჯერა ან ბოროტად სარგებლობენ არსებულით და ე.წ მიტმასნილები. ტრადიციულად წინამორბედის დამხობა „გულწრფელების“  ბლოკირებაში გამოიხატება, სხვები? თავისუფლად ახერხებენ მანევრირებას …..

ანალოგიებს ვერავინ უარყოფს და მგონი უნდა დავფიქრდეთ ეს ყოველთვის ასე რატომ ხდება (მცირეოდენი განსხვავებებით)

თუ „ერთი კაცის „ თემას გავყვებით, მივიღებთ  „მტრის ხატის“ პრობლემას. ზუსტად ისაა „ფასეულობა“ და არსებული ბელადის დამცველებიც საწინააღმდეგო მტრის ხატით ვირუსდებიან. საქართველოში კონცეპტუალური დისკუსიები დღემდე მხოლოდ  პირობით  სახეს ატარებს. მთავარი ხომ მტერი, მასთან ბრძოლა, მისი ნეიტრალიზირება, „მკვლელების დასჯა „ და და ა.შ „ამბებია“ ….ჩვენ ვფიქრობთ ნეგატიურად და არა პოზიტიურად….

როდესაც დღეს ვსაუბრობთ ბუა „ერთ კაცზე“,   იქვე ისიც უნდა გვახსოვდეს მისი პოსტამენტიდან გადმოგდება რამდენად გამოადგება ქვეყანას.

შეიძლება გვიყვარდეს ან არ გვიყვარდეს ივანიშვილი, მაგრამ ლოგიკურად მივყვეთ მისი „რეჟიმის“  ცვლილებების  ვერსიებს:

  • ბრუნდებიან ნაცები– იცვლება ელიტის გარსი, რევანშიზმი ყველგან და ყველაფერში, მტერიც ცნობილი იქნება. საზოგადოება კი კვლავ იკამათებს „ახალი ერთი კაცის „ გარშემო 😉
  • დაიშალა არსებული სისტემა– უბიძინოდ „ქოცები“ კიდევ მეტად სახიფათო რეალობაში გვაბრუნებენ, რადგან დარწმუნებული ვიქნებით, რომ განქოცებული ლიდერს გარშემო შეყრილი ტიპები რაიმე ფასეულობას შემოიტანენ? არა, არა და არა !
  • სხვა ვარიანტი ამ ეტაპზე არ არსებობს. თუნდაც შეიქმნას რეალური ალტერნატივა, „ბიძინაზე უკეთესი“ იქნება კი ?

ადამიანებო, არ გამიგოთ ბიძინას პასიურ მხარდაჭერას გთხოვთ. მე დაგანახეთ ის რეალობა, რომელშიც ვართ. ემოციური ანტაგონიზმი სისტემას არ ცვლის, მარტო პოსტამენტს ათავისუფლებს

არსებობს გამოსავალი? ცხადია, არსებობს….ესაა  დაუმორჩილებლობა არსებულისადმი, მისი მიუღებლობა, მაგრამ, პრინციპი უნდა გახდეს არა ნგრევა, არამედ ახლის შექმნა ან მოდერნიზაცია  არსებულის ნაცვლად.  კი, ეს დროში უფრო გაიწელება, მაგრამ სამაგიეროდ . ვერავინ წამოჯდება მოქმედ  პოსტამენტზე….

რამდენიმე წამალი, თუმცა არა პანაცეა :

-აუცილებელია მოისპოს ე.წ პარტიების არსებული მოდელი. კოოპერატივი ან ინდმეწარმე პარტია პოლიტიკური გაერთიანება არაა. პარტიები იქმნება პოლიტიკური პლატფორმის გარშემო, რაც სამწუხაროდ ჩვენი უტვინო მიდგომების გამო უკუგდებულია. დიახ, დროა მოხდეს მათი გამსხვილება, პრაიმერების სისტემის დანერგვა და შიდა პარტიული კონკურენციაც კი.

თუ აეწყობა მოდელი, ის წარმატებული გახდება! ყოველ შემთხვევაში,  უმეტეს ქვეყნებში ასე მოხდა. მემარცხენეები, ლიბერალები, ეროვნულ-დემოკრატები, ეროვნულები და ა.შ  ფასეულობებზე გადაერთეთ, ხოლო კოალიციები თუ ოპონირება უკვე  ტექნიკის საკითხია. მრავალპარტიულობის დამკვიდრება, მონსტრ პარტიასთან  კონკურენტუნარიანობა პირველი ნაბიჯია ჯერ საკუთარი ამბიციების, შემდეგ ხელისუფლების დამარცხების გზაზე.

სანამ არ გაჩნდება ახალი მიდგომების პოლიტიკური ელიტის კონტურები, თქვენ ვერასოდეს გახდებით არსებულის ალტერნატივა. ესაა სიმართლე, რასაც უნდა შევეგუოთ.  მე კი ნუ გამინაწყენდებით, იმოქმედეთ და იქნებ  გვეღირსოს ერთი პარტია მაინც…..

ამ მიმდინარე მომენტში კი  მთავარია მონიტორინგი, რათა ხელისუფლება დავაცილოთ სახელმწიფო და ბიზნეს რესურსისგან.  არჩევნებს იგებს არა მარტო  გაყალბება. უფრო  „ერთი კაცისადმი მორჩილი „ელიტის“ თავგასულობა, მოსყიდვები, მათზე დამოკიდებული რესურსების გამოყენება.  ზუსტად მედიის, პოლიტიკური სუბიექტების, ყველა ადამიანის ამოცანაა შევამციროთ და  თავი დავიცვათ ძალადობისგან ჩვენს ხმებზე, რაც ხშირად ლეგიტიმურ სახეს იღებს. მაგ: თურმე ყველა ხმა გამარჯვებულს უნდა მიუვიდეს ანუ ხმას მივცემ არანაცებს, მივიღებ კოლექტიურ ნარმანიებს . ვუწოდოთ ზუსტი სახელი- ესაა საარჩევნო კორუფცია.

იქნება ახლა ალტერნატივა? შესაძლოა, ნამდვილად არ ვიცი.

გაერთიანდით პოზიტივის გარშემო. მთავარი ივანიშვილის ან ჯღაბუს კრახი კი არაა, „უკეთესი აზროვნების“  გამარჯვებაა.

მე შევეხე მხოლოდ ერთ საკითხს, არსებობს უამრავი სხვა ასპექტიც……

0 კომენტარი:
0

Related Posts