მეოცე საუკუნის ათიანი წლები
ცარიზმის კრიზისი და იმპერიის წინაშე მდგარი სოციალური პრობლემატიკა. ….
საქართველოში სოციალ-დემოკრატია დომინირებს.
ეროვნული თემა არსებობს,მაგრამ მასების დილემა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაა და არა ფიქრი ნაციონალურ ფასეულობებზე, რომელიც პოპულარული უფრო თავადურ წრეებშია.
ეროვნულ-დემოკრატებიც კი მთავარ თეზისად ზეკლასობრივი პოლიტიკური პარტიის განვითარებას თვლიდნენ ანუ ცდილობდნენ მათდამი სნობიზმის ბრალდება არ ყოფილიყო,
ფაქტია…
თერგდალეულობამ, მიუხედავად მისი გრანდიოზული მნიშვნელობისა, უბრალო ხალხამდე ცუდად მიაღწია, მისი კონცეფციები არ გახდა ქართული სახელმწიფოს ლოკომოტივი . მემარცხენეებს მოუწიათ ჩაებარებინათ პირველი რესპუბლიკა ,სადაც თავისუფლების შენარჩუნების თემა ქვეყნის განვითარები ქვაკუთხედი გახლდათ. ვერ გაუმკლავდნენ, დამარცხდნენ…ისე კი თერგდალეულებთან უსაგნო კამათს მათგან გაკვეთილების მიღება ერჩივნათ…
საბჭოთა პერიოდი
მენშევიზმი აკრძალულია , სოციალური და ნაციონალური თემა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გადაწყვეტილადაა გამოცხადებული.
თერგდალელულთა მემკვიდრეობა ნებადართულია,თუმცა იმ პირობით რომ არ გაცდებოდა საბჭოთა ყალიბებს .
ქართულ სინამდვილეში არაპოპულარული რუსული ბოლშევიზმი სიმშვიდისათვის თანხმდება ილია ჭავჭავაძის კულტს ,რომელიც რიგითი გლეხის ცნობიერებამდეც კი აღწევს .რელიგია და ეროვნულება პროტესტის ფარული ქოლგის 2 მეტნაკლებად ნებადართული სუბიექტია.ამდენად გასაკვირი არაა, შემდეგში განვითარებული ანტისაბჭოთა კონსერვატიული იდეოლოგიის შესაბამისი საზრისი- ენა,მამული,სარწმუნოება რაციონალური ელემენტების გარეშე.
პერესტროკა, ვულკანის ამოფრქვევის ეტაპი
იმპერია მსხვრევას იწყებს. ქართული ბოლშევიკური ელიტა დროში იკარგება, ინტილიგენცია მასთანაა მიწებებული..ასეთ გაუგებრობაში დისიდენტების ვიწრო ჯგუფი ხდება ეროვნული დროშის ფლაგმანი.
ამ პერიოდში იმდენად იტაცებს ქართველ კონსერვატორებს პატრიოტიზმის თემა, საერთოდ ავიწყდებათ ეკონომიკის ფუნქცია და არათუ მემარცხენე პოლიტიკური კონცეფციები,არამედ სოციალურ საკითხებზეც მსჯელობაც კრემლის ოინებად ეჩვენებათ. თითქოს მეორდება ისტორია- საუკუნის დასაწყისში სოცდეკების მოუმზადებლობას მიმდინარე გამოწვევებისადმი, მაგრამ ამჯერად შემობრუნებული რაკურსიდან…..წინანი უკან დგებიან, უკანანი წინ…..
პოსტსაბჭოური ერა
კონსერვატიზმი მარცხდება, ბოლშევიკების მიერ აღზრდილი ნომენკლატურული ოლიგარქია ხელისუფლებას იბრუნებს ,მაგრამ იდეოლოგიად ეროვნულ თემას იტოვებს…..
შევარდნაძიზმი კორპორაციული ინტერესების აპოლოგიაა,ის შორს დგას ღირებულებებისაგან .ამდენად მისი შემდგომი ფიასკო უნდა შეფასდეს კლეპტოკრატიის კრახად,
მისი „ნაცმო“ მემკვიდრეები მხოლოდ სიმკვეთრეს აძლევენ ნაციონალურ იდეას და თვითონ ხდებიან ერთი პიროვნების ქვეშ გაერთიანებულ კანტორად ,რომელიც ნელ-ნელა კარგავს გავლენას საზოგადოების ფენებში.ბოლოს კი წრე ვიწროვდება, ალტერნატივა ჩნდება და ჩვენ ვართ მომსწრენი, თუ როგორ დაემხო ნაცმოძრაობის ელიტის მმართველობაც საქართველოში.ამ რეჟიმის კრახი გარდაუვალი გახლდათ ზუსტად საკუთარი სოციალური უსაფუძვლობის გამო.
დღევანდელი რეალობა
ერთ პიროვნებასთან ასოცირებული სერიოზული ცვლილებები იყო ზოგადი განაჩენი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. დღეს სააკაშვილიც კი საუბრობს ევოლუციური ტრანსფორმაციის იდეის დიდ მნიშვნელობაზე. …
ასეთ დროს, განვითარების დონე მაღლა იწევს, მიმდინარე მომენტში კვლავ აქტუალური გახდება თემა მარცხნივ თუ მარჯვნივ, როგორი საქართველო გვინდა …
ქართული კონსერვატიზმი,როგორც იდეოლოგია კრიზისშია . ილიას ლიბერალური ხედვა იმდენად დაშორდა ორიგინალს,რომ დაკარგა მიწიერი სახე. ლიბერალიზმს ეროვნულებმა წაართვეს ილია , აქციეს მედუზას თავად ოპონენტებთან ურთიერთობისას.
„ეროვნულებს“ ასაზრდოებს მისტიკური წარმოდგენები რელიგიაზე და აღარაფერი სხვა , მის ძირში კი ქსენოფობიური და სხვა ანომალიათა ნიშნებიც ჩანს,რაც მასობრივი გავლენის მიუხედავად, კონსერვატიზმს უძლურ მოხუცად წარმოსახავს.
მემარჯვენე ფლანგზე კონსერვატიზმთან მეზობლობას იწყებს „ნაცმო“, რომელიც თავს „პატრიოტულ ელიტად“ მიიჩნევს.მათი სოციალური ველი ის ნომენკლატურაა, რომელსაც წლების განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილი . წიკლაურის ბაგეებიდან „ელიტის „ მოხსენიება ერთგვარი აღქმაა, რომ ისინი დაშორდნენ მასას და სავარაუდო ბილიკად კონსერვატიზმის ელემენტების გამოყენებას მიიჩნევენ.
მემარცხენეების მდგომარეობაც სუსტია. ლეიბორისტული პარტიის სტრატეგიული შეცდომების წყალობით, ქმედითი პოლიტიკური ინსტიტუცია ამ ფლანგზე აღარაა. არადა მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია ზუსტად მემარცხენე მოძრაობის ახალმა ტალღამ. სოციალური ქსელების წყალობით წარმოქმნილი ყველაზე მძლავრი ახალგაზრდული ჯგუფის პროტესტის ფასეულობა მათ მოტივაციაშია. ზუსტად ამიტომ მათ შეძლეს ის,რაც ვერ მოახერხეს გაცილებით უფრო პოპულარულმა „ეროვნულმა“ ორგანიზაციებმა . მათ წრეში შეიქმნა „იდეა“- გულწრფელი, ზოგჯერ მიამიტური, თუმცა არა ყალბი.
მემარცხენე გამოწვევები კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ის რაც წლები ფაქტობრივად აკრძალული იყო, მოდაში შემოდის,თანაც კონსერვატიზმთან შედარებით გაბინძურებული არაა .
ლევაკების დილემა ეროვნულ თემასთან პრობლემაა. მასისგან გამიჯვნა დამოკლეს მახვილივით მათ თავზე მარგინალიზაციის საფრთხეს მოიცავს.ამიტომ თუ უნდათ წარმატება , უნდა გაიაზრონ კონსერვატიზმის იმპულსები საქართველოში.
ლიბერალები ? მათ არ ყავთ გამოხატული პოლიტიკური ლობი და უფრო მეტად არასამთავრობო სექტორს შეეკედლნენ. მაქსიმუმ,რასაც ველი , სუნთქვაა. ჯერ არანაირი იმპულსი პოზიციების დასაბრუნებლად არ აქვთ. იმედია , პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღების შემთხვევაში ეს ფლანგიც ძალას მოიკრებს, ჯერ? პერსპექტივას ვერ ვხედავ
ასეთ სიტუაციაში მომავალი საქართველოს ღია თუ ფარული ორთაბრძოლა უპირობოდ მემარცხენეობასა და კონსერვატიზმს შორის გავა.
ეს იქნება უფრო „საზოგადოებრივი“ ჭიდაობა და პოლიტიკურ სახეს ალბათ წლების შემდეგ მიიღებს.
რაც შეეხება ნაცებს , მათი ადგილი მემარჯვენე ფლანგის უკიდურეს კიდეში თუ იქნება. არ აქვთ სოციალური ველი, დარჩათ გავლენები, არ დარჩათ იდეა. ის რასაც ქადაგებენ,მასებამდე ვერ მივა. მათი მაქსიმუმი მომავალში ბარიერის გადალახვაა. ისიც მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. ჩათვალონ გაუმართლათ,ოქროს ხანა ამოეწურათ, ახლა ვერცხლის ჟამია……შემდეგში კიდევ უფრო ჩაიჩოჩებიან .
მესმის, ეს თემები დღეს აქტუალური არაა. კვლავინდებურად ელიტებს შორის ჭიდაობა მიდის ,მაგრამ მსჯელობის დაწყებად ღირს.
2012 წელი