არ მოგწონთ ჩემსავით ჰიპერაქტიური მომხმარებლები ან გსურთ უფრო საინტერესო გახდეს თქვენი სიახლეთა ზოლი? -_-
შესაძლოა არ მიგიქცევიათ ყურადღება, ფეისბუქის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომელიც სოციალური ქსელის გამოყენებას უფრო კომფორტულს გახდის. ჩემზე უკეთესად ფბს აქვს ახსნილი, მაგრამ შევეცდები ეს პატარა ჩანაწერი
ქართულ რეალობას მოვარგო
:))))
სიახლეთა ზოლის მოწესრიგება მთავარი გვერდიდან
პირველ რიგში, გადადით ფბ-ს მთავარ გვერდზე და მარცხნივ, თქვენი პროფილის ქვემოთ, შეამჩნევთ სიახლეთა ზოლის ოფციას, რომელიც თქვენი მთავარი თანაშემწეა.
შეგიძლიათ აირჩიოთ:
– პოპულარული ანუ რეიტინგული ამბები;
– უახლოესი ამბები ეი ბოლოს დაპოსტილი სტატუსები;
– პრიორიტეტების რედაქტირება.
სურათი სპეციალურად ორ ენაზე მიდევს. პირადად მე ვამჯობინებ ინგლისური მეყენოს, რადგან ქართულ ენაზე ტექსტები ჯერ დახვეწილი არაა. აი, ქვემოთ მშვენიერი მაგალითი:
პრიორიტეტების რედაქტირების ოფცია (edit Preferences)
-პრიორიტეტების რედაქტირების დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: პრიორიტეტული სიახლეები (see first- “30 მეგობრის ან გვერდის არჩევა”, ვისი სტატუსებიც ოპერატიულად “თქვენთან გაჩნდება” ), გააუქმოთ ანუ ხალხურ ენაზე “ანფოლოუ” მისცეთ არასასურველ ინფორმაციას, აღადგინოთ გაუქმებული “ხალხი”, ჯგუფი ან გვერდები, თქვენი ინტერესების შესაბამისად აღმოაჩინოთ სხვა გვერდები, აგრეთვე აირჩიოთ დამატებითი ოფცია, რომელიც აპლიკაციების და ა.შ მართვის შესაძლებლობას გაძლევთ.
SEE FIRST ანუ აირჩიეთ პრიორიტეტული სიახლეები ჩვენებისათვის
ამ ოფციის გამოყენების შემთხვევაში, მარცხნივ, ზედა კუთხეში შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ქვეოფციები: არჩეული მეგობრები, მარტო გვერდები (რასაც ხედავთ სურათზე) და არჩეული პრროფილებისა და გვერდების სრული ნუსხა.
ყველაფერი მარტივადაა, თქვენთვის შერჩეული ინფორმაცია პრიორიტეტულად გამოჩნდება სიახლეთა ზოლში
როგორც ხედავთ, გავაუქმე ჯგუფი, სადაც არასოდეს შევსულვარ, თუმცა წევრად დავრჩი, აგრეთვე გვერდი ბუნებაზე და ცხოველებზე(კარგი გვერდია. მართლა კი არ ვაუქმებ :D)
მარცხენა ზედა კუთხის მნიშვნელობაზე იხილეთ ზემოთ, აღარ დავკონკრეტდები
როგორც ხედავთ, აღდგენაც მარტივია: დავაბრუნე გვერდი ცხოველთა სამყაროს შესახებ და რომელიღაც ერთი ჯგუფი .
გვერდების მოძიება
თქვენი მოწონებული გვერდების მიხედვით, ფბ შესაძლებლობას გაძლევთ იპოვოთ შესაბამისი თემატიკის “პეიჯი”. ამ შემთხვევაში მერაბ მამარდაშვილის გვერდი მოვიწონე. შეგიძლიათ საერთოდ არ გამოიყენოთ სიახლეთა ველის ეს ქვეოფცია.
დამატებითი ოფციები
დამალული აპლიკაციები მაჩვენა…..ჭირსაც წაუღია 😀 , თუმცა მათი აქტივირებაც შესაძლებელია 🙂 აპლიკაციების მართვის სხვა უკეთესი ვარიანტიცაა, ამაზე შემდგომში….
არსებობს სიახლეთა ზოლის მოწესრიგების სხვა ვარიანტებიც
იხილეთ: https://goo.gl/8MnEvp – შეტყობინებათა მიღება
https://goo.gl/xiyUdw – მეგობართა სიების ორგანიზირება