მთავარი გვერდი პერსონალური ბლოგებილაშას დღიური ჯაღირელი კაცის ამბავი

ჯაღირელი კაცის ამბავი

ბლოგერი: Lasha_Mebonia

“აფხაზეთის მდუმარ მდელოზე
ჯაღირელი ვზივარ ჩაფიქრებული
და ვფიქრობ მუდამ ჩემსა სოფელზე
ახლა ამ დროით დაშორებული”

ეს ექსპრომტი ბაბუაჩემ ისიდორე მარკოზის ძე მებონიას ეკუთვნის. ის 35 წლის ასაკში, 1944 წლის ნოემბერში ბუდაპეშტთა მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი შეტაკების დროს დაიღუპა.

დარჩენა შეეძლო, როგორც პედაგოგს შეღავათი ეკუთვნოდა….ომში ნებაყოფლობით წასულა. როდესაც ჭიშკარიდან გამოვიდა, უკან არ გამოუხედია. ვინ იცის რას გრძნობდა და რა დიდი ძალისხმევა დაჭირდა შვილებს თვალცრემლიანი არ ენახათ.

მანამდე დაოჯახებისთანავე აფხაზეთში დასახლდა.

მარცხნიდან , ბავშვით ხელში უშანგი ჯალაღონია (დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, 19 წლის ასაკში), ბავშვი რევაზ მებონია. მარცხნივ დგას ისიდორე მებონია (დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში), პირველ რიგში მარო ჯალაღონია აღწერილობა: გადაღებულია ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, ისიდორე მებონიას სახლის წინ

მისი დაღუპვის შემდეგ მშობლებმა ბებია შვილებთან ერთად თავისთან ხაბუმეში უხმეს. მათაც დაკარგეს 19 წლის უშანგი. მის მაგივრად შვილიშვილებზე ზრუნვა გადაწყვიტეს


ასე “დავეპატრონეთ” მებონიები ჯალაღონიების მამულს. ჯაღირა კი შორს დარჩა… ბაბუა კი უფრო შორს, ბუდაპეშტის საძმო სასაფლაოზე…..შორსაა აფხაზეთი კინდღთან ერთად

სურათები  განთავსებულია   ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” 

0 კომენტარი:
0

Related Posts