მთავარი გვერდი პერსონალური ბლოგებილაშას დღიური დიდი დიღმის იუბილე

დიდი დიღმის იუბილე

ბლოგერი: Lasha_Mebonia

1987 წლიდან დიდი დიღომი თბილისის ორგანული ნაწილი გახდა.  დღეს აქ 40-50 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ოთხ მიკრორაიონად იყოფა.

უბანში  მოსახლეობის რაოდენობა იზრდება: ე.წ ბენდუქიძის დასახლება დაემატა, ახალი კორპუსები შენდება და იერი შესამჩნევად შეეცვალა.

უკვე სახეზეა   უამრავი პრობლემა, დაგეგმარების ქაოტურობა, რაც ყურადღებას იპყრობს და თბილისში არყოფნის პერიოდში ინფორმაციებს ამ გვერდის  და ჯგუფის მეშვეობით ვიღებ.  გასაგები მიზეზების გამო ჩემი ჩართულობის ხარისხი მაღალი არაა, მაგრამ ჩხოროწყუელობასთან ერთად მე სრულფასოვანი დიდ დიღმელიც ვარ:)

2012 წელს  უბანი ფეხით შემოვიარე. 6 წელი დიდი დროა და ბევრი რამ შეიცვალა. სანამ კიდევ ერთხელ  აქაურობას აღვწერ,  გუშინდელი დღის  (30.09.2018) ამბებს მოგიყვებით.

წინასწარ ვიტყვი,  დიდი დიღმის დაბადების დღეზე დიდხანს ვერ გავჩერდი და სრულფასოვან შთაბეჭდილებების გაზიარება არ გამომივა.

მოსახლეობის ინტერესი იყო, ინიციატივაც უბრალო ადამიანებიდან მოდიოდა და ნებისმიერი პოზიტივი გადამდებია.

მოეწყო გამოფენა-გაყიდვა

კონცერტი

საბავშვო  ატრაქციონები და უფასო გართობა

პავილიონები. მოკლედ, მომეწონა

” დიდი რაგბი” დიდი ხანია ჩემი მეზობელია.   ოღონდ პირველად ახლა მნახა 🙂

ახალ სკვერში საბურთალოს გამგებელი გვეწვია და რამდენიმე საკითხი ოპერატრიულად გადაწყდა. დაპირებები რეალისტურ ვადებში აღგვიქვა, ახალგაზრდებს გაესაუბრა. ყველამ  დავიმახსოვრეთ და შევახსენებთ 🙂

ჩვენი სკვერი შთამბეჭდავია.

ჩვენც ვუვლით, ვცდილობთ ყველაფერმა გამართულად იმუშაოს. იმედია, ვანდალიზმი არ იქნება.

დიდი თუ პატარა სკვერშია

ურიგო არაა 🙂

ახალი თაობის დიდ დიღმელი

ჩემი მშობლები. სურათი ვერ გამოვიდა, მაგრამ  სხვა ალტერნატივა არაა

მეზობლებო კარისაო 🙂

ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დროებით დაგემშვიდობებით. არ ვივიწყებ…ჩემზეა ერთი შეპირებული დიდი გასეირნება დიდ დიღომში 2

 

 

 

0 კომენტარი:
0

Related Posts