მთავარი გვერდი მოგზაურობა მოლეტაი- ლიეტუვური სამოთხე

მოლეტაი- ლიეტუვური სამოთხე

ბლოგერი: Lasha_Mebonia

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტსა და მოლეტაის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ პატარა ადგილის შესახებ, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით გვანცვიფრებს . მოლეტაიში სულ 7 000 ადამიანი ცხოვრობს

დავიწყოთ ისტორიით. მოლეტაი უძველესი დროიდან დასახლებულია. მეთოთხმეტე საუკუნიდან იწყება მისი გამორჩეული ისტორია, რომელსაც აქ ძალიან დიდ ყურადღება ეთმობა

ლიეტუვას დიდი გეტმანის, ნიკოლა რაძივილის კვალი ისტორიამ შემოინახა

Dubingių Žirgynas – ეს უკვე თანამედროვეობაა. პატარა ზოოპარკი, საჯინიბო, უმაგრესი ტბა და სიმშვიდე.

ალანტას მამული

უნიკალური ეთნოკოსმოლოგიური მუზეუმი. ადამიანის კავშირი კოსმოსთან. ტელესკოპები და საოცარი სანახაობა

რას იტყოდით მოლეტაის ტექნიკური მუზეუმის მონახულებაზე?

ან იქნებ ადგილობრივი ქანდაკებათა პარკი უფრო გაგართობთ

მოლეტაის ისტორიის დრამატული ეპიზოდი. ადგილობრივი ათასობით ებრაელი გერმანელებმა გაანადგურეს. ეს სახლი ძველი ებრაული დასახლების კვალია.

ავგუსტინეს მონასტერი. წმინდანებს ლიეტუვაში გამორჩეულ პატივს ცემენ

ტბის თევზჭერის მუზეუმი

აქ შეგიძლიათ მოლეტაიში ვირტუალურად იმოგზაუროთ . თანამედროვე ტექნოლოგიების და ტურიზმის სინთეზი

ტბა, რომელშიც შეგიძლიათ გაგრილდეთ

ნადირობისა და ფიტულების მუზეუმი

ლიეტუვას თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება

ეს მხოლოდ ნაწილია! დიდი ისტორია, ლიეტუვური კულტურა და თანამედროვეობა.

ზურაბ დვალის საავტორო გადაცემა მოლეტაიზე. ( რუსულ ენაზე)

მოლეტაი

0 კომენტარი:
0

Related Posts