ბორის პაიჭაძეს დაბადებიდან 115 წელი გავიდა. ლეგენდა ,რომელიც არასდროს სრულდება და ადამიანი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა არა მარტო ქართულ ფეხბურთში
გამოყენებულია “ეროვნული ბიბლიოთეკის” პროექტ ” ციფრული ფოტომატიანეს” სურათები.

ბორის პაიჭაძე გურიაში დაიბადა. ონჭიქეთი, რომელიც დღეს ერკეთის ნაწილია მისი მშობლიური სოფელია


სასწავლებლად ფოთში გადადის, სადაც უცხოელი მეზღვაურების წყალობით ქართული ფეხბურთის ჩამოყალიბება დაიწყო. ამ სურათში ბორისი რამდენიმე მომავალ ვარსკვლავთანაა. მათ შორის ფრიგოლ გაგუა, ვლადიმერ ბერძენიშვილი და სხვები.
ბორის პაიჭაძე სხვა ფოთელ ბიჭებთან ერთად ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდ “зии”-ს შემადგენლობაშია, ხოლო შემდეგ კი “დინამო”

მარცხნიდან: ბორის პაიჭაძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ვლადიმერ ბერძენიშვილი . “დინამო” 1936 წლიდან სსრკს უმაღლეს ლიგაშია. ფოთელი ბიჭები “დინამოს ” საყრდენ ძალად იქცნენ. “ბორია” კი მაყურებელთა მთავარი ფავორიტია

ცენტრში დინამოელთა მეკარე შურა დოროხოვი. ბორისი მის გვერდითაა
ბორის პაიჭაძის ორი გოლი


ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი ბორის პაიჭაძე. ისი თამაში გულშემატკივართა დღესასწაული იყო. ბორის პაიჭაძე მაყურებელს იმედს იშვიათად უცრუებდა.

ტრავმების გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია
მ


ბორისი მეუღლესთან და შვილებთან ოთართან და რამაზთან ერთად

ბორის პაიჭაძე და ნიკოლოზ თოდრია




ბორის პაიჭაძე ვეტერანთა თამაშის დროს
ქართული სპორტის მუზეუმის სურათებიდან



ბორის პაიჭაძე 1990 წელს გარდაიცვალა