რასაც ახლა დავწერ, ბევრს არ ესიამოვნება, რადგან 9 აპრილს მინდა სადღეგრძელო შეფასებები მოცილდეს და მისი მნიშვნელობა უკეთესად დავინახოთ.
გორბაჩოვის ეპოქაში სისტემის რღვევის ობიექტური პროცესი მომწიფდა. მარცხი დასავლურ “კაპიტალიზმთან” ოფიციალურად გაფორმდა.
“პერესტროიკა” და “გლასნოსტი” საბჭოთა მონსტრის კაპიტულაცია გახლდათ და მიხეილ სერგეევიჩმა საქმე სისტემის სრული ჩამონგრევისკენ წაიყვანა.
საქართველოში პროტესტი ყოველთვის იყო. 56 წლის 9 მარტი იარად დასდევდა ყველა პატიოსან ადამიანს. არსებობდა სურვილი ვყოფილიყავით ჩვენთვის და რუსს არ შეექმნა კანონი.
ამ დროს კი იმპერია ცდილობდა ჩვენი ურჩი ხასიათი კონტროლირებად გალიაში ჩაეკეტა, იყო წითელი ზონები, რომლის გადაკვეთამდე ბაქიქუქი და პატრიოტიზმი შეგვეძლო. ქართული ხასიათი კულტურაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში გამოიხატა. წითელი მდივნებიც კი საქართველოს სადღეგრძელოს სახლში განსხვავებულით სვამდნენ, მაგრამ იერარქიული მექრთამეონა ქმნიდა ნომენკლატურული ოლიგარქიის სახით, ბინძურ მეხუთე კოლონას, რომლის ავანგარდში ე.წ პატრიოტი ჩინოსნები და მწერლები იყვნენ. მათ პირადი ინტერესი უჯობდათ საზოგადო საქმეებს, კონფორმიზმი კი გაბედულობას.
88 წლის შემდეგ ასპარეზზე ე.წ არაფორმალები გამოდიან. თავიდანვე უდიდესი შეცდომა იყო ამ მოძრაობის ლიბერალებად და რადიკალებად გამიჯვნა.… ბალტიური სახალხო ფრონტის მოდელის მაგივრად ორიენტაცია ჯუჯა პარტიებზე იქნა აღებული, რომელთაც ერთმანეთთან კერძო ინტრიგები და დავები ყოფდა. არადა არსებობდა ახალი ელიტის ფორმირების სავალდებულო აუცილებლობა.ეს ვერ მოხერხდა და შემდგომში ჩინოვნიკების რევანში გაადვილდა.
ეროვნული.მოძრაობის რადიკალურმა ფრთამ ყალიბში მოაქცია თავისუფლების იდეა. ის ეროვნულ იდეას კი არ დაუქვემდებარა, არამედ საკუთარ წარმოდგენას ეროვნულ იდეაზე.
რაც შეეხება ზომიერებს, მათ ერთი მხრივ, ე.წ რადიკალების მუჯლუგუნების ქვეშ უწევდათ ყოფნა, თან. მათ ეტმასნებოდნენ კონფორმისტი ინტილიგენტები, ვისაც ქონდათ ამოცანა პროცესი დაემუხრუჭებინათ.
ნოემბრის აქციის შემდეგ ქვეყანამ დიდი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო ხავერდოვან რევოლუციათა კონტექსტში კარგად ჩამჯდარი ბოლშევიზმის პანაშვიდი საქართველოში, თუმცა ლიხნის წერილმა აგვრია და არადაადეკვატური გაგვხადა.
ლიბერალური ნაწილის გრანდიოზული შეცდომა იყო აქცენტი “ლიხნზე”. რადიკალებმა აქციის პროცესში მათ აჯობეს და დამოუკიდებლობის იდეა ააფრიალეს. აღმოვჩნდით აბსურდში: ერთი მხრივ, პირველადი ეთნიკური აქცენტი შეიცვალა, თუმცა მეორე მხრივ, ახალი მოთხოვნა კომპრომისულ ვარიანტებს არ მოიცავდა. ასე რომ არ იყო განსაზღვრული. წარმატების პროგრამა მინიმუმი, თან ლიდერთა შორის უდიდეს რყევებთან გვქონდა ადგილი.
9 აპრილის ღამეს ლიდერები ჩიხში აღმოჩნდნენ. პატრიარქის მოწოდებაზე დათანხმება მათი სრული ფიასკო და ოპოზიციური აზრის კრახიც იქნებოდა გაგრძელება კი კრიზისულ კულმინაციამდე მიგვიყვანდა. არჩევანი კულმინაციაზე გაკეთდა და შედეგად მივიღეთ იმპერიული მოსტრის სრული სიშიშვლე,თუმცა სისხლი…
სისხლმა შეცვალა ქვეყანა. ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც აქამდე ძალიან პოპულარულ და პატიოსან ლიდერად ითვლებოდა, აღმოჩნდა დიდ ტალახში. მან ვერ შეხლო პროცესების კონტროლი და მჟავანაძე-შევარდნაძესგან განსხვავებით თავის თავზე მიიცხო ყველაფერი.
ინტილიგენცია გაბრაზდა, კონფორმიზმი დროებით დაივიწყა, ” მარტოხელა ერის” დიდაქტიკა აგრესიამ ჩაანაცვლა, მაგრამ მაინც ვერ ჩამოყალიბდა ახალი ელიტა, რომელიც ნომენკლატურულ ოლიგარქიას ჩაანაცვლებდა.
ერმოძრაობის ციხიდან გამოსულმა ლიდერებმა განაგრძეს ძველი სტილი, არ შეცვალეს სტრატეგია. უფრო ზუსტად, კვლავ ემოციებზე და სადღეგრძელოებზე დაამყარეს პოლიტიკის კანონზომიერებანი. მერაბ კოსტავა, რომელიც თავისი სიდარბაისლით ცდილობდა ყოფილიყო ლიბერალურ და რადიკალურ ჯგუფებს შორის მედიატორი გაუგებარ სიტუაციაში დაიღუპა ლიბერალური ოპოზიციის ლიდერთან ერთად. ზვიად გამსახურდია და გიორგი ჭანტურია გაიყვნენ….
ეს სტატუსი მარტო კრიტიკა არაა. ლიდერებს დიდი დამსახურებები არ აკლიათ. უბრალოდ მსურდა დამენახა 9 აპრილის უდიდესი მნიშვნელობა, შეცდომები და აღარ მინდა შევხედოთ უახლოესი ისტორიის მონაწილეებს უკრიტიკოდ ან პირიქით, დავინახოთ მხოლოდ ნეგატივი. ..
9 აპრილი ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე !
2წლის შემდეგ გამოცხადდა ქართული მეორე რესპუბლიკა და გლოვაზე მეტად ზუსტად ეს ფაქტორია არსებითი, თორემ ვისაც ვგლოვობთ, ამ იდეით იყვნენ იქ მისულნი და ამიტომაც მათ სისხლზე და გმირობაზე დაყრდნობით ახალ რეალობაში გავიღვიძეთ დიდი პოლიტიკური შეცდომების ფონზე.