ბულგარელმა ხელოვანმა პლამენ იგნატოვმა 16 წელი მოანდომა რილას მონასტრის მოდელის შექმნას რომელიც 6მილიონი ასანთი ღერიგანაა დამზადებული.
მისი ქმნილება ნამდვილად შედევრია რადგან იგი ზუსტ ანალოგს წარმოადგენს მონასტრისა, ყოველი დეტალი, თითოეული ჩუქურთმა ისე გამოიყურება როგორც მონასტერში. მან მოდელის ერთერთ კედელზე ქრისტეს გამოსახულებიანი ჩუქურთმაც გამოკვეთა და სხვადასხვა რელიგიური ფიგურებითა და ჩუქურთმებით მოხატა მაკეტის შიდა ეზო.
რილას მონასტერი ყველაზე დიდი მონასტერია ბულგარეთში, იგი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია არამხოლოდ ბულგარეთში არამედ მთელს სამხრეთ ევროპაში. იგი იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შედის.
You must log in to post a comment.