მთავარი გვერდი ვიდეო ოპონენტის უცნაური დასჯა ჩეჩნეთში

ოპონენტის უცნაური დასჯა ჩეჩნეთში

ბლოგერი: SOFT

ერთმა ჩეჩენმა  ქალბატონმა  „WhatsApp“-ის საშუალებით   ჩეჩნეთის პრორუსული ხელისუფლების მეთაურის, რამზან კადიროვის მწვავე კრიტიკა გაბედა. უკურეაქცია მწვავე იყო:  ქალბატონი  „პრეზიდენტთან“  მიიყვანეს,  გვერდით მისი მეუღლე მოუსვეს და  პირადად კადიროვმა ჩაატარა აღმზრდელობითი ლექცია. „ბრალმდებელი“ კი თავდახრილი უსმენდა ბელადის სიბრძნეებს.

დამსწრეებს შორის იყვნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი  და  სასულიერო პირი, რომელთაც დაგმეს „უზნეო“  ბრალდებანი.  საშინელ ფაქტს მიეძღვნა რამდენიმე სპეციალური რეპორტაჟი ჩეჩნეთის ცენტრალურ არხზე, „უსინდისო“ ქალბატონი მეზობლებსაც დააგმობინეს.

საქმე კი შეეხება ე.წ კადიროვის ფონდის საქმიანობას, სადაც ბიზნესმენებს „ნებაყოფლობით“  შეაქვთ  თანხები.

0 კომენტარი:
0

Related Posts