სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესიას უჩვეულო ბედი ხვდა წილად. მისი პირველადი სახის შესახებ ინფორმაციას ნაკლებად ვფლობთ. მკვლევართა ვარაუდით ტაძარი მეხუთე-მეექვსე საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო აღდგენის და განახლება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებით თარიღდება
შემორჩენილია ბერძნული წარწერა-სტეფანე პირველმოწამის ტროპარი. ვარაუდობენ, რომ ტაძარი ძველად სწორედ სტეფანე პირველმოწამის სახელობისა იყო.
თქმულების მიხედვით ტაძარი ვინმე ოჩიგავამ ტყეში ყოფნის დროს აღმოაჩინა. შენობის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს და მის გარშემო სოფელი სეფიეთი განვითარდა. ისტორია შესაძლოა გარკვეულ რეალობას ასახავდეს, რადგან დღევანდელი სეფიეთი ბერძნულ-სპარსული ომის ეპიცენტრში იმყოფებოდა. ეკლესია აბაშა-მარტვილის გზაზე, აბაშიდან 12 კმ-ის დაშორებით ციხე-გოჯის მახლობლადაა განლაგებული.
სოფლის სახელწოდება კი თავადის ქალ სეფე ოჩიგავას უკავშირდება, „რომელიც მკურნალი და მენელსაცხებლე ყოფილა.
წმინდა ნინოს უჩვეულო ხატი. ის მეფის გვირგვინით და შესაბამისი სამოსითაა წარმოდგენილი.
„დაიხატა ეკლესია ესე კოპალაძემა ჭყონდიდელმა ზოსიმე. შეუნდვეს ღმერთმან ამინ. ეს ჭყონდიდელი მარტვილშიც ყოფილა დახატული მაგრამ იქ მთლიანად გაფუჭებულია მხატვრობა. სამხრეთის კედელზედ წარწერა ყოფილა. რომელიც არ იკითხება ქვემოთ კი ასე სწერია: „—-„ და ესე ჭილაძემა აბრამი. მერმე მე ჭყონდიდელმან ზოსიმე კოპალაძემან დავხატვინე ესე ამინ“
ამ წარწერის მიხედვით პირველი დამხატავი სეფიეთის ეკლესიისა ეკვტრის, ერთერთ ყოფილა აბრამ ჭილაძე წყარო
ყურადღებას იპყრობს ხატვის თავისებური მანერა და ხელოვნება. დროს ვერ გადაურჩა ბევრი მათგანი,მაგრამ რაც გადარჩა ერთობ საინტერესოა.
ეკლესია ბოლშევიკების სამიზნეც გახდა. მას მწარე ვერდიქტი გამოტანილი ქონდა, მაგრამ სერგი მაკალათიამ უდიდესი ძალისხმევით გადაარჩინა ტაძარი და თავისი ხელფასიდან მომვლელი ქალბატონიც დაიქირავა
დამატებითი ინფორმაციისათვის
ვიდეო (2 სიუჟეტი სეფიეთის შესახებ)
ინფორმაციები ნეტში:
http://samegrelo.borbonchia.ge/presadaistoria/257-.html
კომენტარები შეზღუდულია