გუშინ წალენჯიხაში მხოლოდ ერთი საათი გავატარე , რაც აქაურობის გასაცნობად მცირე დროა და რამდენიმე ხედის გადაღება ძლივს მოვასწარით. მომავალში აუცილებლად უფრო ვრცელ ჩანაწერს შემოგთავაზებთ:)
სურათი ჩემი გადაღებული არაა. მეტიც, ჯერ იქაურობა არც მომინახულებია(ჩემი სირცხვილი), მაგრამ წალენჯიხელები არ მაპატიებენ, თუ იქაურობაზე საუბარს მეათე საუკუნის ამ ორიგინალური ტაძრი არ დავიწყებ. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში განისვენებს ლევან დადიანი მეუღლესთან ერთად. ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია.
წალენჯიხის ხედი
წალენჯიხის სტადიონი და ქუჩები. მთელი მუნიციპალიტეტი ულამაზეს ბუნებაშია. სამწუხაროდ ქალაქი მოუვლელი მეჩვენა 🙁
წალენჯიხის სავაჭრო ცენტრი
წალენჯიხის ქუჩები
ცაცხვები
ვბრუნდებით სახლში